Sunday, December 27, 2009

Soooo Sweeeeeet :wub:

ასეთი ლამაზი commercial ჯერ არ მინახავს... უყურეთ <3 სოFია კოპოლას გადაღებული უმშვენიერესი სარეკლამო რგოლი.. ულამაზესი მოდელი, ულამაზესი პარიზი, ულამაზესი ფერები.. მოკლედ, დატკბით! <3


Miss Dior Cherie with Maryna Linchuk from tinsley vanderson on Vimeo.

Continue Reading...

Tuesday, December 22, 2009

ვიდეო პოსტი a.ka. home alone





ალბათ ვისაც მთელი დღე ოჯახის წევრები სახლში გყავთ, ძალიან გიხარიათ ის იშვიათი შემთხვევბი, როცა მარტო რჩებით..
დაურეკავთ ეგრევე დაქალს/ძმაკაცს და უწყინარი გართობის საშუალებებს მიმართავთ :D
ერთ-ერთ ასეთ დღეს (პრინციპში რაღა დღე, ღამის 3 საათი იყო:D )მე და ქეთიმ გადავწყვიტეთ, მუსიკის ნაზ ჰანგებს სხეულის ჰარმონიული მოძრაობებით ავყოლოდით...


Continue Reading...

Tuesday, December 15, 2009

გიორგი მეფის ანდერძი





"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს".

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."
Continue Reading...

Monday, December 14, 2009

Isadora Duncan





აისედორა დუნკანი იყო მოცეკვავე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ცეკვის თავისუფალ სტილს...მან შეცვალა ცეკვაც და ყოველდღიურობაც.. აისედორა დაიბადა სან Fრანცისკოში, 1877 წელს.. ის მოღვაწეობდა ევროპაში, რამდენიმე წელი იცხოვრა რუსეთშიც..

აისედორა ითვლება ცეკვის თანამედროვე სტილის ფუძემდებლად.. ის სცენაზე გამოდიოდა ფეხშიშველი და საბალეტო კოსტუმის ნაცვლად ანტიკურ ქიტონს იცვამდა. ის უბრალო მოცეკვავე არ იყო, მისი მოღვაწეობა უფრო მეტი გახლდათ. აისედორამ განიცაადა ნიცშეს გავლენა და ,ამდენად, მას სურდა შეექმნა ახალი ქალი. მან დაწერა წიგნი "მომავლის ცეკვა" დუნკანი წერდა: "ჩემი ხელოვნება სიმბოლურია, და ეს სიმბოლო ერთადერთია: ქალის თავისუფლება და მისი ემანსიპაცია იმ პირობებისგან, რაც ასე ღრმად არის ჩამჯდარი პურიტანიზმში". იგი არ იყო გათხოვილი,მაგრამ ჰყავდა აყვანილი ბავშVები, რომლებსაც ზრდიდა.


აისედორა რუსეთში ძალიან დააფასეს. მან საკუთარი სკოლაც გახსნა..რამდენიმე წლის შემდეგ აისედორას ფინანსური პრობლემები შეექმნა. საჭირო იყო, წასულიყო ევროპაში გასტროლებზე. მაგრამ აისედორას შეუყვარდა ცნობილი რუსი პოეტი, სერგეი ესენინი ამ პერიოდისთვის აისედორა 43 წლის იყო. აისედორას პრინციპები ეწინააღმდეგებოდა ქორწინებას, ის ქალთა თავისუფლებას ქადაგებდა,მაგრამ ესენინთან ქორწინებაზე ის დასთანხმდა.


მათ ერთმანეთთან სალაპარაკოდ სჭირდებოდათ თარჯიმანი, რადგან ესენინმა არ იცოდა ინგლისური, ხოლო აისედორამ - რუსული. საზღვარგარეთ ყოფნისას მათი ურთიერთობა დაიძაბა. ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ...
აისედორას სიყვარული მალევე ეწვია და ამჯერად 25 წლის რუსი პიანისტი, ვიქტორ სეროვი შეუყვარდა : ) ეჭვიანობის მიზეზით აისედორამ ერთხელთავის მოკვლაც კი სცაადა..
მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე:
დილით აისედორამ დიდი, წითელი შარფი შემოიხვა ყელზე და საავტომობილო გასეირნება გადაწყვიტა. ავტომობილი დაიძრა, შემდეგ უცებ გაჩერდა, შარფის მეორე ბოლო ბარბალში გაეხვია და დუნკანს კისერი მოსტხა.
აისედორა დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.


Continue Reading...

Sunday, December 13, 2009

გამარჯობა, პატარავ!


გამარჯობა, პატარავ!


ახლა ალბათ სახლის კიბეზე ჩამოსკუპებული ფერად-ფერად კაბებს უკერავ შენს ბარბის, დროდადრო ჩამოყრილ ქერა კულულებს ისწორებ, აწეწილ-დაწეწილი რომ არის ხოლმე. მერე დედა დაგიძახებს, მოდი, ჭამეო.. შენ დაიჭყანები და გამობუშტული ტუჩებითა და ბუზღუნ-ბუზღუნით მიუჯდები მაგიდას და მრისხანე მზერას ესვრი. ის კი საქმიანად გამოიწვდის ჩანგლიან ხელს, რომ პაწია ტუჩები გახსნა და ჩაყლაპო ლუკმა...
ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან, სიცივისგან მობუზული და შენს გახსენებაზე მეღიმება... ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მომენატრებოდი,მაგრამ ახლა ძალიან მენატრები, პატარავ.
გახსოვს, ძალიან რომ წვიმდა... შენ გოგოებთან ერთად გინდოდა მარიკას სახლში ვიდეოკასეტებისთვის გეყურებინა,მაგრამ დედა არ გიშვებდა, ფეხებს დაისველებო. მაშინ მაიკომ აგიყვანა და ასე ხელში ატაცებული მიჰყავდი, ხვნეშითა და გაჭირვებით, ფეხი რომ აუსრიალდა და დაეცა. შენი გაადარჩენის მცდელობისას საშინლად იტკინა მუხლი, გაეჭრა და ახლაც ამჩნევია ის ნაიარევი.

გახსოვს, როგორ ბერავდა მთელი სამეზობლო შენს გასაბერ აუზს, რომელშიც მარტო შენ ეტეოდი,მაგრამ მაინც ყველა ბავშვს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიბერებოდა...

გახსოვს, როგორ ტიროდი, გოგოები რომ წავიდოდნენ სასეირნოდ და შენ დედა არ გიშვებდა, ისინი დიდები არიან , რა გინდა მათთანო.. აქვითინებული შევარდებოდი შენს ოთახში და ხელისგულებში თავჩარგული იცრემლებოდი. დედა დანანებით ამბობდა, რა ცუდია, უბანში შენხელა არავინაა, ყველა დიდიაო.

გახსოვს, ყოველ დღე ფანჯრიდან ლიანდაგებს რომ უყურებდი და იქ სიარულზე ოცნებობდი,მაგრამ არ გიშვებდნენ ხოლმე...

იცი, ამას წინად მე და მაიკო ვიყავით იმ ლიანდაგებზე და ვიხსენებდით..
ნინოს უკვე ანანო ჰყავს, მალე მეორე პატარაც ეყოლება... მონიკა ფოთში გაგვითხოვდა..ქრისტინა "მერიოტში" მუშაობს... ნანა საბერძნეთში წავიდა... მარტო მე და მაიკო შემოვრჩით უბანს..მაგრამ მალე , 5 თვეში მეც გავფრინდები ბუდიდან.. გტოვებთ შენ და მაიკოს..


ბიბლიოთეკაში ის სურათი აღარ ჰკიდია, ბორჯომში რომ დაგხატა ერთმა ბიძიამ.. ქერა , გაწეწილი თმა, ლურჯი კომბინიზონი და შავი ყელსახვევი რომ გიკეთია..

იცი , მე და შენ საერთოდ აღარ ვგავართ ერთმანეთს..
მე აღარ ვარ ქერა,
მე აღარ ვთამაშობ ბარბებით,
მე აღარ ვოცნებობ დიზაინერობაზე,
მე აღარ მგონია ბებია ბოროტი კუდიანი...
მე აღარ მინდა, სკოლაში ყველა ბიჭზე ძლიერი ვიყო, რომ ვისი ცემაც მინდა, ყველასი შემეძლოს.
მე აღარ ვარ შენ,
მაგრამ აბა , მამაჩემს ჰკითხე?!
Continue Reading...

Saturday, December 12, 2009

დაგათოვდები ხელისგულებზე..




საუკუნეა, არ დამიპოსტავს..არც დრო მქონდა, არც იდეები :) საერთოდ ბლოგის წაშლასაც ვაპირებდი,მაგარმ ერთ-ერთმა ფორუმელმა გადამაფიქრებინა :))

უბრალოდ დავწერ სიახლეებზე..

აბიტურიენტობის მარწუხებმა ძალიან მომიჭირეს, სასტიკად ვიღლები და ხან ფეხი მტკივა, ხან გული მაქვს ცუდად... მოკლედ, გავითანგე.
სკოლიდან გამოვედი, რომ აღარ ვიარო კერძო სკოლაში შევიტანე საბუთები...

ამ დროისთვის რომანტიკული ურთიერთობები გავწყვიტე:))) პაუზა ავიღე..
ველოდები მოულოდნელს :) :)

მე და მაკამ არსად წასვლის დღის ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ :)
კვირაობით (ერთადერთი მეტ-ნაკლებად თავისუფალი დღე გვაქვს) ვნახულობთ ერთმანეთს და ხან სად მივდივართ , ხან სად..
რატომ დავარკვით "არსად წავლის დღე?"
:)
მოგიყვებით:

3 კვირის წინ მაკას თემის ქსეროქსი უნდა მოეცა და კაფეში შევხვდით ერთმანეთს.. საუბარი გაგვიგრძელდა და შემოვრჩით.. მერე შემთხვევით ძმაკაცებმა ჩაიარეს კაფის წინ და შეგვნიშნეს, შემოგვიერთდნენ.. სადმე გვინდოდა წასვლა,მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ ვერაფერი..
სათვალავი ამერია, მერამდენედ ვიკითხეთ ერთმანეთში
"სად წავიდეთ?"
"-არსად"
"კარგი, წავიდეთ არსად"
ამ არსად-არსად-ით ლამის მთელი ქალაქი მოვიარეთ :)) ბევრი ვიცინეთ, ვისაუბრეთ, სტუდენტურ ცხოვრებაზე ვიოცნებეთ.. მერე მაკა გავაცილეთ ფეხით :)) აქეთობისას რომ მოვდიოდით, გაწვიმდა... უფრო სწორად, ცრიდა, საღამო იყო უკვე და ლამპიონების შუქზე წვეთები ძალიან ლამაზი იყო..
სახლში ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი.. :)
იმ დღის მერე გადავწყვიტეთ, ყოველ კვირას ასე შევხვედროდით დდა "არსად" გვესეირნა..:)
წინა კვირას მაკამ თავისთან მიიმწვია თავისი კულინარიული შედევრები დასაგემოვნებლად.. :D მშვენიერი მზარეულია :)
ხვალისთვის ვაპირებთ ყინულზე სასრიალოდ წავიდეთ. . :)

კვირა დღე მიყვარს...
ჩვენი მეგობრობა მიყვარს..
არსად სიარული.. :)
მალე ალბათ მოთოვს კიდეც...
დავათოვდებით ერთმანეთს ხელისგულებზე :)
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon