Showing posts with label letters. Show all posts
Showing posts with label letters. Show all posts

Monday, January 11, 2010

While You were smoking...

სანამ შენ კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოწევდი, მე ეს პოსტი დაგიწერე : )

ალბათ არ იცი, რომ ყვეეეეელაზე თბიილი ადამიანი ხარ ამქვეყნად <3 ცოტა ბუზღუნა და ეჭვიანი,მაგრამ იმ ბუზღუნისა და ეჭვიანობის დროსაც ისეთი საყვარელი ხარ , რომ ძნელია გაბრაზდეს შენზე ადამიანი :D
"ხვალ" ძალიან ბეეეევრს ვისრიალებთ ყინულზე, სანამ არ დავიღლებით.. ^_^ მერე აი, იმ მოყინულ მდინარეზე ვირბენთ, შენ რომ ამბობდი :D
ძალიან შეგვცივდება ალბათ.. ჰოდა, ცხელ შოკოლადს დალვევთ <3
შენ რამე სასაცილოს მოყვები და მე ძაააალიან გულიანად გამეცინება..
ჰო კიდევ...
ქუჩაში ვიპოვით საყვარელ ფისოს.. და დაავარქმევთ მარგოს : D
You're So Far away.. But
Waitin'
Continue Reading...

Tuesday, January 5, 2010

მეტირება



ასე მარტოსულად და უმწეოდ არასდროს მიგრძვნია თავი. რაღაც საშინელი შიგნიდან მხრავს და მოსვენებას არ მაძლევს.. ძალიან მინდა სადმე შორს ჯანდაბეთში გავიქცე, გადავიკარგო და ვიტირო გულამოსკვნილმა. სადმე უკაცრიელ ასტეროიდზე,სადაც მარტო მე და პატარა უფლისწული ვიქნებით. ძალიან,ძალიან,ძაააააააალიან ბევრს ვიტირებ და მარტო მაშინ გავიღიმებ,როცა პატარა უფლისწული მოვა და მთხოვს: დამიხატე ბატკანი.
Continue Reading...

Sunday, December 13, 2009

გამარჯობა, პატარავ!


გამარჯობა, პატარავ!


ახლა ალბათ სახლის კიბეზე ჩამოსკუპებული ფერად-ფერად კაბებს უკერავ შენს ბარბის, დროდადრო ჩამოყრილ ქერა კულულებს ისწორებ, აწეწილ-დაწეწილი რომ არის ხოლმე. მერე დედა დაგიძახებს, მოდი, ჭამეო.. შენ დაიჭყანები და გამობუშტული ტუჩებითა და ბუზღუნ-ბუზღუნით მიუჯდები მაგიდას და მრისხანე მზერას ესვრი. ის კი საქმიანად გამოიწვდის ჩანგლიან ხელს, რომ პაწია ტუჩები გახსნა და ჩაყლაპო ლუკმა...
ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან, სიცივისგან მობუზული და შენს გახსენებაზე მეღიმება... ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მომენატრებოდი,მაგრამ ახლა ძალიან მენატრები, პატარავ.
გახსოვს, ძალიან რომ წვიმდა... შენ გოგოებთან ერთად გინდოდა მარიკას სახლში ვიდეოკასეტებისთვის გეყურებინა,მაგრამ დედა არ გიშვებდა, ფეხებს დაისველებო. მაშინ მაიკომ აგიყვანა და ასე ხელში ატაცებული მიჰყავდი, ხვნეშითა და გაჭირვებით, ფეხი რომ აუსრიალდა და დაეცა. შენი გაადარჩენის მცდელობისას საშინლად იტკინა მუხლი, გაეჭრა და ახლაც ამჩნევია ის ნაიარევი.

გახსოვს, როგორ ბერავდა მთელი სამეზობლო შენს გასაბერ აუზს, რომელშიც მარტო შენ ეტეოდი,მაგრამ მაინც ყველა ბავშვს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიბერებოდა...

გახსოვს, როგორ ტიროდი, გოგოები რომ წავიდოდნენ სასეირნოდ და შენ დედა არ გიშვებდა, ისინი დიდები არიან , რა გინდა მათთანო.. აქვითინებული შევარდებოდი შენს ოთახში და ხელისგულებში თავჩარგული იცრემლებოდი. დედა დანანებით ამბობდა, რა ცუდია, უბანში შენხელა არავინაა, ყველა დიდიაო.

გახსოვს, ყოველ დღე ფანჯრიდან ლიანდაგებს რომ უყურებდი და იქ სიარულზე ოცნებობდი,მაგრამ არ გიშვებდნენ ხოლმე...

იცი, ამას წინად მე და მაიკო ვიყავით იმ ლიანდაგებზე და ვიხსენებდით..
ნინოს უკვე ანანო ჰყავს, მალე მეორე პატარაც ეყოლება... მონიკა ფოთში გაგვითხოვდა..ქრისტინა "მერიოტში" მუშაობს... ნანა საბერძნეთში წავიდა... მარტო მე და მაიკო შემოვრჩით უბანს..მაგრამ მალე , 5 თვეში მეც გავფრინდები ბუდიდან.. გტოვებთ შენ და მაიკოს..


ბიბლიოთეკაში ის სურათი აღარ ჰკიდია, ბორჯომში რომ დაგხატა ერთმა ბიძიამ.. ქერა , გაწეწილი თმა, ლურჯი კომბინიზონი და შავი ყელსახვევი რომ გიკეთია..

იცი , მე და შენ საერთოდ აღარ ვგავართ ერთმანეთს..
მე აღარ ვარ ქერა,
მე აღარ ვთამაშობ ბარბებით,
მე აღარ ვოცნებობ დიზაინერობაზე,
მე აღარ მგონია ბებია ბოროტი კუდიანი...
მე აღარ მინდა, სკოლაში ყველა ბიჭზე ძლიერი ვიყო, რომ ვისი ცემაც მინდა, ყველასი შემეძლოს.
მე აღარ ვარ შენ,
მაგრამ აბა , მამაჩემს ჰკითხე?!
Continue Reading...

Wednesday, November 4, 2009

1..2..3..4...




ამ საღამოს ყოველდღიური რუტინისგან ქანცგწყვეტილი თბილად მოვკაალათდი ბუხრის წინ,
ფლეიერით და მურაბიანი ჩაით..
იმაზე ჩავფიქრდი, როგორ მჭირდება ახლა რაღაც ახალი.. უკვე საშინლად მაღიზიანებენ ეს ზედმეტად ყოვლისმცოდნე და სერიოზული თინეიჯერები, რომლებსაც არაერი აკვირვებთ, ზედმეტად თანამედროვეები არიან..
არ მინდა მატერიალიზმის ჭაობში ჩავეფლო, ვინმეს ან რამეს ძალა მინდა ვიგრძნო, რომ მოვეჭიდო და ამომათრიოს.
ველოდები ახალ ეტაპს, საოცარი ოპტიმიზმით
წარმოვიდგენ ჩემს ოცნებებს..
უფრო სწორად, სულელურ ახირებებს, სხვას ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა , ისეთებს...
აი,მაგალითად, რამდენი ხანია მინდა შემოდგომის რომელიმე თბილ,მთვარიან ღამეს სადმე გზატკეცილზე ფეხმორთხმულმა გავათენო კოცონის წინ..მაგრამ მარტო არა. ჩემს გვერდით იყოს ვინმე, ვინც კარგად უკრავს გიტარაზე :) :)
ჰო, და კიდევ, ერთი ბოთლი მარტინი სრულყოფდა ამ ყველაფერს

ვინ იცის, იქნებ ავასრულო კიდეც ეს ოცნება...

მთავარია, ადამიანს ისე ცხელი გული ჰქონდეს, თავისი გზის ბოლოს იმ დიდმა, ცივმა მარმარილოს ქვამაც რომ ვერ შეძლოს მისი გაგრილება...

P.S.
ამას მოუსმინეთ...რაღაცნაირად ჩემს განწყობას ასახავს

Sia - Breathe me

Continue Reading...

Friday, October 16, 2009

Letters.. (1)


ჩვენზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, ორივე არანორმალურები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდან ბოლომდე არანორმალურია: ) აქამდე ყოველთვის ვუკრძალავდი ჩემს თავს გამეკეთებინა დაუფქრებელი საქციელი, გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ბიჭთან ურთიერთობაში ყოველთვის. როცა მინდოდა,, ძალიან მარტივად ვთოკავდი ემოციებს. მაგრამ
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon