Monday, April 27, 2009

10 ყველაზე პოპულარული ქალური პროფესია საქართველოში

1. პიარ მენეჯერი 


მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ახალია, მას უკვე ბევრი "მიმდევარი" გამოუჩნდა. დღეს პრაქტიკულად ვერ იპოვი ვერც ერთ ყველაზე პატარა კერძო ფირმასაც კი, რომელსაც საკუთარი პიარ მენეჯერი არ ჰყავს.
ამ პროფესიის ადამიანს, როგორც წესი, კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და უცხო ენების ცოდნა მოეთხოვება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, დღეისთვის საქართველოში პიარ მენეჯერის ხელფასი 500-2000 ლარამდე მერყეობს გამოცდილებისა და სამუშაო ადგილის გათვალისწინებით.

2. ჟურნალისტი

ამ პროფესიის ლიდერთა სამეულში მოხვედრა დღეს საქართველოში ინფორმაციაზე არსებულმა საოცარმა მოთხოვნილებამ განაპირობა. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული ტელეკომპანია, უფრო მეტი რადიო და კიდევ უფრო მეტი ჟურნალ-გაზეთია. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სამსახურებში ყოველთვის სჭირდებათ განათლებული, ნიჭიერი, ობიექტური და ოპერატიული ჟურნალისტები.
ჟურნალისტების ხელფასი 200-დან 2000 ლარამდე გახლავთ. ტელეჟურნალისტის ხელმასი პრესისა და რადიოს ჟურნალისტის ხელფასთან შედარებით დაახლოებით 2-3 ჯერ მეტია.

3. მოდელი


მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერულ ასაკში თითქმის ყველა გოგონა მოდელის თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს, სამწუხაროდ, ეს ის პროფესიაა, რომელის შესასწავლადაც მარტო მონდომება არ კმარა. ამ შემთხევაში გადამწყვეტ როლს მაინც გარეგნობა ასრულებს. 
მართალია, დღეს საქართველოში დამწყები მოდელი ამ პროფესიით თავს ვერ ირჩენს, მაგრამ გამოცდილ მოდელებს ერთ ჩვენებაში დაახლოებით 150-200 ლარს უხდიან მისი პროფესიონალიზმისა და პოპულარობის გათვალისწინებით.

4. ტანსაცმლის დიზაინერი



თბილისში დიზაინერის პროფესია არათუ პოპულარული, არამედ ყველაზე მოდურიც იყო. კვირა არ გავა, რომელიმე რესტორანში ან კლუბში რომელიმე დიზაინერის ჩვენება არ გაიმართოს. გარდა სპეციფიკური განათლებისა, ამ პროფესიის ადამიანებს გემოვნება და მსოფლიო მოდის ტენდენციების ცოდნაც მოეთხოვებათ. რაც შეეხება ანაზღაურებას, პირველ ეტაპზე ამაზე ოცნებაც არ ღირს. რადგან თავიდან ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე შემოსავალი. თუმცა წარმატების შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად იცვლება. 

5. ფსიქოლოგი



დღეს ამ პროფესიის ადამიანებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა. მათი ერთი ნაწიილი - ფსიქოთერაპევტები დღევანდელი ,ზედმეტად აქტიური ცხოვრებით აღგზნებულ ადამიანებს ამშვიდებს. ხოლო მეორე - ატარებს სხვადასხვა სახის კვლევას, მონაწილეეობს კადრების შერჩევაში, მუსაობს უკვე შერჩეულ კადრებთან და ა.შ. მინიმუმ ერთი ფსიქოლოგი ასევე თითოეულ საშუალო სკოლას და ხშირ შემთხვევაში სხვა სასწავლო დაწესებულებებსაც ჰყავს. ფსიქოთერაპევტთან ერთი ვიზიტი დაახლოებით 40-50 ლარი ღირს, ხოლო რაც შეეხება ორგანიზაციულ კვლევებში ჩართულ ფსიქოლოგებს, მათი ანაზღაურება ძირითადად დამქირავებელთან არის შეთანხმებული.

6. ადვოკატი

ამ პროფესიას, როგორც წესი, მოწესრიგებული, განათლებული და დისციპლინირებული გოგონები ირჩევენ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან კრიტიკისთვის, თავდაცვისთვის და თუ საჭიროა, თავდასხმისთვისაც. დღეს, რა თქმა უნდა, ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას საკუთარი ადვოკატი ჰყავს.
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატის ხელფასი დაახლოებით 700-დან 3000 ლარამდე მერწყეობს. რაც შეეხება სისხლის სამართლის ადვოკატს, მისი ანაზღაურება მთლიანად ჰონორარზე, ანუ კონკრეტულ საქმეზე დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული

7. მსახიობი
ეს პროფესია განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსახიობი ნიჭიერია, ეს საკმარისი არ არის. მას გამართლებაც სჭირდება. იქნებ სწორედ ამიტომ თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მხოლოდ ნახევარი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას.
რაც შეეხება ანაზღაურებას, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ქართული კინო და თეატრი, სამწუხაროდ, თავისი განვითარების მწვერვალზე არ არის, მსახიობის შემოსავალს ძირითადად რეკლამები და სატელევიზიო სერიალები განსაზღვრავს. ამის გამო კონკრეტული თანხის დაზუსტება ძნელია.

8. ფინანსისტი ( ცემი მომავალი პროფესია :D )

მიუხედავად იმისა, რომ როგორც რომანტიკული ქალები მიიჩნევენ, "სხვისი ფულის დათვლა ქალების საქმე არ არის", მათი თქმით, ფულის ხარჯვით უფრო დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე თუნდაც საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვით, ფინანსისტის პროფესია დღეს მაინც ძალიან პოპულარულია. მით უმეტეს, რომ პროოფესიონალი ფინანსისტის შრომა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. უფრო ზუსტად კი, ამ პროფესიის ადამიანების ხელფასი 1000 ლარიდან იწყება.

9. კოსმეტოლოგი

თუ ადრე საქართველოში ამ პროფესიას თითო-ოროლა ადამიანი ფლობდა, დღეს უკვე ყველა სილამაზის სალონსს თავისი კოსმეტოლოგი ჰყავს. სხვათა შორის, ამ პროფესიის ქალებს, როგორც წესი, განათლება საზღვარგარეთ (რუსეთში ან საფრანგეთში) აქვთ მიღებული. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადრე ამ საქმიანობის შესწავლა აქ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ანაზღაურებას, დღეს კოსმეტოლოგთან ვიზიტი 50-დან 150 ლარამდე ღირს.

10. ექიმი

ამ პროფესიას მხოლოდ ის გოგოონები ირჩევენ, რომელბმაც იციან, რომ ეს საქმე ნამდვილად უყვართ. საბედნიეროდ, წინა წლებთან შედარებით ექიმის შრომას მეტ-ნაკლებად ფასი დაედო, მაგრამ ჩვენი ექიმები თავიანთ ევროპელ კოლეგებს ხელფასით ნამდვილად ჩამორჩებიან..



blog comments powered by Disqus
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon