Showing posts with label Diary. Show all posts
Showing posts with label Diary. Show all posts

Tuesday, January 12, 2010

ჩემი პატარა უფლისწული



მახსოვს, მესამე კლასში ვიყავი, მე და დედა რუსთაველზე ვსეირნობდით. დედას ძალიან უყვარდა ეს სეირნობები, განსაკუთრებით წიგნების თვალიერება. ერთხელ ერთი პატარა, თხელი წიგნი შემომაჩეჩა, რომელზეც ოქროსფერთმიანი, ხუჭუჭა ბიჭი იყო დახატული და მითხრა, რომ ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა გახდებოდა. გადავათვალიერე, მივჩიჩქნ-მოვჩიჩქნე ფურცლები, მაგრამ უინტერესოდ მეჩვენა, თან სულ რამდენიმე ნახატით იყო ილუსტირერბული, ისინიც აბდა-უბდად ჩავთვალე და უკმაყოფილოდ გავუწოდე, რომ ჩანთაში შეენეხა.სახლში მისულმა მოთხრობა მაინც წავიკითხე , მაგრამ ამ პატარა წიგნის კითხვა ისე გავაჯანჯლე, ლამის მტელ თვეს მოვუნდი )) წიგნების თაროში ღრმად შევჩურთე...



მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. თეთრბაფთიანი მერვეკლასელი, კლასის სანიმუშო მოსწავლე ერთმა შემთხვევამ კვლავ დამამეგობრა პატარა უფლისწულთან. ერთ-ერთ გაკვეთილზე ლიტერატურის მასწავლებელმა გაოცებულმა ჰკითხა ჩემს დაქალს, "როგორ, შენ "პატარა უფლისწული" არ წაგიკითხავს?" სახლში მისულმა მთელი თარო დავაცარიელე, რომ ის პატარა, სადღაც სქელტანიან რომანებს შორის შეჩურთული წიგნი მეპოვნა. გადავშალე და იქვე ჩავჯექი, დიდ გაყინულ ოთახში "პატარა უფლისწულის" კითხვაში რამდენიმე საათი ისე გავატარე, არც მიგვრძნია, როგორ გამეპარა დრო.

იმ დღეს ახდა დედაჩემის წინასწარმეტყველება.

მას მერე ვინ მოთვლის, რამდენჯერ წავიკითხე პატარა ბიჭუნაზე ეს ისტორია , რომელიც სულაც არ არის პატარებისთვის. ნაწარმოების არსი რომ გაიგო, ბავშვის აზროვნება, დამერწმუნე, არ გეყოფა. "ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა" ასე იწყება ისტორია. პატარა უფლისწული ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა ესწავლებინა ავტორისთვის სიყვარული. შეამეცნებინა უმაღლესი ადამიანური ღირსებები და მერე უთხრა, რომ წასვლის ჟამი დაუდგა. უფლისწული დაიღუპა ტანჯვით, ტკივილით და ისევ თავის შორეულ პლანეტას დაუბრუნდა. თუმცა, იგი ეგზიუპერის გულში სამარადჟამოდ დარჩა.

მოთხრობის სულს რომ ჩასწვდე, უნდა აზროვნებდე მოზრდილის გონებით,მაგრამ გულში უნდა იყო ბავშვი, რომელსაც შეუძლია დაინახოს მახრჩობელა გველი, რომელიც სპილოს ჩაუყლაპავს. ეგზიუპერი, რომლმაც ჩვენს ცხოვრებაში შემოიყვანა პატარა უფლისწული, სწორედ ასეთი ადამიანი იყო:) ის, ყველა დიდის მსგავსად, მუშაობდა, რომ ეშოვა ფული , პრესტიჟი და დიდება - იყო პილოტი, აწყობდა თვითმფრინავებს, ეხმარებოდა გასაჭირში ჩაცვენილ პილოტებს. მაგრამ, ამავდროულად აკეთებდა ის რაღაცებს, არსაც აკეთებენ პატარები - ხატავდა სურათებს, გულში ჰქონდა სიყვარული, იზიარებდა მწუხარებას, იწერდა გიჟურ სიტყვებს ფურცლებზე.
ერთხელაც მან ასეთი გიჟური სიტყვები ჩაიწერა სადღაც - Le petit Prince (პატარა უფლისწული).
დამიჯერეთ, ეს არ არის უბარლოდ წიგნი.
იმდენ რამეს ისწავლით, იმდენ რამეს შეიგრძნობთ.
დაინახავთ მთავარს:
უნდა გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს.
ეს მოთხრობა, 100 გვერდი ძლივსაა.
მაგრამ ჯადოსნური ასი გვერდია!
როცა სასოწარკვეთა შემიპყრობს, ვუყურებ ცას და ვცდილობ გავცე იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა დასვა:

"ახედეთ ზეცას და ჰკითხეთ თქვენს თავს: "შეჭამა თუ არა ბატკანმა ვარდი?" და ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი
მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან, რა მნიშვნელოვანია ეს!"



საყვარელი ციტატები:
"ცრემლების ქვეყანა იდუმალებით მოცული სამყაროა"
"პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ"
"როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს"
"ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც შეუძლია. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონერებას უნდა ემყარებოდეს"
"საკუთარ თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი გამოუტანო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები"
"ვარსკვლავები იმიტომ კიაფობენ, რომ ადრე თუ გვიან, ყველამ იპოვოს თავისი ვარსკვლავი"
"“Mais les yeux sont aveugles. Il faut chercher avec le cœur… -თვალი ბრმაა,ადამიანი გულით უნდა ხედავდეს"

Таким был прежде мой Лис. Он ничем не отличался от ста тысяч других лисиц. Но я с ним подружился, и теперь он — единственный в целом свете.

წაიკითხე ახლავე..

Continue Reading...

Tuesday, January 5, 2010

მეტირება



ასე მარტოსულად და უმწეოდ არასდროს მიგრძვნია თავი. რაღაც საშინელი შიგნიდან მხრავს და მოსვენებას არ მაძლევს.. ძალიან მინდა სადმე შორს ჯანდაბეთში გავიქცე, გადავიკარგო და ვიტირო გულამოსკვნილმა. სადმე უკაცრიელ ასტეროიდზე,სადაც მარტო მე და პატარა უფლისწული ვიქნებით. ძალიან,ძალიან,ძაააააააალიან ბევრს ვიტირებ და მარტო მაშინ გავიღიმებ,როცა პატარა უფლისწული მოვა და მთხოვს: დამიხატე ბატკანი.
Continue Reading...

Saturday, January 2, 2010

My New year :D

ერთ საახალწლო პოსტს მეც გამოვაცხობ :)

31 დეკემბრის ღამისთვის ბევრი შემოთავაზება მქონდა..მაგრამ დედაჩემის წყალობით ყველაფერი ჩამეშალა...აქაოდა, ახალ წელს სახლში უნდა შეხვდე, რა გინდა სხვის ოჯახშიო ( ლოლ! :D ) , არ გამიშვეს არსად და მომიწია, 12 საათის შესრულებას სახლში დავლოდებოდი.. იდიოტური ახალი წელი იყო. 4-მდე ფორუმზე ვპოსტავდი, მერე დავიძინე :)))
მეორე დღეს სად აღარ ვიყავი..
ჯერ მაკოსთან გავზქურე , სააკაძეზე . გზაში ერთ-ერთმა ფორუმელმა დამირეკა, სადმე გავიდეთო . მაკოს გავუარე, მერე ნიკამაც გამოგვიარა მანქანით და წყნეთში ავედით ლუდებით და ჩიპსებით :)) მაღლა რომ ავდიოდით, როგორც ყოველთვის, ცუდად გავხდი, გული ამიჩქარდა.. საერთოდ, ამ ბოლო დროს ხშირად მიხდება გული ცუდად და ეტა ნე კ დაბრუ :შ (ახლა ნოდომ გვერდითა ოთახში ისე გადაიხარხარა, გული გამისკდა:D )
ავედით სადღაც მაღლა, ძალიან ლამაზი ადგილი იყო.. მანდ ვიყავით 1 საათით, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ და ცამოვედით:) გზაში მაკომ მოინდომა მანქანაზე დაჯდომა :შ მე გული გადამიქანდა, სადმე არ გადაგვჩეხოსთქო,მაგრამ გადავრჩით :)
მერე ყვავამ მამცნო, რომ სადღაც ფართის გაკეთებას აპირებდნენ და მეც ავსულიყავი.. თან მეზარებოდა, თან რა მეკეთებინა არ ვიცოდი და ბოლოს გადავწყვიტე, ავსულიყავი. მაკოს წაყვანაც მინდოდა,მაგრამ დემემ დაურეკა და წავიდა :ს ნიკა გავიყოლე და წავედით სადღაც ტრ""ში , კერძოდ, სოფელ გლდანში :D გზაში კლასელებმა დამირეკეს, ვიკრიბებით და მოდიო.. ცოტა ხანში საბამაც დამირეკა, კაფეში ვიქნებით 9-ზე და მოდითO :D
ჯერ ავედი (თ) გლდანში :შ მანდ პირველად ვიყავი და საერთოდ ცივილიზაცია თუ იყო არ მეგონა (კიარადა არც არის:D) იქ რომ მივედით, პირველი ( ნუ ყვავას მ ერე) რაღაც უზარმაზარი ძაღლი შემოგვეგება :შ ვერ ვიტან ცხოველებს :( ცოტა ხანი ვიყავი, ჩაი დავლიე ))))))) არაყზე სასტიკი უარი განვაცხადე და წამოვედი :D
მაკოს გავუარე , ბიჭები უნდა გვენახა,მაგრამ გლდანიდან ჩამოსვლა შემაგვიანდა და თურმე უკვე სახლებში წასულან :შ საბას დავურეკე, გამოგვიარეთქო... ვიყინებოდით გარეთ, სპორტის სასახლესთან:D
როგრც იქნა, საბაც მოვიდა და წერეთელზე წავედით, საბას კაფეში.
იქ რაღაც საშინელება დაგვხვდა.. :D წინა ღამის ნასუფრალი მაგიდები, ჭუჭყის გუბეებიანი სამზარეულო, მოკლედ საღორე :D
მე , მაკომ, საბამ და კიდევ ბიჭებმა დავალაგეთ შეძლებისდაგვარად.. :D
ცოტა ვიმზარეულეთ კიდეც :))
მე Fილეების შეწვა ვიკისრე, მაგრმა მერე დამეზარა და საბას გადავაბარე :D
და რა თქმა უნდა, კაცებს არაფერი უნდა ანდო..ზეთიანი ტაფა ღუმელში ჩატოვა და ხანძარი გააჩინა)) დათო მვიარდა და ლიმონათით აქრობდა:D ნუ..რაღაც არანორმალური ღამე იყო.. :D
Continue Reading...

Sunday, December 13, 2009

გამარჯობა, პატარავ!


გამარჯობა, პატარავ!


ახლა ალბათ სახლის კიბეზე ჩამოსკუპებული ფერად-ფერად კაბებს უკერავ შენს ბარბის, დროდადრო ჩამოყრილ ქერა კულულებს ისწორებ, აწეწილ-დაწეწილი რომ არის ხოლმე. მერე დედა დაგიძახებს, მოდი, ჭამეო.. შენ დაიჭყანები და გამობუშტული ტუჩებითა და ბუზღუნ-ბუზღუნით მიუჯდები მაგიდას და მრისხანე მზერას ესვრი. ის კი საქმიანად გამოიწვდის ჩანგლიან ხელს, რომ პაწია ტუჩები გახსნა და ჩაყლაპო ლუკმა...
ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან, სიცივისგან მობუზული და შენს გახსენებაზე მეღიმება... ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მომენატრებოდი,მაგრამ ახლა ძალიან მენატრები, პატარავ.
გახსოვს, ძალიან რომ წვიმდა... შენ გოგოებთან ერთად გინდოდა მარიკას სახლში ვიდეოკასეტებისთვის გეყურებინა,მაგრამ დედა არ გიშვებდა, ფეხებს დაისველებო. მაშინ მაიკომ აგიყვანა და ასე ხელში ატაცებული მიჰყავდი, ხვნეშითა და გაჭირვებით, ფეხი რომ აუსრიალდა და დაეცა. შენი გაადარჩენის მცდელობისას საშინლად იტკინა მუხლი, გაეჭრა და ახლაც ამჩნევია ის ნაიარევი.

გახსოვს, როგორ ბერავდა მთელი სამეზობლო შენს გასაბერ აუზს, რომელშიც მარტო შენ ეტეოდი,მაგრამ მაინც ყველა ბავშვს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიბერებოდა...

გახსოვს, როგორ ტიროდი, გოგოები რომ წავიდოდნენ სასეირნოდ და შენ დედა არ გიშვებდა, ისინი დიდები არიან , რა გინდა მათთანო.. აქვითინებული შევარდებოდი შენს ოთახში და ხელისგულებში თავჩარგული იცრემლებოდი. დედა დანანებით ამბობდა, რა ცუდია, უბანში შენხელა არავინაა, ყველა დიდიაო.

გახსოვს, ყოველ დღე ფანჯრიდან ლიანდაგებს რომ უყურებდი და იქ სიარულზე ოცნებობდი,მაგრამ არ გიშვებდნენ ხოლმე...

იცი, ამას წინად მე და მაიკო ვიყავით იმ ლიანდაგებზე და ვიხსენებდით..
ნინოს უკვე ანანო ჰყავს, მალე მეორე პატარაც ეყოლება... მონიკა ფოთში გაგვითხოვდა..ქრისტინა "მერიოტში" მუშაობს... ნანა საბერძნეთში წავიდა... მარტო მე და მაიკო შემოვრჩით უბანს..მაგრამ მალე , 5 თვეში მეც გავფრინდები ბუდიდან.. გტოვებთ შენ და მაიკოს..


ბიბლიოთეკაში ის სურათი აღარ ჰკიდია, ბორჯომში რომ დაგხატა ერთმა ბიძიამ.. ქერა , გაწეწილი თმა, ლურჯი კომბინიზონი და შავი ყელსახვევი რომ გიკეთია..

იცი , მე და შენ საერთოდ აღარ ვგავართ ერთმანეთს..
მე აღარ ვარ ქერა,
მე აღარ ვთამაშობ ბარბებით,
მე აღარ ვოცნებობ დიზაინერობაზე,
მე აღარ მგონია ბებია ბოროტი კუდიანი...
მე აღარ მინდა, სკოლაში ყველა ბიჭზე ძლიერი ვიყო, რომ ვისი ცემაც მინდა, ყველასი შემეძლოს.
მე აღარ ვარ შენ,
მაგრამ აბა , მამაჩემს ჰკითხე?!
Continue Reading...

Saturday, December 12, 2009

დაგათოვდები ხელისგულებზე..




საუკუნეა, არ დამიპოსტავს..არც დრო მქონდა, არც იდეები :) საერთოდ ბლოგის წაშლასაც ვაპირებდი,მაგარმ ერთ-ერთმა ფორუმელმა გადამაფიქრებინა :))

უბრალოდ დავწერ სიახლეებზე..

აბიტურიენტობის მარწუხებმა ძალიან მომიჭირეს, სასტიკად ვიღლები და ხან ფეხი მტკივა, ხან გული მაქვს ცუდად... მოკლედ, გავითანგე.
სკოლიდან გამოვედი, რომ აღარ ვიარო კერძო სკოლაში შევიტანე საბუთები...

ამ დროისთვის რომანტიკული ურთიერთობები გავწყვიტე:))) პაუზა ავიღე..
ველოდები მოულოდნელს :) :)

მე და მაკამ არსად წასვლის დღის ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ :)
კვირაობით (ერთადერთი მეტ-ნაკლებად თავისუფალი დღე გვაქვს) ვნახულობთ ერთმანეთს და ხან სად მივდივართ , ხან სად..
რატომ დავარკვით "არსად წავლის დღე?"
:)
მოგიყვებით:

3 კვირის წინ მაკას თემის ქსეროქსი უნდა მოეცა და კაფეში შევხვდით ერთმანეთს.. საუბარი გაგვიგრძელდა და შემოვრჩით.. მერე შემთხვევით ძმაკაცებმა ჩაიარეს კაფის წინ და შეგვნიშნეს, შემოგვიერთდნენ.. სადმე გვინდოდა წასვლა,მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ ვერაფერი..
სათვალავი ამერია, მერამდენედ ვიკითხეთ ერთმანეთში
"სად წავიდეთ?"
"-არსად"
"კარგი, წავიდეთ არსად"
ამ არსად-არსად-ით ლამის მთელი ქალაქი მოვიარეთ :)) ბევრი ვიცინეთ, ვისაუბრეთ, სტუდენტურ ცხოვრებაზე ვიოცნებეთ.. მერე მაკა გავაცილეთ ფეხით :)) აქეთობისას რომ მოვდიოდით, გაწვიმდა... უფრო სწორად, ცრიდა, საღამო იყო უკვე და ლამპიონების შუქზე წვეთები ძალიან ლამაზი იყო..
სახლში ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი.. :)
იმ დღის მერე გადავწყვიტეთ, ყოველ კვირას ასე შევხვედროდით დდა "არსად" გვესეირნა..:)
წინა კვირას მაკამ თავისთან მიიმწვია თავისი კულინარიული შედევრები დასაგემოვნებლად.. :D მშვენიერი მზარეულია :)
ხვალისთვის ვაპირებთ ყინულზე სასრიალოდ წავიდეთ. . :)

კვირა დღე მიყვარს...
ჩვენი მეგობრობა მიყვარს..
არსად სიარული.. :)
მალე ალბათ მოთოვს კიდეც...
დავათოვდებით ერთმანეთს ხელისგულებზე :)
Continue Reading...

Wednesday, November 4, 2009

1..2..3..4...




ამ საღამოს ყოველდღიური რუტინისგან ქანცგწყვეტილი თბილად მოვკაალათდი ბუხრის წინ,
ფლეიერით და მურაბიანი ჩაით..
იმაზე ჩავფიქრდი, როგორ მჭირდება ახლა რაღაც ახალი.. უკვე საშინლად მაღიზიანებენ ეს ზედმეტად ყოვლისმცოდნე და სერიოზული თინეიჯერები, რომლებსაც არაერი აკვირვებთ, ზედმეტად თანამედროვეები არიან..
არ მინდა მატერიალიზმის ჭაობში ჩავეფლო, ვინმეს ან რამეს ძალა მინდა ვიგრძნო, რომ მოვეჭიდო და ამომათრიოს.
ველოდები ახალ ეტაპს, საოცარი ოპტიმიზმით
წარმოვიდგენ ჩემს ოცნებებს..
უფრო სწორად, სულელურ ახირებებს, სხვას ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა , ისეთებს...
აი,მაგალითად, რამდენი ხანია მინდა შემოდგომის რომელიმე თბილ,მთვარიან ღამეს სადმე გზატკეცილზე ფეხმორთხმულმა გავათენო კოცონის წინ..მაგრამ მარტო არა. ჩემს გვერდით იყოს ვინმე, ვინც კარგად უკრავს გიტარაზე :) :)
ჰო, და კიდევ, ერთი ბოთლი მარტინი სრულყოფდა ამ ყველაფერს

ვინ იცის, იქნებ ავასრულო კიდეც ეს ოცნება...

მთავარია, ადამიანს ისე ცხელი გული ჰქონდეს, თავისი გზის ბოლოს იმ დიდმა, ცივმა მარმარილოს ქვამაც რომ ვერ შეძლოს მისი გაგრილება...

P.S.
ამას მოუსმინეთ...რაღაცნაირად ჩემს განწყობას ასახავს

Sia - Breathe me

Continue Reading...

Friday, October 16, 2009

Letters.. (1)


ჩვენზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, ორივე არანორმალურები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდან ბოლომდე არანორმალურია: ) აქამდე ყოველთვის ვუკრძალავდი ჩემს თავს გამეკეთებინა დაუფქრებელი საქციელი, გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ბიჭთან ურთიერთობაში ყოველთვის. როცა მინდოდა,, ძალიან მარტივად ვთოკავდი ემოციებს. მაგრამ
Continue Reading...

Thursday, September 10, 2009

დიდი ცვლილებები

მოგესალმებით ყველას :) გადაწყვიტე, ჩემი ბლოგი პირადი ბლოგის ნაცვლად გადავაქციო თინეიჯერულ ბლოგად, სადაც დავწერ მოზარდებისთვის საინტერესო სიახლეებს, ვისაუბრებ აქტუალურ თემებზე, გამოვაქვეყნებ ცემს თანამოასაკეთა ნაშრომებს (პროზაში, პოეზიაში,მხატვრობაში, ფოტოგრაფიაში და ა.შ. ) იმედი მაქვს, წარმატებული გამოვა. ამიერიდან უფრო მეტ დროს დავუთმობ ბლოგს ! :)


მისურვეთ წარმატება :D
Continue Reading...

Monday, April 27, 2009

დედაჩემი VS მამაჩემი


დღევანდელმა თავხედამხობა-კივილ-წივილმა საბოლოოდ დამანახა, რომ დედაჩემთან ცხოვრებას აშკარად მამასთან ჯობს.

1. მამაჩემი სახლში საღამოობით მოდის და სკოლა-მეცადინეობების დეტალების გამოკითხვით არ მიწვრილებს გულს;
2. მამაჩემი იშვიათად მიბრაზდება, თუ გაბრაზდა, მართალია მტრისას, ისე მრისხანებს, მაგრამ შეფარდება 175641764:1-თან არის დედაჩემის და მამაჩემის გაბრაზებათა რაოდენობის.
3. მამაჩემი ყოველთვის პირველი დგამს შესარიგებელ ნაბიჯს, განსხვავებით დედაჩემისგან, რომლისგანაც ამგვარი საქციელი არათუ იშვიათი, არამედ პარადოქსულიც კი არის;
4. მამაჩემთან გაერთობა მაინც ადამიანი, ზოგჯერ გულიანად მაცინბს ხოლმე, დედაჩემს კი რთულია მოსთხივო ამგვარი რამ, 24 საათი კვირაში 7 დღე დამჟავებული გამომეტყველებით და მოშხამული ხასიათით დადის ( ლოლ, დედაჩემი იმოა? :უსერ:) ;
5. მამაჩემმა სმს-ების კითხვა არ იცის, ამიტომ საფრთხე იმისა, ჩემი ინბოხი გადაქექოს, ნულია :> განსხვავებით დედაჩემისგან, რომელიც მაშინვე შემოსულ სმს-ს მივარდება, თუკი მობილური მარტო დაიგულა.
6. მამაჩემი გაცილებით მეტ თავისუფლებას მომცემს , ვიდრე დედაჩემი. ეს კარგია, იმიტომ რომ ბოროტად არასდროს ვიყენებ;
7. მამაჩემს სუპერმარკეტებიდან მოაქვს ხოლმე გემრიელობები :წუბ: დედაჩემი კი სახლში ბოსტნეულით და სუპებით მაზიზღებს ჭამას : ს 
8. დაბოლოს, მამაჩემი სკოლაში სამოსანი იკო და სინდისი არ უზამს, სწავლაზე შენიშვნა მომცეს :ბეეკ:
დედაჩემი ფრიადოსანი იყო, ამიტომ წაიღო ტვინი და მეთერთმეტე წელია უმაღლეს შეფასებებზე მიწევს სწავლა :D

ამ რვა პუნქტიდან გამომდინარე, აშკარაა, რა ბედნიერი ვიქნებოდი, მე და მამა მარტო რომ ვცხოვრობდეთ, დედაჩემი კი სადმე წავიდეს უცხოეთში და წელიწადში ერთხელ , ჰა-ჰა ორჯერ მნახოს :უსერ:

P.შ. ვეცადე ერთი პუნქტი მაინც შემეტანა დედაჩემის სასარგებლოდ, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე

:D

Continue Reading...

Friday, April 10, 2009

ჩემი მე-17 დაბადების დღე...

ამას წინად ჩემი მე-17 დაბადების დღე იყო.
ყველაზე საზიზღარ პერიოდში, ზამთარში დავიბადე! ხასიათიც შესაბამისი მაქვს: საზიზღარი, აუტანელი, ჭირვეული, ნერვების მომშლელი! მარტო მიყვარს სეირნობა. ჩავიცვამ ჩემს საყვარელ პალტოს, კაშნეს შემოვიხვევ და დავბოდიალობ ასე... თითები მეყინება, თვალები მიცრემლიანდება, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ მერე რა? მაზოხიზმია ესეც ერთგვარი. რაღაც ასპექტში ყველანი მაზოხისტები ვართ. ყურსასმენებს გავირჭობ და მივხეტიალობ ქუჩებში, ხან ბორდიურზე ჩამოვჯდები სიგარეტის კვამლში გახვეული და მიმავალი მანქანების მძღოლების სახეებს ვაკვირდები და დავცინი. ჰმმ.. ცინიზმი მეტნაკლებად ახლობელია ჩემთვის. მერე ძვლებს სიცივის სუნი რომ აუვათ, სახლისკენ გავწევ. შესასვლელში ძალაუნებურად სარკეში ჩამეხედება.
ო, როგორ ვერ ვიტან ჩემი თავის შეხედვას! არ მომწონს, ძალიან არ მომწონს! მაგრამ ჩემი თვალები მიყვარს.. მე რომ მკითხოთ, ყველაზე ლამაზი თვალები მაქვს მსოფლიოში.. ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა..თუმცა ვისთვის როგორ. მე მაინც ჩემი ნაცრისფერი თვალები მიყვარს და მხიბლავს.. ტირილისას ტაძარში დანთებულ სანთლებს რომ ემსგავსებიან. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ უცოდველები არიან..
მაგრამ გული? გული სულ სხვაა.. ბევრს ისრუტავს ძალიან. სიყვარულსაც და სიძულვილსაც, წყენასაც და სითბოსაც, ცოდვსაც და სიკეთესაც..
პანდორას ყუთიცაა და ჯინის ლამპარიც.
იბერება ეს ბაყაყი,როცა წვიმს..ან თოვს.. იმიტომ რომ ვერ იტანს.
ამინდის პროგნოზს შევავლე თვალი. პლაზმურ ეკრანზე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი მოსალოდნელ წვიმაზე საუბრობდა. ზიზღით დამებრიცა ტუჩები და გაღიზიანებულმა გამოვრთე ტელევიზორი. გვერდზე ვისკის ბოთლმა მომტაცა მზერა... 
"ჯანდაბას! დღეს ჩემი დაბადების დღეა, არაფერი დაშავდება, მეც რომ დავბრუვდე ალკოჰოლით," - გამიელვა თავში
ყოველგვარი გრაციოზულობის გარეშე მოვიყუდე ბოთლი და მალე ისტერიული ხარხარი ამიტყდა.
Continue Reading...

Thursday, April 9, 2009

წვიმიანი დღის ჩანაწერები

წვიმა ყოველთვს მიცვლით გუნებას...განსაკუთრებით, როცა მარტო ვარ. ფლეილისტში რაცჰაელ ყამაგატა-ს ბე ბე ყოურ ლოვე-ა. მოკლედ, ამინდმა და მუსიკამ კომედიურ-რომანტიკული პოსტის მიქსი შექმნა :D ზაფხული გამახსენდა. ომამდე ჯერ კიდევ, ჯაბა და მე ერთად რომ ვიყავით.ყველაზე სულელური გადაწყვეტილება ალბათ, რაც მიმიღია ის იყო, რომ ე.წ. "დაბრო" მივეცი :D რა თქმა უნდა, არ მყვარებია. რაღაც მომენტში მესიმპათიურებოდა. სანამ სიყვარულში გამომიტყდებოდა, მანამდე ერთი წლით ადრე გავიცანი, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთი მაგრად გვეკიდა, უბრალოდ ნაცნობები ვიყავით. აი, სკოლა რომ დამთავრდა და უსაქმურობისგან ორივე მთელი დღეები გარეთ რომ ვეგდეთ, შემთხვევით შემეჩეხა რამდენიმე თვის უნახავი ჯაბა. გამიხარდასავით ძველი ნაცნობის ნახვა.თან ნახვას ხომ გააჩნია :Dლევანიკოსთვის გამორთმეული ველოსიპედით დავქროდი, როცა ქუჩაში ჯაბა ვნახე. ნელა ჩავიარე, იდეაში უბრალოდ გაღიმებას და თავის დაქნევას ვგეგმავდი მისასალმებლად, მაგრამ ნურას უკაცრავად :D რადგანაც ნელა მივდიოდი, ხელით გააჩერა ველოსიპედი. რა გზა იყო, ჩამოვფოფხდი ველიკიდან, გადავკოცნე, მოვიკითხე. ვიღაც უროდ ძმაკაცთან ერთად იყო:D მოკლედ, წავედი-მეთქი რომ ვუთხარი, დაქალი მელოდებოდა, მთხოვა, გამოარეო მალეო, დავსი***იო ჩემს ძმაკაცთან მარტო დგომით, ცოტა წავილაპარაკოთო :D კარგი, ბაზარი არაა მეთქი, მაგრამ ისე არ დავბრუნებულვარ, როგორც ბაბუაჩემი არ მობრუნდება საიქიოდან :D2-3 დღის მერე კიდევ შევხვდი, ისევ შემთხვევით. სასტიკად მისაყვედურა, რომ იმ დღეს პირობა არ შევასრულე. ნუ, მე მაგრად მეკიდა:D ოდნავ მოგვიანებით, მე და ჩემი დაქალი კინოსთან რომ ვიყავით და ვიღაცას ველოდებოდით, ჯაბა გამეჩითა (მანდვე ცხოვრობს) ცოტა ხანს ვლაპარაკობდით, მერე კინოში დამპატიჟა, 6 საათიან სეანსზე. კარგი, მოვალ-მეთქი. ჩემი დაქალი არ გამომყვა, მე კიდევ ჯაბასთან ერთად მარტო წასვლა მეზარებოდა, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი ტიპია, აი, ზედმეტად სერიოზული როჟები რომ იჩითებიან ეგეთი :უსერ: ეგეც დავიკიდე და არ მივედი :მზე: სამი-ოთხი დღე იქნებოდა გასული, სმს მომდის... ჯაბა ვარო, მომიკითხა და დამიბრეხვა, ერთ ჩემს ძმაკაცს მოეწონე და უნდა გაგაცნოო. ნუ, რა საკითხავია, მივხვდი რანაირ ძმაკაცზე იყო საუბარი, მაგრამ დავიკიდე, არ შევიმჩნიე. მოკლედ ბოლოს და ბოლოს შევხვდი ჯაბას ... სიყვარულის ახსნები ი ვსაკიე ბლაბლაბლა:D მოკლედ, 5 დღეში უნდა მეთქვა, დაბროს მივცემდი თუ არა.ორი აზრი არ არსებობს, რომ ჯაბა არ მიყვარდა :D მაგრამ სიმპათიის მაგვარი რაღაც გამიჩნდა:D იმ დღეს მე და ჩემი ორი დაქალი "პონტში გავიჩითეთ", როგორც იტყვიან :D ისე მოხდა, რომ ჯაბას უბანში იყო ის, სადაც ჩვენ მივდიოდით:D ჯაბამ დამირეკა, გამოდიო, გელოდებიო. მეთქი ხუთ წუტში მანდ ვარ..მაგრამ ძალიან მეზარებოდა და 50 წუთის მერე გავედი:D აქ შეჩერდით და წარმოიდგინეთზაფხულის საღამოა... ოდნავ ცრის. ხელოვნურსაფარიანი მოედნის ცენტრში გოგო და ბიჭი ზის. გოგო სადღაც იყურება და ეღიმება. ბიჭი გოგოს უყურებს და დაბნეულად რაღაცას ელააპარაკება :D ირგვლივ ხეები, განათებები, ვარსკვლავები და წვიმა :რამანწიკა: მოკლედ, ჯაბას დავთანხმდი შეყვარებულობაზე. მახსოვს, ეგ რომ ვუთხარი, წამოდგა და მთელ ხმაზე დაიღრიალა YEEEEEEშ-ო :D მერე ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე, მენახა. ზარებიტ და მესიჯებით ტვინი გაბურღა:-სმერე ვნახე..პირველი პაემანი იყო :უსერ:აქედან დაიწყო ჯაბას ტანჯვა-წამება:Dარ ვიცი, რა მეტაკა, რომ ვნახე საოცარი სიძულვილი ვიგრძენი და ზიზღი..ახლაც არ ვიცი რატომ.სასეირნოდაც კი არ გავყევი, სახლში წამოვედი და გაცილების ნებაც არ მივეცი (მაგრამ 20 მეტრის უკან მოდიოდა ცალკე და მაინც მაცილებდა:D) იმ დღის მერე გავკაპასდი, არ ვნახულობდი, არ ვწერდი, არ ვპასუხობდი ზარებზე.სერიოზულად მაღიზიანებდა და დაშორება მინდოდა, მაგრამ რატომღაც არ ვეუბნებოდი ამასაც.სტადიონზე შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ ქალაქიდან წავედი...და გავიცანი თოკო:)) ჯაბა უკვე აღარც მახსოვდა;D სულ თოკოსთან ვიყავი და უკვე როცა აშკარა გახდა, იმასაც გაუჩნდა გრძნობები ჩემს მიმართ, მე ნაგლმა გამარჯობა როგორ ხარის გარეშე, პირდაპირ მივახალე ჯაბას სმს-ით არ მიყვარხარ და უნდა დავშორდეთ მეთქი (შეყვარებულობის 3 კვირის მერე:D) ზეიდიოტური ფრაზა, მეგობრებად დავრჩეთ-იც მივაყოლე..აზრზე არ ვარ რატომ:D საწყალმა მომწერა რაღაც გულსაკლავი წერილი,მაგრამ აღარ გამიცია პასუხი :Dეს იყო ყველაზე ხანმოკლე რომანი რაც მე ან ჩემს დაქალებს ოდესმე გვქონია:Dმერე მე დამპალი თოკოსთან ვიხსენებდი ხოლმე სიცილით ამ ამბავს:)))
Continue Reading...

Tuesday, April 7, 2009

დღეს დილით…


რაღაც ჩამესმა… ა , ჰო, ჩემი სახელი.. “არ ადგები? უკვე 12-ის ნახევარია” მაცალეთ ძილი!… მეორე გვერდზე გადავბრუნდი…

“რაა? 12-ის ნახევარი? უიმე!”
12-ზე ქართული მაქვს:| რა ვუთხარი ამ მთავრობას, აბიტურიენტობას და ცხოვრებას, ეჰ!.. წამოვდექი და კაბა გადავიცვი, სასწრაფოდ აბაზანაში შევვარდი, წიგნებს დავტაცე ხელი… მმმმმმმ, გრამატკის დავალების დაწერა დამვიწყნია…
მაგიდას მივვარდი, უკვე თორმეტს 15 აკლია…
აჰა, ერთს მოვრჩი, ახლა მეორე..
ვიღაც აკაკუნებს. მეზობელი…
(ოღონდ ეს არა)
- გვანცი, გცალია?
- (ნაძალადევად ვიღიმები) იცით, 12-ზე ქართული მაქვს…
- სულ 2 წამის საქმეა…
- კარგით.
როგორც ყოველთვის, ინტერნეტთან დაკავშირებით აქვს პრობლემა.
- ოპერა დავხურე და ვეღარ ვხსნი.
ჰმ, სულ არ არის გაუგებარი რა დახურა და რა ვერ გახსნა…
წითელ ემბლემას დავაწექი… ჩემდა გასაოცრად, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე გაიხსნა. ამ დროს მივხვდი, მეილში შესვლა უნდოდა…
- მადლობა, შვილო.
არაფრის-მეთქი, მივაძახე, მაგრამ უკვე ჩემი სახლისკენ მივრბოდი. დავალებას მივუჯექი, 12-ს წუთები აკლია… ნეტა დედაჩემი არ მოვიდოდეს, ბებიამ უკვე დამაყარა ქოქოლა.
აჰა, ბოლო წინადადებაც და მორჩა!
დედა მოვიდა… არადა, მხოლოდ ორი სიტყვა იყო დარჩენილი.
მშვენიერი სიტყვებით შემამკეს…
პალტო შემოვიცვი, კაშნე მოვიგდე და უსწრაფესი ნაბიჯებით გავუტიე მასწავლებელთან…
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon