Thursday, January 14, 2010

დედის ოთახი

არასოდეს გიფიქრიათ, როგორი დედა/მამა იქნებოდით? :)

გუშინ ნაირა გელაშვილის "დედის ოთახს" ვკითხულობდი... და გავიფიქრე, რომ ელენესნაირი დედა ვიქნებოდი..
შვილებს გავზრდიდი თავისუფალ ადამიანებად. შენ არ უნდა მიუთითო, აი, აქ არის შენი ადგილი და ბიჯი არ წადგაო. ყველამ თავად უნდა იპოვოს საკუთარი თავი, დედა უნდა დაგეხმაროს რომ შენით აღმოაჩინო და არა ძალით მიგიჩინოს ის ადგილი,რაც თავად ჰგონია, რომ სწორია.
ძალიან მიყვარს ეს რომანი, გირჩევთ , ყველამ წაიკითხეთ.. "დედის ოთახიც" , "ჩვენებაც" და "ამბრნი, უმბრნი და არაბნიც"
სწორედ ნაირას ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი მინდოდა ყოველთვის, დამერქმია ჩემი შვილისთვის: )
მერცია.
ძალიან უცხოა და ძალიან ლამაზი...

მინდა, რომ ჩემმა შვილმა შეიყვაროს "პატარა უფლისწული"
მინდა, რომ იაროს ბალეტზე.. ჰაეროვანი და სიფრიფანა გოგო იქნება: )))


არ ვიცი, როგორ ვიფიქრებ 10 წლის მერე..
(მანამდე მაინც არ ვაპირებ დედა გავხდე :D )
მაგრამ ალბათ ეს სურვილები უცვლელად დარჩება.
: )
a
Continue Reading...

Tuesday, January 12, 2010

ჩემი პატარა უფლისწული



მახსოვს, მესამე კლასში ვიყავი, მე და დედა რუსთაველზე ვსეირნობდით. დედას ძალიან უყვარდა ეს სეირნობები, განსაკუთრებით წიგნების თვალიერება. ერთხელ ერთი პატარა, თხელი წიგნი შემომაჩეჩა, რომელზეც ოქროსფერთმიანი, ხუჭუჭა ბიჭი იყო დახატული და მითხრა, რომ ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა გახდებოდა. გადავათვალიერე, მივჩიჩქნ-მოვჩიჩქნე ფურცლები, მაგრამ უინტერესოდ მეჩვენა, თან სულ რამდენიმე ნახატით იყო ილუსტირერბული, ისინიც აბდა-უბდად ჩავთვალე და უკმაყოფილოდ გავუწოდე, რომ ჩანთაში შეენეხა.სახლში მისულმა მოთხრობა მაინც წავიკითხე , მაგრამ ამ პატარა წიგნის კითხვა ისე გავაჯანჯლე, ლამის მტელ თვეს მოვუნდი )) წიგნების თაროში ღრმად შევჩურთე...



მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. თეთრბაფთიანი მერვეკლასელი, კლასის სანიმუშო მოსწავლე ერთმა შემთხვევამ კვლავ დამამეგობრა პატარა უფლისწულთან. ერთ-ერთ გაკვეთილზე ლიტერატურის მასწავლებელმა გაოცებულმა ჰკითხა ჩემს დაქალს, "როგორ, შენ "პატარა უფლისწული" არ წაგიკითხავს?" სახლში მისულმა მთელი თარო დავაცარიელე, რომ ის პატარა, სადღაც სქელტანიან რომანებს შორის შეჩურთული წიგნი მეპოვნა. გადავშალე და იქვე ჩავჯექი, დიდ გაყინულ ოთახში "პატარა უფლისწულის" კითხვაში რამდენიმე საათი ისე გავატარე, არც მიგვრძნია, როგორ გამეპარა დრო.

იმ დღეს ახდა დედაჩემის წინასწარმეტყველება.

მას მერე ვინ მოთვლის, რამდენჯერ წავიკითხე პატარა ბიჭუნაზე ეს ისტორია , რომელიც სულაც არ არის პატარებისთვის. ნაწარმოების არსი რომ გაიგო, ბავშვის აზროვნება, დამერწმუნე, არ გეყოფა. "ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა" ასე იწყება ისტორია. პატარა უფლისწული ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა ესწავლებინა ავტორისთვის სიყვარული. შეამეცნებინა უმაღლესი ადამიანური ღირსებები და მერე უთხრა, რომ წასვლის ჟამი დაუდგა. უფლისწული დაიღუპა ტანჯვით, ტკივილით და ისევ თავის შორეულ პლანეტას დაუბრუნდა. თუმცა, იგი ეგზიუპერის გულში სამარადჟამოდ დარჩა.

მოთხრობის სულს რომ ჩასწვდე, უნდა აზროვნებდე მოზრდილის გონებით,მაგრამ გულში უნდა იყო ბავშვი, რომელსაც შეუძლია დაინახოს მახრჩობელა გველი, რომელიც სპილოს ჩაუყლაპავს. ეგზიუპერი, რომლმაც ჩვენს ცხოვრებაში შემოიყვანა პატარა უფლისწული, სწორედ ასეთი ადამიანი იყო:) ის, ყველა დიდის მსგავსად, მუშაობდა, რომ ეშოვა ფული , პრესტიჟი და დიდება - იყო პილოტი, აწყობდა თვითმფრინავებს, ეხმარებოდა გასაჭირში ჩაცვენილ პილოტებს. მაგრამ, ამავდროულად აკეთებდა ის რაღაცებს, არსაც აკეთებენ პატარები - ხატავდა სურათებს, გულში ჰქონდა სიყვარული, იზიარებდა მწუხარებას, იწერდა გიჟურ სიტყვებს ფურცლებზე.
ერთხელაც მან ასეთი გიჟური სიტყვები ჩაიწერა სადღაც - Le petit Prince (პატარა უფლისწული).
დამიჯერეთ, ეს არ არის უბარლოდ წიგნი.
იმდენ რამეს ისწავლით, იმდენ რამეს შეიგრძნობთ.
დაინახავთ მთავარს:
უნდა გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს.
ეს მოთხრობა, 100 გვერდი ძლივსაა.
მაგრამ ჯადოსნური ასი გვერდია!
როცა სასოწარკვეთა შემიპყრობს, ვუყურებ ცას და ვცდილობ გავცე იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა დასვა:

"ახედეთ ზეცას და ჰკითხეთ თქვენს თავს: "შეჭამა თუ არა ბატკანმა ვარდი?" და ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი
მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან, რა მნიშვნელოვანია ეს!"



საყვარელი ციტატები:
"ცრემლების ქვეყანა იდუმალებით მოცული სამყაროა"
"პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ"
"როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს"
"ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც შეუძლია. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონერებას უნდა ემყარებოდეს"
"საკუთარ თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი გამოუტანო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები"
"ვარსკვლავები იმიტომ კიაფობენ, რომ ადრე თუ გვიან, ყველამ იპოვოს თავისი ვარსკვლავი"
"“Mais les yeux sont aveugles. Il faut chercher avec le cœur… -თვალი ბრმაა,ადამიანი გულით უნდა ხედავდეს"

Таким был прежде мой Лис. Он ничем не отличался от ста тысяч других лисиц. Но я с ним подружился, и теперь он — единственный в целом свете.

წაიკითხე ახლავე..

Continue Reading...

Why I Hate Winter

მეზიზღება ზამთარი. 1 დეკემბრიდან უკვე ერთი სული მაქვს ხოლმე, მალე ჩამთავრდეს ეს პერიოდი. რატომ მძულს ასე?

1. დილით ადრე როცა მაქვს ასადგომი, თბილი,ფუმფულა საწოლიდან გაყინულ ოთახში უნდა ავდგე (ბრრრ) ;
2. უნდა ჩავიცვა "მძიმე" ტანსაცმელები: სვიტერი, როლინგი და ა.შ. მეზიზღება თბილად ჩაცმა.. მაღალყელიან ნაქსოვ რაღაცებს საერთოდ არ ვიცვამ და სულ მცივა მერე :ს ;
3. მეყინება ცხვირ-პირი და "სახეახეული" დავდივარ : D ვერ ვიტან!
4. ხშირად წვიმს ან ზოგჯერ საზიზღარი, ამაზრზენი თოვლ-ჭყაპიც ერთვის ამას.. ტალახში აზელილი რაღაც საზიზღარი მასა :ს Fუ.. : D
5. რაღაც ყველაფერი ნაცრისფერია და უღიმღამო.. ამინდი მოწყენილია.. უარყოფითი მეტია, ვიდრე დადებითი..
6. თუ მოხდა სასწაული და რამდენიმე დღით ნორმალურად მოთოვა, ვიღაც უცხო და დაქლიავებული ტიპები ქუჩაში "ხუმრობით " ( :S ) გუნდას მესვრიან..
ამაზე საერთოდ ვცოფდები!
7. ხშირად ვცივდები და მიწევს მერე სელპაკების ზღვაში ცურვა :(
Continue Reading...

Monday, January 11, 2010

While You were smoking...

სანამ შენ კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოწევდი, მე ეს პოსტი დაგიწერე : )

ალბათ არ იცი, რომ ყვეეეეელაზე თბიილი ადამიანი ხარ ამქვეყნად <3 ცოტა ბუზღუნა და ეჭვიანი,მაგრამ იმ ბუზღუნისა და ეჭვიანობის დროსაც ისეთი საყვარელი ხარ , რომ ძნელია გაბრაზდეს შენზე ადამიანი :D
"ხვალ" ძალიან ბეეეევრს ვისრიალებთ ყინულზე, სანამ არ დავიღლებით.. ^_^ მერე აი, იმ მოყინულ მდინარეზე ვირბენთ, შენ რომ ამბობდი :D
ძალიან შეგვცივდება ალბათ.. ჰოდა, ცხელ შოკოლადს დალვევთ <3
შენ რამე სასაცილოს მოყვები და მე ძაააალიან გულიანად გამეცინება..
ჰო კიდევ...
ქუჩაში ვიპოვით საყვარელ ფისოს.. და დაავარქმევთ მარგოს : D
You're So Far away.. But
Waitin'
Continue Reading...

Wednesday, January 6, 2010

Starbucks Love Project

ასეთი პროექტების გულმხურვალე გულშემატკივარი არ ვარ,მაგრამ ეს რაღაც მომეწონა : D


Global Fund to Fight AIDS - არსებობს ასეთი ორგანიზაცია , რომლის მხარდასაჭერად Starbucks-მა ჩაატარა აქცია: ) 7 დეკემბერს 156 ქვეყანაში ( მათ შორის საქართველოში) ერთდროულად იმღერეს Beatles-ის ცნობილი სიმღერა Love is all you need. საინტერესო ის გახლავთ, რომ ნებისმიიერ მსურველს (შენც, მკითხველო) შეუძლია, ვებკამერით გადაიღოს თავისი ნამღერი და ატვირთოს აქ - http://www.starbucksloveproject.com/#/addvoice/
უკვე
Starbucks-ის პარტნიორობის შედეგად შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების 7 მილიონი დღიური დოზა გაიგზავნა აფრიკაში

და აი ვიდეოც:

Continue Reading...

Tuesday, January 5, 2010

მეტირება



ასე მარტოსულად და უმწეოდ არასდროს მიგრძვნია თავი. რაღაც საშინელი შიგნიდან მხრავს და მოსვენებას არ მაძლევს.. ძალიან მინდა სადმე შორს ჯანდაბეთში გავიქცე, გადავიკარგო და ვიტირო გულამოსკვნილმა. სადმე უკაცრიელ ასტეროიდზე,სადაც მარტო მე და პატარა უფლისწული ვიქნებით. ძალიან,ძალიან,ძაააააააალიან ბევრს ვიტირებ და მარტო მაშინ გავიღიმებ,როცა პატარა უფლისწული მოვა და მთხოვს: დამიხატე ბატკანი.
Continue Reading...

Saturday, January 2, 2010

My New year :D

ერთ საახალწლო პოსტს მეც გამოვაცხობ :)

31 დეკემბრის ღამისთვის ბევრი შემოთავაზება მქონდა..მაგრამ დედაჩემის წყალობით ყველაფერი ჩამეშალა...აქაოდა, ახალ წელს სახლში უნდა შეხვდე, რა გინდა სხვის ოჯახშიო ( ლოლ! :D ) , არ გამიშვეს არსად და მომიწია, 12 საათის შესრულებას სახლში დავლოდებოდი.. იდიოტური ახალი წელი იყო. 4-მდე ფორუმზე ვპოსტავდი, მერე დავიძინე :)))
მეორე დღეს სად აღარ ვიყავი..
ჯერ მაკოსთან გავზქურე , სააკაძეზე . გზაში ერთ-ერთმა ფორუმელმა დამირეკა, სადმე გავიდეთო . მაკოს გავუარე, მერე ნიკამაც გამოგვიარა მანქანით და წყნეთში ავედით ლუდებით და ჩიპსებით :)) მაღლა რომ ავდიოდით, როგორც ყოველთვის, ცუდად გავხდი, გული ამიჩქარდა.. საერთოდ, ამ ბოლო დროს ხშირად მიხდება გული ცუდად და ეტა ნე კ დაბრუ :შ (ახლა ნოდომ გვერდითა ოთახში ისე გადაიხარხარა, გული გამისკდა:D )
ავედით სადღაც მაღლა, ძალიან ლამაზი ადგილი იყო.. მანდ ვიყავით 1 საათით, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ და ცამოვედით:) გზაში მაკომ მოინდომა მანქანაზე დაჯდომა :შ მე გული გადამიქანდა, სადმე არ გადაგვჩეხოსთქო,მაგრამ გადავრჩით :)
მერე ყვავამ მამცნო, რომ სადღაც ფართის გაკეთებას აპირებდნენ და მეც ავსულიყავი.. თან მეზარებოდა, თან რა მეკეთებინა არ ვიცოდი და ბოლოს გადავწყვიტე, ავსულიყავი. მაკოს წაყვანაც მინდოდა,მაგრამ დემემ დაურეკა და წავიდა :ს ნიკა გავიყოლე და წავედით სადღაც ტრ""ში , კერძოდ, სოფელ გლდანში :D გზაში კლასელებმა დამირეკეს, ვიკრიბებით და მოდიო.. ცოტა ხანში საბამაც დამირეკა, კაფეში ვიქნებით 9-ზე და მოდითO :D
ჯერ ავედი (თ) გლდანში :შ მანდ პირველად ვიყავი და საერთოდ ცივილიზაცია თუ იყო არ მეგონა (კიარადა არც არის:D) იქ რომ მივედით, პირველი ( ნუ ყვავას მ ერე) რაღაც უზარმაზარი ძაღლი შემოგვეგება :შ ვერ ვიტან ცხოველებს :( ცოტა ხანი ვიყავი, ჩაი დავლიე ))))))) არაყზე სასტიკი უარი განვაცხადე და წამოვედი :D
მაკოს გავუარე , ბიჭები უნდა გვენახა,მაგრამ გლდანიდან ჩამოსვლა შემაგვიანდა და თურმე უკვე სახლებში წასულან :შ საბას დავურეკე, გამოგვიარეთქო... ვიყინებოდით გარეთ, სპორტის სასახლესთან:D
როგრც იქნა, საბაც მოვიდა და წერეთელზე წავედით, საბას კაფეში.
იქ რაღაც საშინელება დაგვხვდა.. :D წინა ღამის ნასუფრალი მაგიდები, ჭუჭყის გუბეებიანი სამზარეულო, მოკლედ საღორე :D
მე , მაკომ, საბამ და კიდევ ბიჭებმა დავალაგეთ შეძლებისდაგვარად.. :D
ცოტა ვიმზარეულეთ კიდეც :))
მე Fილეების შეწვა ვიკისრე, მაგრმა მერე დამეზარა და საბას გადავაბარე :D
და რა თქმა უნდა, კაცებს არაფერი უნდა ანდო..ზეთიანი ტაფა ღუმელში ჩატოვა და ხანძარი გააჩინა)) დათო მვიარდა და ლიმონათით აქრობდა:D ნუ..რაღაც არანორმალური ღამე იყო.. :D
Continue Reading...

Sunday, December 27, 2009

Soooo Sweeeeeet :wub:

ასეთი ლამაზი commercial ჯერ არ მინახავს... უყურეთ <3 სოFია კოპოლას გადაღებული უმშვენიერესი სარეკლამო რგოლი.. ულამაზესი მოდელი, ულამაზესი პარიზი, ულამაზესი ფერები.. მოკლედ, დატკბით! <3


Miss Dior Cherie with Maryna Linchuk from tinsley vanderson on Vimeo.

Continue Reading...

Tuesday, December 22, 2009

ვიდეო პოსტი a.ka. home alone





ალბათ ვისაც მთელი დღე ოჯახის წევრები სახლში გყავთ, ძალიან გიხარიათ ის იშვიათი შემთხვევბი, როცა მარტო რჩებით..
დაურეკავთ ეგრევე დაქალს/ძმაკაცს და უწყინარი გართობის საშუალებებს მიმართავთ :D
ერთ-ერთ ასეთ დღეს (პრინციპში რაღა დღე, ღამის 3 საათი იყო:D )მე და ქეთიმ გადავწყვიტეთ, მუსიკის ნაზ ჰანგებს სხეულის ჰარმონიული მოძრაობებით ავყოლოდით...


Continue Reading...

Tuesday, December 15, 2009

გიორგი მეფის ანდერძი





"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს".

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."
Continue Reading...

Monday, December 14, 2009

Isadora Duncan





აისედორა დუნკანი იყო მოცეკვავე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ცეკვის თავისუფალ სტილს...მან შეცვალა ცეკვაც და ყოველდღიურობაც.. აისედორა დაიბადა სან Fრანცისკოში, 1877 წელს.. ის მოღვაწეობდა ევროპაში, რამდენიმე წელი იცხოვრა რუსეთშიც..

აისედორა ითვლება ცეკვის თანამედროვე სტილის ფუძემდებლად.. ის სცენაზე გამოდიოდა ფეხშიშველი და საბალეტო კოსტუმის ნაცვლად ანტიკურ ქიტონს იცვამდა. ის უბრალო მოცეკვავე არ იყო, მისი მოღვაწეობა უფრო მეტი გახლდათ. აისედორამ განიცაადა ნიცშეს გავლენა და ,ამდენად, მას სურდა შეექმნა ახალი ქალი. მან დაწერა წიგნი "მომავლის ცეკვა" დუნკანი წერდა: "ჩემი ხელოვნება სიმბოლურია, და ეს სიმბოლო ერთადერთია: ქალის თავისუფლება და მისი ემანსიპაცია იმ პირობებისგან, რაც ასე ღრმად არის ჩამჯდარი პურიტანიზმში". იგი არ იყო გათხოვილი,მაგრამ ჰყავდა აყვანილი ბავშVები, რომლებსაც ზრდიდა.


აისედორა რუსეთში ძალიან დააფასეს. მან საკუთარი სკოლაც გახსნა..რამდენიმე წლის შემდეგ აისედორას ფინანსური პრობლემები შეექმნა. საჭირო იყო, წასულიყო ევროპაში გასტროლებზე. მაგრამ აისედორას შეუყვარდა ცნობილი რუსი პოეტი, სერგეი ესენინი ამ პერიოდისთვის აისედორა 43 წლის იყო. აისედორას პრინციპები ეწინააღმდეგებოდა ქორწინებას, ის ქალთა თავისუფლებას ქადაგებდა,მაგრამ ესენინთან ქორწინებაზე ის დასთანხმდა.


მათ ერთმანეთთან სალაპარაკოდ სჭირდებოდათ თარჯიმანი, რადგან ესენინმა არ იცოდა ინგლისური, ხოლო აისედორამ - რუსული. საზღვარგარეთ ყოფნისას მათი ურთიერთობა დაიძაბა. ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ...
აისედორას სიყვარული მალევე ეწვია და ამჯერად 25 წლის რუსი პიანისტი, ვიქტორ სეროვი შეუყვარდა : ) ეჭვიანობის მიზეზით აისედორამ ერთხელთავის მოკვლაც კი სცაადა..
მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე:
დილით აისედორამ დიდი, წითელი შარფი შემოიხვა ყელზე და საავტომობილო გასეირნება გადაწყვიტა. ავტომობილი დაიძრა, შემდეგ უცებ გაჩერდა, შარფის მეორე ბოლო ბარბალში გაეხვია და დუნკანს კისერი მოსტხა.
აისედორა დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.


Continue Reading...

Sunday, December 13, 2009

გამარჯობა, პატარავ!


გამარჯობა, პატარავ!


ახლა ალბათ სახლის კიბეზე ჩამოსკუპებული ფერად-ფერად კაბებს უკერავ შენს ბარბის, დროდადრო ჩამოყრილ ქერა კულულებს ისწორებ, აწეწილ-დაწეწილი რომ არის ხოლმე. მერე დედა დაგიძახებს, მოდი, ჭამეო.. შენ დაიჭყანები და გამობუშტული ტუჩებითა და ბუზღუნ-ბუზღუნით მიუჯდები მაგიდას და მრისხანე მზერას ესვრი. ის კი საქმიანად გამოიწვდის ჩანგლიან ხელს, რომ პაწია ტუჩები გახსნა და ჩაყლაპო ლუკმა...
ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან, სიცივისგან მობუზული და შენს გახსენებაზე მეღიმება... ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მომენატრებოდი,მაგრამ ახლა ძალიან მენატრები, პატარავ.
გახსოვს, ძალიან რომ წვიმდა... შენ გოგოებთან ერთად გინდოდა მარიკას სახლში ვიდეოკასეტებისთვის გეყურებინა,მაგრამ დედა არ გიშვებდა, ფეხებს დაისველებო. მაშინ მაიკომ აგიყვანა და ასე ხელში ატაცებული მიჰყავდი, ხვნეშითა და გაჭირვებით, ფეხი რომ აუსრიალდა და დაეცა. შენი გაადარჩენის მცდელობისას საშინლად იტკინა მუხლი, გაეჭრა და ახლაც ამჩნევია ის ნაიარევი.

გახსოვს, როგორ ბერავდა მთელი სამეზობლო შენს გასაბერ აუზს, რომელშიც მარტო შენ ეტეოდი,მაგრამ მაინც ყველა ბავშვს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიბერებოდა...

გახსოვს, როგორ ტიროდი, გოგოები რომ წავიდოდნენ სასეირნოდ და შენ დედა არ გიშვებდა, ისინი დიდები არიან , რა გინდა მათთანო.. აქვითინებული შევარდებოდი შენს ოთახში და ხელისგულებში თავჩარგული იცრემლებოდი. დედა დანანებით ამბობდა, რა ცუდია, უბანში შენხელა არავინაა, ყველა დიდიაო.

გახსოვს, ყოველ დღე ფანჯრიდან ლიანდაგებს რომ უყურებდი და იქ სიარულზე ოცნებობდი,მაგრამ არ გიშვებდნენ ხოლმე...

იცი, ამას წინად მე და მაიკო ვიყავით იმ ლიანდაგებზე და ვიხსენებდით..
ნინოს უკვე ანანო ჰყავს, მალე მეორე პატარაც ეყოლება... მონიკა ფოთში გაგვითხოვდა..ქრისტინა "მერიოტში" მუშაობს... ნანა საბერძნეთში წავიდა... მარტო მე და მაიკო შემოვრჩით უბანს..მაგრამ მალე , 5 თვეში მეც გავფრინდები ბუდიდან.. გტოვებთ შენ და მაიკოს..


ბიბლიოთეკაში ის სურათი აღარ ჰკიდია, ბორჯომში რომ დაგხატა ერთმა ბიძიამ.. ქერა , გაწეწილი თმა, ლურჯი კომბინიზონი და შავი ყელსახვევი რომ გიკეთია..

იცი , მე და შენ საერთოდ აღარ ვგავართ ერთმანეთს..
მე აღარ ვარ ქერა,
მე აღარ ვთამაშობ ბარბებით,
მე აღარ ვოცნებობ დიზაინერობაზე,
მე აღარ მგონია ბებია ბოროტი კუდიანი...
მე აღარ მინდა, სკოლაში ყველა ბიჭზე ძლიერი ვიყო, რომ ვისი ცემაც მინდა, ყველასი შემეძლოს.
მე აღარ ვარ შენ,
მაგრამ აბა , მამაჩემს ჰკითხე?!
Continue Reading...

Saturday, December 12, 2009

დაგათოვდები ხელისგულებზე..




საუკუნეა, არ დამიპოსტავს..არც დრო მქონდა, არც იდეები :) საერთოდ ბლოგის წაშლასაც ვაპირებდი,მაგარმ ერთ-ერთმა ფორუმელმა გადამაფიქრებინა :))

უბრალოდ დავწერ სიახლეებზე..

აბიტურიენტობის მარწუხებმა ძალიან მომიჭირეს, სასტიკად ვიღლები და ხან ფეხი მტკივა, ხან გული მაქვს ცუდად... მოკლედ, გავითანგე.
სკოლიდან გამოვედი, რომ აღარ ვიარო კერძო სკოლაში შევიტანე საბუთები...

ამ დროისთვის რომანტიკული ურთიერთობები გავწყვიტე:))) პაუზა ავიღე..
ველოდები მოულოდნელს :) :)

მე და მაკამ არსად წასვლის დღის ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ :)
კვირაობით (ერთადერთი მეტ-ნაკლებად თავისუფალი დღე გვაქვს) ვნახულობთ ერთმანეთს და ხან სად მივდივართ , ხან სად..
რატომ დავარკვით "არსად წავლის დღე?"
:)
მოგიყვებით:

3 კვირის წინ მაკას თემის ქსეროქსი უნდა მოეცა და კაფეში შევხვდით ერთმანეთს.. საუბარი გაგვიგრძელდა და შემოვრჩით.. მერე შემთხვევით ძმაკაცებმა ჩაიარეს კაფის წინ და შეგვნიშნეს, შემოგვიერთდნენ.. სადმე გვინდოდა წასვლა,მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ ვერაფერი..
სათვალავი ამერია, მერამდენედ ვიკითხეთ ერთმანეთში
"სად წავიდეთ?"
"-არსად"
"კარგი, წავიდეთ არსად"
ამ არსად-არსად-ით ლამის მთელი ქალაქი მოვიარეთ :)) ბევრი ვიცინეთ, ვისაუბრეთ, სტუდენტურ ცხოვრებაზე ვიოცნებეთ.. მერე მაკა გავაცილეთ ფეხით :)) აქეთობისას რომ მოვდიოდით, გაწვიმდა... უფრო სწორად, ცრიდა, საღამო იყო უკვე და ლამპიონების შუქზე წვეთები ძალიან ლამაზი იყო..
სახლში ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი.. :)
იმ დღის მერე გადავწყვიტეთ, ყოველ კვირას ასე შევხვედროდით დდა "არსად" გვესეირნა..:)
წინა კვირას მაკამ თავისთან მიიმწვია თავისი კულინარიული შედევრები დასაგემოვნებლად.. :D მშვენიერი მზარეულია :)
ხვალისთვის ვაპირებთ ყინულზე სასრიალოდ წავიდეთ. . :)

კვირა დღე მიყვარს...
ჩვენი მეგობრობა მიყვარს..
არსად სიარული.. :)
მალე ალბათ მოთოვს კიდეც...
დავათოვდებით ერთმანეთს ხელისგულებზე :)
Continue Reading...

Friday, November 6, 2009

სტუმრად ალისას საოცრებათა ქვეყანაში

მე პიკასო ვარ.

Gwen Stefani - What You Waiting For A Capel  by  picasso090
ჩართე


გუშინ  იმ ხის ძირას კითხვისას, ჩამეძინა ალისა თავის სიზმრებს რომ ხედავს ხოლმე. ჯადოსნური ხეა. მეც იმ სამყაროში მოვხვდი.

დავიკარგე და გზა ამერია.  გადავეყარე ათას ზღაპრულ არსებას. ბავშვობიდან მოყოლებული ზღაპრის წიგნებში გამომწყვდეული  რომ მეგონნენ. თურმე აქ ამ სამყაროში ცხოვრობენ. ყველა ერთად და ბედნიერად. ალისაც მათ შორისაა ვეძებ და ვერ ვპოულობ. იქნებ ვინმემ იცოდეს რამე.???? იქნებ ვინმემ ნახა?????

მხიარული ხალხია აქ .ის სასაცილო კურდღელიც გავიცანი.
-ჰეი ბაჭია ალისა არ გიანახავს
-ალისა?????
-ხო ალისა ლამაზი გოგოა აი ასეთი  . ცისფერი კაბა აცვია. აქ დაიკარგა არავის იცნობს და მადარდებს მისი ამბავი. იქებ შენ ნახე. და გზა მიმასწავლო.
_გოგო ალისა???? ხო ვნახე ვნახე.
 საათი აუწკრიალდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა,სადღაც შორს  გაუჩინარდა

სად არ ვეძებე ვის აღარ ვკითხე მისი ამბავი. სად არის??? საით წავიდა ხომ არ გინახავთ . ????

მათმა პასუხებმა კი მთლად დამაბნია.


ერთნი თავის არდაბადებისდღისადმი მიძღვნილ სადილზე მეპატიჟებოდა. ყანწით დალოცე იუბილარი და მერე გეტყვითო. მეორენი კი გამოცანებს თუ ამოცანებს მეუბნებოდა თუ გამოიცნობ გეტყვითო.

 ბოლოს ჩეშირელ კატასაც ვკითხე .თუ  როგორ ვნახავდი ალისას. რა გზით და იქნებ იმ გასაღებზეც ეთქვა რამე რომლის მოსაძებნადაც მოხვდა ალისა აქ . ამ საოცრებათა ქვეყანაში.

იმდენი კითხვები დამისვა თავგზა ამერია და ისევ მარტომ განვაგრძე გზა.

ყველანი ისეთი ქაუტურები იყვენ ისე დარბოდნენ აქეთ-იქით თითქოს ვიღაცას ელოდებიან და მის დასახვერდად ემზადებიანო.

ხელში კაპაროლის H16 საღებავიც მომაჩეჩეს ჩვენს დედოფალს ასეთ ვარდებს ვერ ვაჩვენებთ თავებს წაგვაცლის ვარდისფერი თუ არ იქნება და გადაღებე ყველა ასეთი უნდა იყოსო.


აღლუმზეც მოვხვდი.ერთი  დედოფალი ყავთ nickname-დ sweetს ეძახიან  ცაზე მზეც კი ვარდისფრად უნდა რომ ანათებდეს და ყველა მზადაა შეასრულოს მისი დავალება ”30 გაკვეთილი ბლოგერს” (მეც მათ შორის:). ცოტა შემეშინდა კიდეც მისი უზომო პოპულარობის .

თითქოს ალისასაც მოვკარი თვალი მაგრამ ისეთი აურზაური იყო იმდენი ხალხი ირეოდა ვერაფერს ვერ ვარჩევდი.

ბოლოს ისევ ფეისბუქის ლაბირინთებში მოვძებნე ალისა და აწი ერთად ვიმოგზაურებთ ამ საოცრებათა ქვეყანაში.

დღეიდან  ჩვენს ბლოგებს ოფიციალურად დამეგობრებულ ბლოგებად ვაცხადებთ.





 
Continue Reading...

Wednesday, November 4, 2009

1..2..3..4...




ამ საღამოს ყოველდღიური რუტინისგან ქანცგწყვეტილი თბილად მოვკაალათდი ბუხრის წინ,
ფლეიერით და მურაბიანი ჩაით..
იმაზე ჩავფიქრდი, როგორ მჭირდება ახლა რაღაც ახალი.. უკვე საშინლად მაღიზიანებენ ეს ზედმეტად ყოვლისმცოდნე და სერიოზული თინეიჯერები, რომლებსაც არაერი აკვირვებთ, ზედმეტად თანამედროვეები არიან..
არ მინდა მატერიალიზმის ჭაობში ჩავეფლო, ვინმეს ან რამეს ძალა მინდა ვიგრძნო, რომ მოვეჭიდო და ამომათრიოს.
ველოდები ახალ ეტაპს, საოცარი ოპტიმიზმით
წარმოვიდგენ ჩემს ოცნებებს..
უფრო სწორად, სულელურ ახირებებს, სხვას ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა , ისეთებს...
აი,მაგალითად, რამდენი ხანია მინდა შემოდგომის რომელიმე თბილ,მთვარიან ღამეს სადმე გზატკეცილზე ფეხმორთხმულმა გავათენო კოცონის წინ..მაგრამ მარტო არა. ჩემს გვერდით იყოს ვინმე, ვინც კარგად უკრავს გიტარაზე :) :)
ჰო, და კიდევ, ერთი ბოთლი მარტინი სრულყოფდა ამ ყველაფერს

ვინ იცის, იქნებ ავასრულო კიდეც ეს ოცნება...

მთავარია, ადამიანს ისე ცხელი გული ჰქონდეს, თავისი გზის ბოლოს იმ დიდმა, ცივმა მარმარილოს ქვამაც რომ ვერ შეძლოს მისი გაგრილება...

P.S.
ამას მოუსმინეთ...რაღაცნაირად ჩემს განწყობას ასახავს

Sia - Breathe me

Continue Reading...

Monday, November 2, 2009

#4: მოიფიქრე 10 პოსტი

გადავწყიტე, სვითის დავალებების შესრულებას შევუდგე, წინა სამი გავაკეთე, ესეც მეოთხე :)

ლიტერატურული ტეგ თამაში - ამ პოსტში ნაირა გელაშვილის "დედის ოთახი" ვახსენე. აუციებლად მივუძღვნი ამ ნაწარმოებს ცალკე პოსტს.
ასევე, ჩემი საყვარელი ციტატებით შედგენილ პოსტსაც შევმნი...
1. "დედის ოთახი"
2. My Quote Book


A fine frenzy - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.. ვაპირებ, Regina SPektor-სა და Roisin Murphy დავდო პოსტი

3. Regina Spektor
4. Roisin Murphy

How to have a lovely day - იმ რჩევებს, რაც მოგეცით, ჩემს თავზე გამოვცდი და პოსტში აღწერილ პუნქტებს ზედმიწენით შევასრულებ, მერე ექსპერიმენტის შედეგებს პოსტად მოგითხრობთ :D
5. How to have a lovely day - ესქპერიმენტის შედეგი

Letters (1)- არ ვიცი ვის რამდენად დააინტერესებს, მაგრამ კიდევ ერთ პირად წერილს დავაფაბლიშებ :)
6. Letters (2)

პარიზის ყოველწლიური შოკოლადის ბაზრობა - მოვიძიებ რაიმე მსგავს სახალისო ყოველწლიურ ტრადიციას
7. სახალისო ტრადიცია

Ten Best dressed Teens - აუცილებლად დავწერ მოდის სიახლეებზე რაიმე პოსტს + ძველ pოსთში ლეიტონ მასტერსის ფოტო იდო, ჰოდა. Gossip Girl დავწერ აუცილბად
8. Fashion News
9. Gossip Girl

ფრანგული ენის დიპლომი "DELF-DALF" - 25 ნოემბეერს ამ გამოცდას ჩავაბარებ და უფრო დეტალურად მოვყვები რა და როგორ იყო, მე როგორ დავწერე და რა შედეგებს ველი
10. Delf A2-ის გამოცდა
Continue Reading...

Sunday, November 1, 2009

ლიტერატურული ტეგ თამაში



Picasso-ს რჩევით ლიტერატურული ანკეტა გადვფილტრე და ტეგ თამაშად გადავაქციე :)

მაშ ასე:



ასაკი მიუთითეთ
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?





-------------------------


1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? კონსტანტინეს "მთვარის მოტაცება"
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი - გალაკტიონი, ასათიანი, ნიშნიანიძე
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი -კონსტანტინე,დოჩანაშვილი, ჭილაძე, ეკზიუპერი, ჰემინგუეი
4. რომელ წიგნზე გიტირიათ? - "გმირთა ვარამზე"
5. რომელ წიგნს დასცინეთ? - კოელიოს "11 წუთს"
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? გამსახურდისა და ჭილაძეს
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან - "ვარსკვლავები იმიტომ კიაფობენ,რომ ადრე თუ გვიან ყველამ იპოვოს თავისი ვარსკვლავი"
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი - გრიმების ზღაპრები და ტომ სოიერი
9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან? - კარმენი
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? - არა,მაგრამ ასე 400-მდე

ვთაგავ:
1. Picasso
2. Tiny
3. Sophie Golden
4. Kate


Continue Reading...

Saturday, October 31, 2009

”სახალისო” ანკეტა





Coraline-მ დამთაგა, ეს ანკეტა ფორუმზე შევავსე ადრე, ბარემ ახლააც.. :D

მიყვარს - ახლო ადამიანები, შოკოლადი, პარიზი, წიგნები, ზღვა, მელოდრამები, ფერადი კაბები
ვოცნებობ - პარიზზე და კალიფორნიის გზატკეცილზე
ვფიქრობ - ძალიან ბევრს და ძალიან ხშირად
მძულს - სიამაყე
ვნანობ - თითოეულ დღეს
კმაყოფილი ვარ - არაფრით
მენატრება - ზაფხული
მსურს - შოკოლადი და ბანანის წვენი :(
მაღიზიანებს - ამპარტავნება
ვგრძნობ - სიცარიელეს
მეშინია - სიკვდილის
ვიცი - რა უნდა ვაკეთო
არ ვიცი - რა მინდა მე
შემიძლია - პატიება
არ შემიძლია - დავიწყება
ვმეგობრობ - ყველასთან, ვისაც უნდა
ვაპატიებ - ყველაფერს, თუ გულით ნანობს
ვტირი - ხშირად
ვიცინი - ხშირად
ვეძებ- მიზანს
ღირსი ვარ - პარიზის :(
ვკარგავ- დროს
მშურს - სორბონის სტუდენტების :შ
ვემალები - სასწავლო ნაწილის გამგეს :D
ვემტერები - ქედმაღლებს
მაინტერესებს- ხელოვნება...
არ მაინტერესებს - იურისდიქცია O.ო
მახსოვს - ზღვაზე, 4 წლის წინ <3> შეძლებისდაგვრად
დავდივარ - ბორდიურებზე
ვმკურნალობ - ალერგიას
ვერიდები- კონფლიქტებს
ვთამაშობ -sexy city-ს facebook-ზე :D
ვიტყუები - ბოლო დროს იშვიათად
ვეთაყვანები - არაფერს
ვაგროვებ - წიგნებს
ვიხდი - კოლგოტებს :E
ვეჭვიანობ - ისე რა..
“ვკაიფობ” - მურთაზებზე და ძველ ბიჭებზე
ვიზიდავ - მმმ... ))))))
ვალამაზებ - ცხოვრებას :):)

ვთაგავ Tiny, Picasso90, angeldilo, taa, abdaubda
Continue Reading...

A fine Frenzy


Alison Sudol a.k.a A Fine Frenzy არის ამერიკელი მომღერალი 24 წლის გოგო,რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობს და ძალიან სასიამოვნო მუსიკას ქმნის :love:
დაიბადა 23 დეკემბერს, 1984 წელს სიეტლში, აშშ-ში. ძირიტადი მიმართულებებია ინდი/ალტერნატიული როკი... ელისონი თავად წერს სიმღერებს, უკვარს ფორტეპიანოსა და გიტარაზე...

აქვს ორი ალბომი
1.One Cell in the Sea 2007 წლის
2. Bomb in a Birdcage 2009 წლის

ძალიან საყვარელი გოგოა :love:



მისი პირველი ალბომი:
One Cell on the sea

Tracklisting
  1. Come On, Come Out
  2. The Minnow & The Trout
  3. Whisper
  4. You Picked Me
  5. Rangers
  6. Almost Lover
  7. Think of You
  8. Ashes and Wine
  9. Liar, Liar
  10. Last of Days
  11. Lifesize
  12. Near to You
  13. Hope for the Hopeless
  14. Borrowed Time
Continue Reading...

Tuesday, October 27, 2009

How to have a lovely day..




ზოგჯერ მშვენიერი დღის შექმნა ჩვენითაც შეგვიძლია, სასიხარულო სიურპრიზების გარეშე...
ამ პოსტში ჩამოგიყალიბებთ 10 მარტივ წესს,რომლის შესრულების შემდეგ, ერთი მშვენიერი დღე გარანტირებულია.. ( თუ, რა თქმა უნდა, რამე უბედურება არ დაგატყდათ თავს :D )

1. გაიღიმეთ... იარეთ გახსნილი შუბლით და გაუღიმეთ უცნობებსაც;
2. არ იჩქაროთ..ყველაფერი აკეთეთ მშვიდად და ხალისით;
3. ხშირად თქვით "მადლობა" ეს თქვენც და თქვენს გარშემომყოფთაც სასიამოვნო ატმოსფეროს შეუქმნის;
4. თქვით რაც შეიძლება ბევრი კომპლიმენტი... აღნიშნეთ, როგორ კოხტად ადგას ახალი ქვედაბოლო თქვენს მეგობარს, როგორ უხდება ეს ვარცხნილობა კოლეგას და ა.შ. :)
5. ჩაიცვით ნათელ, საყვარელ ფერებში, მაქსიმალურად კოხტად.
6. აუცილებლად დაიპკურეთ სუნამო;
7. იყავით ყურადღებიანი;
8. იცინეთ! იცინეთ! იცინეთ!
9. ეცადეთ, გაამხიარულოთ ხვებიც.. იუმორი ხომ თქვენი საუკეთესო თვისებაა! ( მე მჯერა:D)
10. უსურვეთ ყველას სასიამოვნო დღის გატარება..


თუ ვინმე გადაწყვეტს, დაუჯეროს ამ რჩევებს, ჩაატაროს ექსპერიმენტი, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, აუცილებად შემატყობინოს, თუ რამდენად გაამართლა : D
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon