Showing posts with label Girly Things. Show all posts
Showing posts with label Girly Things. Show all posts

Sunday, December 13, 2009

გამარჯობა, პატარავ!


გამარჯობა, პატარავ!


ახლა ალბათ სახლის კიბეზე ჩამოსკუპებული ფერად-ფერად კაბებს უკერავ შენს ბარბის, დროდადრო ჩამოყრილ ქერა კულულებს ისწორებ, აწეწილ-დაწეწილი რომ არის ხოლმე. მერე დედა დაგიძახებს, მოდი, ჭამეო.. შენ დაიჭყანები და გამობუშტული ტუჩებითა და ბუზღუნ-ბუზღუნით მიუჯდები მაგიდას და მრისხანე მზერას ესვრი. ის კი საქმიანად გამოიწვდის ჩანგლიან ხელს, რომ პაწია ტუჩები გახსნა და ჩაყლაპო ლუკმა...
ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან, სიცივისგან მობუზული და შენს გახსენებაზე მეღიმება... ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მომენატრებოდი,მაგრამ ახლა ძალიან მენატრები, პატარავ.
გახსოვს, ძალიან რომ წვიმდა... შენ გოგოებთან ერთად გინდოდა მარიკას სახლში ვიდეოკასეტებისთვის გეყურებინა,მაგრამ დედა არ გიშვებდა, ფეხებს დაისველებო. მაშინ მაიკომ აგიყვანა და ასე ხელში ატაცებული მიჰყავდი, ხვნეშითა და გაჭირვებით, ფეხი რომ აუსრიალდა და დაეცა. შენი გაადარჩენის მცდელობისას საშინლად იტკინა მუხლი, გაეჭრა და ახლაც ამჩნევია ის ნაიარევი.

გახსოვს, როგორ ბერავდა მთელი სამეზობლო შენს გასაბერ აუზს, რომელშიც მარტო შენ ეტეოდი,მაგრამ მაინც ყველა ბავშვს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიბერებოდა...

გახსოვს, როგორ ტიროდი, გოგოები რომ წავიდოდნენ სასეირნოდ და შენ დედა არ გიშვებდა, ისინი დიდები არიან , რა გინდა მათთანო.. აქვითინებული შევარდებოდი შენს ოთახში და ხელისგულებში თავჩარგული იცრემლებოდი. დედა დანანებით ამბობდა, რა ცუდია, უბანში შენხელა არავინაა, ყველა დიდიაო.

გახსოვს, ყოველ დღე ფანჯრიდან ლიანდაგებს რომ უყურებდი და იქ სიარულზე ოცნებობდი,მაგრამ არ გიშვებდნენ ხოლმე...

იცი, ამას წინად მე და მაიკო ვიყავით იმ ლიანდაგებზე და ვიხსენებდით..
ნინოს უკვე ანანო ჰყავს, მალე მეორე პატარაც ეყოლება... მონიკა ფოთში გაგვითხოვდა..ქრისტინა "მერიოტში" მუშაობს... ნანა საბერძნეთში წავიდა... მარტო მე და მაიკო შემოვრჩით უბანს..მაგრამ მალე , 5 თვეში მეც გავფრინდები ბუდიდან.. გტოვებთ შენ და მაიკოს..


ბიბლიოთეკაში ის სურათი აღარ ჰკიდია, ბორჯომში რომ დაგხატა ერთმა ბიძიამ.. ქერა , გაწეწილი თმა, ლურჯი კომბინიზონი და შავი ყელსახვევი რომ გიკეთია..

იცი , მე და შენ საერთოდ აღარ ვგავართ ერთმანეთს..
მე აღარ ვარ ქერა,
მე აღარ ვთამაშობ ბარბებით,
მე აღარ ვოცნებობ დიზაინერობაზე,
მე აღარ მგონია ბებია ბოროტი კუდიანი...
მე აღარ მინდა, სკოლაში ყველა ბიჭზე ძლიერი ვიყო, რომ ვისი ცემაც მინდა, ყველასი შემეძლოს.
მე აღარ ვარ შენ,
მაგრამ აბა , მამაჩემს ჰკითხე?!
Continue Reading...

Saturday, December 12, 2009

დაგათოვდები ხელისგულებზე..




საუკუნეა, არ დამიპოსტავს..არც დრო მქონდა, არც იდეები :) საერთოდ ბლოგის წაშლასაც ვაპირებდი,მაგარმ ერთ-ერთმა ფორუმელმა გადამაფიქრებინა :))

უბრალოდ დავწერ სიახლეებზე..

აბიტურიენტობის მარწუხებმა ძალიან მომიჭირეს, სასტიკად ვიღლები და ხან ფეხი მტკივა, ხან გული მაქვს ცუდად... მოკლედ, გავითანგე.
სკოლიდან გამოვედი, რომ აღარ ვიარო კერძო სკოლაში შევიტანე საბუთები...

ამ დროისთვის რომანტიკული ურთიერთობები გავწყვიტე:))) პაუზა ავიღე..
ველოდები მოულოდნელს :) :)

მე და მაკამ არსად წასვლის დღის ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ :)
კვირაობით (ერთადერთი მეტ-ნაკლებად თავისუფალი დღე გვაქვს) ვნახულობთ ერთმანეთს და ხან სად მივდივართ , ხან სად..
რატომ დავარკვით "არსად წავლის დღე?"
:)
მოგიყვებით:

3 კვირის წინ მაკას თემის ქსეროქსი უნდა მოეცა და კაფეში შევხვდით ერთმანეთს.. საუბარი გაგვიგრძელდა და შემოვრჩით.. მერე შემთხვევით ძმაკაცებმა ჩაიარეს კაფის წინ და შეგვნიშნეს, შემოგვიერთდნენ.. სადმე გვინდოდა წასვლა,მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ ვერაფერი..
სათვალავი ამერია, მერამდენედ ვიკითხეთ ერთმანეთში
"სად წავიდეთ?"
"-არსად"
"კარგი, წავიდეთ არსად"
ამ არსად-არსად-ით ლამის მთელი ქალაქი მოვიარეთ :)) ბევრი ვიცინეთ, ვისაუბრეთ, სტუდენტურ ცხოვრებაზე ვიოცნებეთ.. მერე მაკა გავაცილეთ ფეხით :)) აქეთობისას რომ მოვდიოდით, გაწვიმდა... უფრო სწორად, ცრიდა, საღამო იყო უკვე და ლამპიონების შუქზე წვეთები ძალიან ლამაზი იყო..
სახლში ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი.. :)
იმ დღის მერე გადავწყვიტეთ, ყოველ კვირას ასე შევხვედროდით დდა "არსად" გვესეირნა..:)
წინა კვირას მაკამ თავისთან მიიმწვია თავისი კულინარიული შედევრები დასაგემოვნებლად.. :D მშვენიერი მზარეულია :)
ხვალისთვის ვაპირებთ ყინულზე სასრიალოდ წავიდეთ. . :)

კვირა დღე მიყვარს...
ჩვენი მეგობრობა მიყვარს..
არსად სიარული.. :)
მალე ალბათ მოთოვს კიდეც...
დავათოვდებით ერთმანეთს ხელისგულებზე :)
Continue Reading...

Monday, November 2, 2009

#4: მოიფიქრე 10 პოსტი

გადავწყიტე, სვითის დავალებების შესრულებას შევუდგე, წინა სამი გავაკეთე, ესეც მეოთხე :)

ლიტერატურული ტეგ თამაში - ამ პოსტში ნაირა გელაშვილის "დედის ოთახი" ვახსენე. აუციებლად მივუძღვნი ამ ნაწარმოებს ცალკე პოსტს.
ასევე, ჩემი საყვარელი ციტატებით შედგენილ პოსტსაც შევმნი...
1. "დედის ოთახი"
2. My Quote Book


A fine frenzy - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.. ვაპირებ, Regina SPektor-სა და Roisin Murphy დავდო პოსტი

3. Regina Spektor
4. Roisin Murphy

How to have a lovely day - იმ რჩევებს, რაც მოგეცით, ჩემს თავზე გამოვცდი და პოსტში აღწერილ პუნქტებს ზედმიწენით შევასრულებ, მერე ექსპერიმენტის შედეგებს პოსტად მოგითხრობთ :D
5. How to have a lovely day - ესქპერიმენტის შედეგი

Letters (1)- არ ვიცი ვის რამდენად დააინტერესებს, მაგრამ კიდევ ერთ პირად წერილს დავაფაბლიშებ :)
6. Letters (2)

პარიზის ყოველწლიური შოკოლადის ბაზრობა - მოვიძიებ რაიმე მსგავს სახალისო ყოველწლიურ ტრადიციას
7. სახალისო ტრადიცია

Ten Best dressed Teens - აუცილებლად დავწერ მოდის სიახლეებზე რაიმე პოსტს + ძველ pოსთში ლეიტონ მასტერსის ფოტო იდო, ჰოდა. Gossip Girl დავწერ აუცილბად
8. Fashion News
9. Gossip Girl

ფრანგული ენის დიპლომი "DELF-DALF" - 25 ნოემბეერს ამ გამოცდას ჩავაბარებ და უფრო დეტალურად მოვყვები რა და როგორ იყო, მე როგორ დავწერე და რა შედეგებს ველი
10. Delf A2-ის გამოცდა
Continue Reading...

Saturday, October 31, 2009

”სახალისო” ანკეტა





Coraline-მ დამთაგა, ეს ანკეტა ფორუმზე შევავსე ადრე, ბარემ ახლააც.. :D

მიყვარს - ახლო ადამიანები, შოკოლადი, პარიზი, წიგნები, ზღვა, მელოდრამები, ფერადი კაბები
ვოცნებობ - პარიზზე და კალიფორნიის გზატკეცილზე
ვფიქრობ - ძალიან ბევრს და ძალიან ხშირად
მძულს - სიამაყე
ვნანობ - თითოეულ დღეს
კმაყოფილი ვარ - არაფრით
მენატრება - ზაფხული
მსურს - შოკოლადი და ბანანის წვენი :(
მაღიზიანებს - ამპარტავნება
ვგრძნობ - სიცარიელეს
მეშინია - სიკვდილის
ვიცი - რა უნდა ვაკეთო
არ ვიცი - რა მინდა მე
შემიძლია - პატიება
არ შემიძლია - დავიწყება
ვმეგობრობ - ყველასთან, ვისაც უნდა
ვაპატიებ - ყველაფერს, თუ გულით ნანობს
ვტირი - ხშირად
ვიცინი - ხშირად
ვეძებ- მიზანს
ღირსი ვარ - პარიზის :(
ვკარგავ- დროს
მშურს - სორბონის სტუდენტების :შ
ვემალები - სასწავლო ნაწილის გამგეს :D
ვემტერები - ქედმაღლებს
მაინტერესებს- ხელოვნება...
არ მაინტერესებს - იურისდიქცია O.ო
მახსოვს - ზღვაზე, 4 წლის წინ <3> შეძლებისდაგვრად
დავდივარ - ბორდიურებზე
ვმკურნალობ - ალერგიას
ვერიდები- კონფლიქტებს
ვთამაშობ -sexy city-ს facebook-ზე :D
ვიტყუები - ბოლო დროს იშვიათად
ვეთაყვანები - არაფერს
ვაგროვებ - წიგნებს
ვიხდი - კოლგოტებს :E
ვეჭვიანობ - ისე რა..
“ვკაიფობ” - მურთაზებზე და ძველ ბიჭებზე
ვიზიდავ - მმმ... ))))))
ვალამაზებ - ცხოვრებას :):)

ვთაგავ Tiny, Picasso90, angeldilo, taa, abdaubda
Continue Reading...

Tuesday, October 27, 2009

How to have a lovely day..




ზოგჯერ მშვენიერი დღის შექმნა ჩვენითაც შეგვიძლია, სასიხარულო სიურპრიზების გარეშე...
ამ პოსტში ჩამოგიყალიბებთ 10 მარტივ წესს,რომლის შესრულების შემდეგ, ერთი მშვენიერი დღე გარანტირებულია.. ( თუ, რა თქმა უნდა, რამე უბედურება არ დაგატყდათ თავს :D )

1. გაიღიმეთ... იარეთ გახსნილი შუბლით და გაუღიმეთ უცნობებსაც;
2. არ იჩქაროთ..ყველაფერი აკეთეთ მშვიდად და ხალისით;
3. ხშირად თქვით "მადლობა" ეს თქვენც და თქვენს გარშემომყოფთაც სასიამოვნო ატმოსფეროს შეუქმნის;
4. თქვით რაც შეიძლება ბევრი კომპლიმენტი... აღნიშნეთ, როგორ კოხტად ადგას ახალი ქვედაბოლო თქვენს მეგობარს, როგორ უხდება ეს ვარცხნილობა კოლეგას და ა.შ. :)
5. ჩაიცვით ნათელ, საყვარელ ფერებში, მაქსიმალურად კოხტად.
6. აუცილებლად დაიპკურეთ სუნამო;
7. იყავით ყურადღებიანი;
8. იცინეთ! იცინეთ! იცინეთ!
9. ეცადეთ, გაამხიარულოთ ხვებიც.. იუმორი ხომ თქვენი საუკეთესო თვისებაა! ( მე მჯერა:D)
10. უსურვეთ ყველას სასიამოვნო დღის გატარება..


თუ ვინმე გადაწყვეტს, დაუჯეროს ამ რჩევებს, ჩაატაროს ექსპერიმენტი, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, აუცილებად შემატყობინოს, თუ რამდენად გაამართლა : D
Continue Reading...

Saturday, October 17, 2009

ყველაზე ვარდისფერი პოსტი

რამდენიმე წლის წინ ერთი ინდური ქალაქის, აურანგაბადის მმართველებმა მიიღეს ორიგინალური გადაწყვეტილება: ყველა მნნიშვნელოვანი შენობა გადაეღებათ ვარდისფრად. და მისი ხორცშესხმაც დაიწყეს. კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ დასახლებას ამდენი თანხის გაღება რაღაც გაუგებარ პროცედურებში, მათ მარტივად უპასუხეს: მათ სურდათ, 2 მილიონი მაცხოვრებლისთვის განწყობის ამაღლებული შექმნა, რომლებიც დაიღალნენ ამ ადგილას გამეფებული ძალადობით. უცნობია, ქალაქის თავებს კოლორისტიკა ჰქონდათ შესწავლილი თუ ინტიუიციამ უკარნახა,მაგრამ ჭეშმარიტება ერთია: ისინი არ ცდებოდნენ! ვარდისფერი ფერი მართლაც აწყნარებს, მშვიდობიან განწყობაზე აყენებს ადამიანს. აურაგაბადის მმართველები ამტკიცებენ, რომ ფერს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე და საჭიროა, მეტი სიფრთხილით ავირჩიოთ გარემომცველი ფერთა გამა :)

ეს ფერი იშვიათად ასოცირდება რაიმე სერიოზულთან :D "ვარდისფეი სათვალე", "ვარდისფერი ოცნებები", "ბარბის ვარდისფერი სამყარო" - თითქოს ეს ფრაზები იმას მოწმობენ, რომ სერიოზულ ზრდასრულ ქალს ვარდისფერი არ შეეფერება, უფრო პატარა გოგონებისთვისაა. რეალურად კი რამდენიც გნებავთ იმდენი ქალის (ზოგჯერ მამაკაცისაც) გარდერობი არის სავსე ჟოლოსფერი ნივთებით. და მერე რა? ისინი მეოცნებე ადამიანები არიან, რომლებიც არ არიან რეალობას მოწყვეტილნი,მაგრამ აქვთ უფრო ლამაზი საკუთარი სამყაროც, სადაც უფრო ლაღად გრძნობენ თავს, ხოლო რეალობაში უფრო დაუცველობის შეგრძნება აქვთ. ისინი არიან შეუდარებლად თბილი ადამიანები, მზრუნველი მეგობრები,მაგრამ ძირითადად, მებრძოლი სულის ადამიანები არ არიან...

თითქმის ყოველთვის "მეოცნებეთა ფერი" მოქმედებს დამამშვიდებლად, რაც, გასაკვირია,რადგან მომდინარეობს ყველაზე ენერგიული ფერისგან, წითლისგან. მაგრამ მაინც, ზუსტად ვარდისფერი ფერით გვირჩევენ ფსიქოლოგები, მოვაწყოთ ოთახი ბავშვებისთვის, რადგან ასეთ ოთახში ყველაზე აგრესიული პატარაც კი შედარებით მშვიდი ხდება.. იგივეა უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც. თუმცა რეკომენდირებულია, მოზრდილებმა მარტო ამ ფერში არ მოაწყონ ინტერიერი, შეიტანონ სხვა ფერის შტრიხებიც, რადგან ზედმეტმა ვარდისფერმა შეიძლება აპათია გამოიწვიოს

ისე კი, ქალებისთვის სასურველია, შეიტანონ ხოლმე ვარდისფერი შტრიხები ჩაცმულობაში.. და თუ თქვენ არ მოგწონთ ტრადიციული თეთრი საქორწინო კაბა, თამამად შეიკერეთ ნაზი ფერის ვარდისფერი , ის თქვენ ძალიან მოგიხდებათ! :)

აი, მე ნამდვილი Pink Addict-ი ვარ :D ჩემს გარდერობში 60% ვარდისფერია...
ვარდისფერი თაროები და უჯრებიც მაქვს კარადაში :D




ძალიან მიყვარს ჩემი ვარდისფერი ყულაბა, რომელიც 5 წლის ვიყავი, "თოვლის ბაბუამ" რომ მაჩუქა.


ესეც ჩემი ვარდისფერი სურათის ჩარჩო..

ვარდისფერი დღიური :X

ღია ვარდისფერი ოთახი :)
Continue Reading...

Friday, October 16, 2009

Letters.. (1)


ჩვენზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, ორივე არანორმალურები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდან ბოლომდე არანორმალურია: ) აქამდე ყოველთვის ვუკრძალავდი ჩემს თავს გამეკეთებინა დაუფქრებელი საქციელი, გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ბიჭთან ურთიერთობაში ყოველთვის. როცა მინდოდა,, ძალიან მარტივად ვთოკავდი ემოციებს. მაგრამ
Continue Reading...

Sunday, August 23, 2009

საჩუქრები ბიჭისთვის :)




საჩუქრის ჩუქნა საყვარელი ადამიანისთვის ყოველთვის პრობლემაა. გვსურს , ვიყოთ ორიგინალურები, ყურადღებიანები, გავახაროთ სასიამოვნო საჩუქრით, მაგრამ რთული საქმეა, მით უმეტეს, როცა გოგოები ვარჩევთ საჩუქარს ბიჭისთვის... ნუ, ბიჭი თუ ვერაფერს მოიფიქრებს, სუნამოს და ყვავილებს მაინც უყიდის საყვარელ ქალს ან მეგობარს.. :D ჩვენ კი... მინდა შემოგთავაზოთ ბიჭებისთვის საჩუქრების რამდენინმე იდეა :) იმედია გამოგადგებათ :D

1. ვერცხლის ბეჭედი.


რაიმე სადა , სუფთა ვერცხლის ბეჭედი , ჩემი აზრით, კარგი საჩუქარი იქნება. თან მუდამ ხელზე ეკეთება და ყოველთვის შენ გაახსენდები, როცა თვალში მოხვდება :D

2. საფულე.

მე ჩემს მეგობარს ვაჩუქე დაბადების დღეზე და ძალიან გამოადგა. შეგიძლიათ მომბაძოთ :)

3. დიდი პოსტერი.

რატომღაც ეს იდეა ძალიან მომწონს... შეუკვეთეთ ძალიან დიდი პოსტერი საყვარელი სელებრითის გამოსახულებით და დარწმუნებული ვარ, გაახარებთ მეგობარს, ან შეყვარებულისთვის იდეალური იქნება, გააკეთოთ უზარმაზარი ზომის ფოტო,რომელზეც თქვენ და ის ხართ აღბეჭდილები :D

4. ფოტოალბომი.

უბრალო ფოტოალბომი კი არა! :D შეყვარებულისთვის შესაძლებელია გააკეთოთ ალბომი, რომელიც თქვენი ფოტოებით იქნება სავსე და რამე ლამაზი წარწერებით დაამშვენოთ , მეგობრისთვსაც შეიძლება ანალოგიური , ახლო სამეგობრო წრის ფოტოებით :)

5. საათი.


რამე გემოვნებიანი დიზაინის საათი მშვენიერი საჩუქარია, თუ ფინანსები გყოფნით, ცნობილი ბრენდის საათს თუ აჩუქებთ, ამას რა სჯობს :)

6. სასმელი.


იშVიათი და ძვირიანი სასმელის თუნდაც ერთი ბოთლი გადასარევი საჩუქარია ბიჭისთვის... იმჰო.. :D


პ.ს. აუცილებლად დაწერეთ, რომელი იდეა მოგეწონათ :)
Continue Reading...

Tuesday, May 12, 2009

10 ოქროს წესი, ლამაზი და ჯანმრთელი თმისთვის ;;)


1. არ დაიბანოთ თმა კვირაში ორზე მეტჯერ.
2. სანამ თმის დაყენებას შეუდგებით, ჯერ კარგად გააშრეთ.
3. გააშრეთ თმა იმ მიმართულების საპირისპიროდ, საითაც იზრდება.
4. შამპუნი, რომელსაც ხმარობს, ზედმეტად არ უნდა აქაფდეს - თუ ასე ხდება, ე.ი. შემადგენელი კომპონენტები თმას დააზიანებს. ( o_O )
5. თმის წყლით გამობანვის პროცესი ოთხჯერ ხანგრძლივი უნდა იყოს შამპუნით დაბანისაზე.
6. ფენი გამოიყენეთ მინიმალურად, ან რაც შეიძლება დაბალი სიმძლავრით
7. არ დაივარცხნოთ თმა, როცა სველია.
8. გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი
9. თუ თმას გაიშრობთ თავდაღმა ჩამოვარცხნილს, უკეთ დადგება.
10. ტმის მუსების და ეგეთი რაღაცეების წასსმისას ფიქსატორი დაიკავეთ თმიდან 15 სანტიმეტრის მოშორებით.
Continue Reading...

Monday, April 27, 2009

დაწვი კალორიები!

3 სასარგებლო რჩევა ნივთიერებათა ცვლის გასაძლიერებლად:

1. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ჩაის

ჟენევის ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში ასეთი დასვკნა გამოიტანეს: მწვანე ჩაის ყოველდღიური სმა მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) გაუმჯობესებას იწვევს. ყველაფერი კი იმის წყალობით ხდება, რომ მწვანე ჩაიში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობენ ჟანგვით რეაქციებსა და ცხიმის დაშლას.


2. გააძლიერეთ კარდიო დატვირთვა


სამეცნიერო კვლევების თანახმად, აქტიური ფიზიკური დატვირთვის, განსაკუთრებით კი კარდიოვარჯიშის შემდეგ მეტაბოლიზმი ძლიერდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ინტენსიურად ივარჯიშებ კარდიოტრენაჟორებზე, მით მეტი დროა საჭირო იმისთვის, მეტაბოლიზმი დაქვეითდეს.

3. უარი არ თქვათ ცხარეზე

ზოგიერთი სანელებელი და წიწაკა შეიცავს კაპსაიცინს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამიტომ ნუ იტყვით საგულდაგულოდ შეკმაზულ საკვებზე, აჯიკასა და ცხარე კეტჩუპზე!
Continue Reading...

10 ყველაზე პოპულარული ქალური პროფესია საქართველოში

1. პიარ მენეჯერი 


მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ახალია, მას უკვე ბევრი "მიმდევარი" გამოუჩნდა. დღეს პრაქტიკულად ვერ იპოვი ვერც ერთ ყველაზე პატარა კერძო ფირმასაც კი, რომელსაც საკუთარი პიარ მენეჯერი არ ჰყავს.
ამ პროფესიის ადამიანს, როგორც წესი, კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და უცხო ენების ცოდნა მოეთხოვება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, დღეისთვის საქართველოში პიარ მენეჯერის ხელფასი 500-2000 ლარამდე მერყეობს გამოცდილებისა და სამუშაო ადგილის გათვალისწინებით.

2. ჟურნალისტი

ამ პროფესიის ლიდერთა სამეულში მოხვედრა დღეს საქართველოში ინფორმაციაზე არსებულმა საოცარმა მოთხოვნილებამ განაპირობა. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული ტელეკომპანია, უფრო მეტი რადიო და კიდევ უფრო მეტი ჟურნალ-გაზეთია. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სამსახურებში ყოველთვის სჭირდებათ განათლებული, ნიჭიერი, ობიექტური და ოპერატიული ჟურნალისტები.
ჟურნალისტების ხელფასი 200-დან 2000 ლარამდე გახლავთ. ტელეჟურნალისტის ხელმასი პრესისა და რადიოს ჟურნალისტის ხელფასთან შედარებით დაახლოებით 2-3 ჯერ მეტია.

3. მოდელი


მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერულ ასაკში თითქმის ყველა გოგონა მოდელის თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს, სამწუხაროდ, ეს ის პროფესიაა, რომელის შესასწავლადაც მარტო მონდომება არ კმარა. ამ შემთხევაში გადამწყვეტ როლს მაინც გარეგნობა ასრულებს. 
მართალია, დღეს საქართველოში დამწყები მოდელი ამ პროფესიით თავს ვერ ირჩენს, მაგრამ გამოცდილ მოდელებს ერთ ჩვენებაში დაახლოებით 150-200 ლარს უხდიან მისი პროფესიონალიზმისა და პოპულარობის გათვალისწინებით.

4. ტანსაცმლის დიზაინერი



თბილისში დიზაინერის პროფესია არათუ პოპულარული, არამედ ყველაზე მოდურიც იყო. კვირა არ გავა, რომელიმე რესტორანში ან კლუბში რომელიმე დიზაინერის ჩვენება არ გაიმართოს. გარდა სპეციფიკური განათლებისა, ამ პროფესიის ადამიანებს გემოვნება და მსოფლიო მოდის ტენდენციების ცოდნაც მოეთხოვებათ. რაც შეეხება ანაზღაურებას, პირველ ეტაპზე ამაზე ოცნებაც არ ღირს. რადგან თავიდან ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე შემოსავალი. თუმცა წარმატების შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად იცვლება. 

5. ფსიქოლოგი



დღეს ამ პროფესიის ადამიანებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა. მათი ერთი ნაწიილი - ფსიქოთერაპევტები დღევანდელი ,ზედმეტად აქტიური ცხოვრებით აღგზნებულ ადამიანებს ამშვიდებს. ხოლო მეორე - ატარებს სხვადასხვა სახის კვლევას, მონაწილეეობს კადრების შერჩევაში, მუსაობს უკვე შერჩეულ კადრებთან და ა.შ. მინიმუმ ერთი ფსიქოლოგი ასევე თითოეულ საშუალო სკოლას და ხშირ შემთხვევაში სხვა სასწავლო დაწესებულებებსაც ჰყავს. ფსიქოთერაპევტთან ერთი ვიზიტი დაახლოებით 40-50 ლარი ღირს, ხოლო რაც შეეხება ორგანიზაციულ კვლევებში ჩართულ ფსიქოლოგებს, მათი ანაზღაურება ძირითადად დამქირავებელთან არის შეთანხმებული.

6. ადვოკატი

ამ პროფესიას, როგორც წესი, მოწესრიგებული, განათლებული და დისციპლინირებული გოგონები ირჩევენ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან კრიტიკისთვის, თავდაცვისთვის და თუ საჭიროა, თავდასხმისთვისაც. დღეს, რა თქმა უნდა, ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას საკუთარი ადვოკატი ჰყავს.
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატის ხელფასი დაახლოებით 700-დან 3000 ლარამდე მერწყეობს. რაც შეეხება სისხლის სამართლის ადვოკატს, მისი ანაზღაურება მთლიანად ჰონორარზე, ანუ კონკრეტულ საქმეზე დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული

7. მსახიობი
ეს პროფესია განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსახიობი ნიჭიერია, ეს საკმარისი არ არის. მას გამართლებაც სჭირდება. იქნებ სწორედ ამიტომ თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მხოლოდ ნახევარი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას.
რაც შეეხება ანაზღაურებას, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ქართული კინო და თეატრი, სამწუხაროდ, თავისი განვითარების მწვერვალზე არ არის, მსახიობის შემოსავალს ძირითადად რეკლამები და სატელევიზიო სერიალები განსაზღვრავს. ამის გამო კონკრეტული თანხის დაზუსტება ძნელია.

8. ფინანსისტი ( ცემი მომავალი პროფესია :D )

მიუხედავად იმისა, რომ როგორც რომანტიკული ქალები მიიჩნევენ, "სხვისი ფულის დათვლა ქალების საქმე არ არის", მათი თქმით, ფულის ხარჯვით უფრო დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე თუნდაც საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვით, ფინანსისტის პროფესია დღეს მაინც ძალიან პოპულარულია. მით უმეტეს, რომ პროოფესიონალი ფინანსისტის შრომა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. უფრო ზუსტად კი, ამ პროფესიის ადამიანების ხელფასი 1000 ლარიდან იწყება.

9. კოსმეტოლოგი

თუ ადრე საქართველოში ამ პროფესიას თითო-ოროლა ადამიანი ფლობდა, დღეს უკვე ყველა სილამაზის სალონსს თავისი კოსმეტოლოგი ჰყავს. სხვათა შორის, ამ პროფესიის ქალებს, როგორც წესი, განათლება საზღვარგარეთ (რუსეთში ან საფრანგეთში) აქვთ მიღებული. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადრე ამ საქმიანობის შესწავლა აქ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ანაზღაურებას, დღეს კოსმეტოლოგთან ვიზიტი 50-დან 150 ლარამდე ღირს.

10. ექიმი

ამ პროფესიას მხოლოდ ის გოგოონები ირჩევენ, რომელბმაც იციან, რომ ეს საქმე ნამდვილად უყვართ. საბედნიეროდ, წინა წლებთან შედარებით ექიმის შრომას მეტ-ნაკლებად ფასი დაედო, მაგრამ ჩვენი ექიმები თავიანთ ევროპელ კოლეგებს ხელფასით ნამდვილად ჩამორჩებიან..



Continue Reading...

Sunday, April 19, 2009

Street Style




















ქუჩის მოდამ გამტაცა ამ ბოლო დროს. ჩემი სტილი ვიპოვე :D გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს

Continue Reading...

Wednesday, April 8, 2009

ბიჭების 7 ტიპი

1. რომანტიკოსი

სჯერა გულწრფელი გრძნობების. საყვარელ ქალს ყვავილებსა და შოკოლადებს ჩუქნის. არ ივიწყებს დაანთოს სანთლები რომანტიკულ ვახშამზე. ყოველთვის პოულობს დროს, რომ გამოხატოს გრძნობები


2. თავდაჯერებული

ის სრულიად დარწმუნებულია საკუთარ თავში. მის გარშემო ძალაუფლების აურააა. მას არავისი შურს, რადგან სჯერა, რომ ქალები ყოველთვის "ნამდვილ მაჩოებს" ანიჭებენ უპირატესობას.

3.არტისტული

იგი თვითნებურია, შეუძლია, ცხოვრება ნამდვილ ფეიერვერკებიან დღესასწაულად აქციოს. ის ყველა თავის უნარს იყენებს, რომ მოხიბლოს ქალი. იგი უმღერის სერენადებს და ლექსებს უძღვნის მას :crazy:


4. უცხოელი (ეს ცალკე ტიპი რატოა ვერ მივხვდი :D )

ის ჩამოვიდა შორეული ქვეყნიდან. მას აქვს უჩვეულო აქცენტი და უნიკალური სამყაროს აღქმის უნარი. ამ კატეგორიაში რომ მოხდე, საჭიროა იყო ექსტრაორდინალური, იპყრობდე განსაკუთრებულ ყურადღებას

5. თავისუფალი (ე.წ. Bad Boy)


ის ჩნდება იქ, სადაც არის ქარი, სტიქია, სადაც არ არის მოსაწყენი წესები და პასუხისმგებლობები. ის ეძებს თავგადასავლებს და სძულს ერთფეროვნება. ის ყველაფერს აკეთებს როცა უნდა, დაუფიქრებლად, მისთვის მთავარია ადრენალინი 
:flirt:

6. ინტელიგენტი

ის მუდამ საინტერესო საუბარს ამბამს და ყურადღებიანი მსმენელია. აქვს ბრწყინვალე იუმორის გრძნობა. მას შეუძლია პოლიტიკაც კი საინტერესო თემა გახადოს. მასთან შეგიძLია საათობით ილაყბო და ყოველთვის მოგეჩვენოს, რომ მცირე დრო გაატარე მის გვერდით.

7. ყურადღებიანი

ის ქალს უღებს მანქანის კარს, იხდის სადილის ფულს , არ ავიწყდება დესერტის შეკვეთა. იგი არასოდეს აყენებს ქალს უხერხულ სიტუაციაში, მუდამ პოულობს საჭირო სიტყვებს, რომ დაამშვიდოს როცა ის აღელვებულია. მას შეუძLია, ყოველთვის გაუგოს ქალს..
Continue Reading...

ქართველი ქალი და ქორწინება

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. 

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!
© გოდერძი ჩოხელი.



რატომღაც ამომიტივტივდა ეს პატარა დიალოგი გონებაში :)

ჩვეულებრივიქართული ისტორია:
წყვილი გაიცნობს ერთმანეთს, 16-17 წლის ასაკში... მოუნდებათ სექსი, მაგრმ ქორწილამდე რომ მოხდეს, მერე გოგოს ოჯახში ვინ შეუშვებს? სხვა რა დარჩენიათ, ბიჭი "მოიტაცებს" 
გოგოს ოჯახი ატეხს პანიკას...მერე გაიგებენ რომ "მოსახდენი მოხდა" , რა თქმა უნდა, დატოვებენ.
მერე გადის 1 ან 2 წელი..
ბავშვები ჩნდებიან... პატარა თავის ტკივილები...
ცოლი სახლშია, ქმარი მუშაობს...
როცა დათვრება აგინებს, ცემს და ა.შ.
არანაირი სიყვარული და ვნება :)


და......მიზეზი?
ქორწინება სიყვარულის მტერია? 
3:(
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon