Showing posts with label განათლება. Show all posts
Showing posts with label განათლება. Show all posts

Tuesday, December 15, 2009

გიორგი მეფის ანდერძი





"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს".

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."
Continue Reading...

Sunday, November 1, 2009

ლიტერატურული ტეგ თამაში



Picasso-ს რჩევით ლიტერატურული ანკეტა გადვფილტრე და ტეგ თამაშად გადავაქციე :)

მაშ ასე:



ასაკი მიუთითეთ
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?





-------------------------


1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? კონსტანტინეს "მთვარის მოტაცება"
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი - გალაკტიონი, ასათიანი, ნიშნიანიძე
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი -კონსტანტინე,დოჩანაშვილი, ჭილაძე, ეკზიუპერი, ჰემინგუეი
4. რომელ წიგნზე გიტირიათ? - "გმირთა ვარამზე"
5. რომელ წიგნს დასცინეთ? - კოელიოს "11 წუთს"
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? გამსახურდისა და ჭილაძეს
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან - "ვარსკვლავები იმიტომ კიაფობენ,რომ ადრე თუ გვიან ყველამ იპოვოს თავისი ვარსკვლავი"
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი - გრიმების ზღაპრები და ტომ სოიერი
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან? - კარმენი
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? - არა,მაგრამ ასე 400-მდე

ვთაგავ:
1. Picasso
2. Tiny
3. Sophie Golden
4. Kate


Continue Reading...

Saturday, October 10, 2009

ბიზნესის სკოლა (ESM) learn to fly higher




1992 წელს ESM-Avignon-ის პარტნიორობით თბილისში დაარსდა ბიზნესის სკოლა - ESM თბილისი. იგი არის ერთ-ერთ პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია მენეჯმენტის განვითარებაზე სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში. იმავე წელს სკოლა გახდა ევროპის სკოლათა ფედერაციის (FEDE) წევრი და გაიხსნა ბიზნესის მართვის პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ანიჭებს.
Continue Reading...

Sunday, August 23, 2009

ფრანგული ენის დიპლომი "DELF-DALF"





"დილFის" გამოცდა ფრანგულ ენაში ტარდება და როგორც ვიცი, 6 დონეა. პირველი , ყველაზე მარტივი, A1, მერე A2, B1, B2, C1,C2.. ვინმეს ჩაგიბარებიათ ეს გამოცდა? მე ჩავაბარე მაისში A1 და ნოემბერში A2-ის გამოტოვებით B1-ის გამოცდაზე უნდა გავიდე ( თუ ავიღე, A1-ც მეთვლება)

Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon