Saturday, August 22, 2009

ჩვენს პატარას სცივა..

ჩვენს პატარას ცივა.
დილის 5 საათია, ცას სანახევროდ ვარდისფერი შეეღვარა. თხელი მოსასხამი შემოვიცვი და აივანზე გავედი. იდაყვები მოაჯირს დავაყრდენი, თავი გადავხარე, მარცხენა თვალთან ჩამოყრილი თმა მარჯვენა ხელით გავისწორე და შენ გადმოგხედე. ისევ მშვიდად წევხარ ლოგინში, ნათურის შუქი შენს შუბლს ანათებს. საწოლთან კოხტად ჩალაგებული ჩემოდანი დევს , ზიზღით შევხედე. საერთოდ, გიყვარს სიკოხტავე, ჩემსავით. ოთახშიც ყველაფერი მოწესრიგებულია, წიგნების გარდა... სად, რომელ კუნჭულში არ ნახავს კაცი მომეფანტულ წიგნებს.. გახსოვს, ალბათ, როგორ გვიყვარდა ლამაზი ყვავილების მოძებნა და მერე მათი გახმობა. წიგნებში იმ ფურცლებს შორის ვდებდით ხოლმე, რომლებზეც დაბეჭდილი სტრიქონები ყველაზე მეტად გვამახსოვრდებოდა. ახლაც იმ გამხმარ ყვავილებს ვეძებდი, ყველა წიგნი გადავქექე, რომ მეპოვნა..თითქმის ყველა ვნახე...თითქმის.

ჩვენს პატარას ცივა.
მუცელზე მჭიდროდ შემოვიხვიე ხელები,რომ გავათბო. შენც ასე მხვევდი ხოლმე ხელებს იქამდე... იქამდე სანამ ის გამოჩნდებოდა და ჩვენს ბავშვს თავის კუთვნილ სითბოს წაართმევდა. გახსოვს, როგორ ვიხსედით ამ აივანზე? მე შენს მხარზე ჩამოვდებდი თავს, შენ მუცელზე შემომაწყობდი თითებს , ჩემი თმის ბოლოებს კბილებში მოიქცევდი და უაზროდ ბევრს მეტიტინებოდი, როგორ ააგებდა ჩვენი პატარა პლასტმასის სათლებით ქვიშის კოშკებს, როგორ მოირბენდა ატირებული და ბუნჩულა თითებით გაკაწრულ მუხლს როგორ დაიფარავდა, როგორ ჩაბღუჯავდა ორივე ხელით ბამბის კანფეტს, როგორ მიუსკუპდებოდა გაბადრული სახით მერხს პირველ სექტემბერს.. მე მეღიმებოდა ხოლმე და თმას გიჩეჩავდი, შენი ხასიათივით ურჩ თმას.


ჩვენს პატარას ცივა.
გუშინ რომ გამომიცხადე, სახლიდან მივდივარო, გული შემეკუმშა. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და თავი ჩავღუნე. ვერაფერი გითხარი, ვერაფერი, იმიტომ რომ თავში აზრები არ მომდიოდა. მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, ბოლოს ისევ შენ გამომაფხიზლე, თავზე ხელი გადამისვი და პატიება მთხოვე. მერე ჩემოდანს დაავლე ხელი. აი,მახსენდება და ცრემლი დაუკითხავად , ცელქი ბავშვივით მორბის ჩემს ლოყაზე. მაგრამ არ ვიტირებ. შენ ისევ აქ ხარ , აღარ წახვალ. რატომღაც ახლა მომინდა, დაგხატო. შავ კალამს ვიღებ და შენი გამოსახულება ფურცელზე გადამაქვს. ისეთი აღგბეჭდე, შენ რომ ხატავდი ანიმეს გმირებს.

ჩვენს პატარას ცივა.
სულ მალე..სულ მალე მოევლიება ამ სამყაროს. იცი,ექიმმა თქვა, სამ დღეშიო. რა კარგია, რომ არ გაგიშვი, რომ აქ ხარ. სამი დღეც და მე,შენ და ჩვენი პატარა ერთად გავფრინდებით. იქ, სადაც არ არის სიცივე, იქ, სადაც ბევრი ლამაზი ყვავილია, იქ, სადაც ჩვენი პატარა ხშირად გაიცინებს, შენ ხშირად მოიმწყვდევ ჩემი თმის ბოლოებს კბილებშუა მე კი ხშირად აგიჩეჩავ თმას. ცივი დილაა, ისეთი ცივი, როგორიც ჩემ მიერ ჩარჭობილი დანა შენს გულში...

ჩვენს პატარას ცივა.



Continue Reading...

Tuesday, May 12, 2009

10 ოქროს წესი, ლამაზი და ჯანმრთელი თმისთვის ;;)


1. არ დაიბანოთ თმა კვირაში ორზე მეტჯერ.
2. სანამ თმის დაყენებას შეუდგებით, ჯერ კარგად გააშრეთ.
3. გააშრეთ თმა იმ მიმართულების საპირისპიროდ, საითაც იზრდება.
4. შამპუნი, რომელსაც ხმარობს, ზედმეტად არ უნდა აქაფდეს - თუ ასე ხდება, ე.ი. შემადგენელი კომპონენტები თმას დააზიანებს. ( o_O )
5. თმის წყლით გამობანვის პროცესი ოთხჯერ ხანგრძლივი უნდა იყოს შამპუნით დაბანისაზე.
6. ფენი გამოიყენეთ მინიმალურად, ან რაც შეიძლება დაბალი სიმძლავრით
7. არ დაივარცხნოთ თმა, როცა სველია.
8. გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი
9. თუ თმას გაიშრობთ თავდაღმა ჩამოვარცხნილს, უკეთ დადგება.
10. ტმის მუსების და ეგეთი რაღაცეების წასსმისას ფიქსატორი დაიკავეთ თმიდან 15 სანტიმეტრის მოშორებით.
Continue Reading...

Monday, April 27, 2009

დაწვი კალორიები!

3 სასარგებლო რჩევა ნივთიერებათა ცვლის გასაძლიერებლად:

1. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ჩაის

ჟენევის ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში ასეთი დასვკნა გამოიტანეს: მწვანე ჩაის ყოველდღიური სმა მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) გაუმჯობესებას იწვევს. ყველაფერი კი იმის წყალობით ხდება, რომ მწვანე ჩაიში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობენ ჟანგვით რეაქციებსა და ცხიმის დაშლას.


2. გააძლიერეთ კარდიო დატვირთვა


სამეცნიერო კვლევების თანახმად, აქტიური ფიზიკური დატვირთვის, განსაკუთრებით კი კარდიოვარჯიშის შემდეგ მეტაბოლიზმი ძლიერდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ინტენსიურად ივარჯიშებ კარდიოტრენაჟორებზე, მით მეტი დროა საჭირო იმისთვის, მეტაბოლიზმი დაქვეითდეს.

3. უარი არ თქვათ ცხარეზე

ზოგიერთი სანელებელი და წიწაკა შეიცავს კაპსაიცინს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამიტომ ნუ იტყვით საგულდაგულოდ შეკმაზულ საკვებზე, აჯიკასა და ცხარე კეტჩუპზე!
Continue Reading...

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი და მე

ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ხანაა, რომლის შენარჩუნება უნდა ეცადოს ადამიანმა თავის სულში. ეს შეძლო ფრანგმა მწერალმა და პილოტმა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერმა. იგი იყო პიროვნება, რომელიც თავის მსგავსს ეძებდა, ისეთს, რომელიც შინაგანად ბავშვი გახლდათ. მაქსიმ გორკის ცნობილი ფრაზას მინდა, რომ დავესესხო “ბავშვები დედამიწის ცოცხალი ყვავილებია”. ისინი ყველგან და ყოველთვის ეძებენ სილამაზეს და არა - მატერიალურ ფასეულობებს. ასევე იქცეოდა ეკზიუპერიც. ის თავის მოთხრობაში “პატარა უფლისწული” ამბობს,რომ ადამიანებს მოსწონთ სახლი, თუ ის ძვირადღირებულია, მაგრამ ლამაზი ყვავილებით მორთულობა მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს. ეკზიუპერი ადამიანებს აფასებდა არა ფინანსური და სოციალური მდგომარეობით, არამედ იმით, თუ რამდენად ნათელი გონების პატრონები იყვნენ ისინი. ამ პიროვნების “ბავშვური” ხასიათი მასში ისეთ თვისებებს წარმოშობს, როგორიცაა გულახდილობა, მიამიტობა, გულკეთილობა, სილამაზისკენ სწრაფვა. ეკზიუპერი ხედავდა ცხოვრებით გაუხეშებული ადამიანებისთვის დაფარულს, იმას, რასაც მხოლოდ ბავშვები შეიცნობენ..


სხვა “დიდები” ყველაფერს მარტოოდენ თვალებით უცქერიან და არა გულით. მათთვის უცხოა ის სიწრფელე, რაც აქვთ ბავშვებს. ისინი რთულად, მძიმედ ცხოვრობენ და მატერიალურ პრობლემებში არიან ჩაძირულნი. ადამიანები საკუთარ თავში კარგავენ იმ ბავშვს, რომელმაც ისინი ბედნიერებამდე უნდა მიიყვანოს. მოთხრობის სხვა პერსონაჟები გულს უხურავენ სიყვარულს, გულწრფელობას, ამიტომ ხდებიან ასეთი გულქვები და მატერიალისტები.

ადამიანთა ორი ტიპის ჩვენებით ავტორს სურდა ეთქვა, რომ ადამიანებისთვის მთავარი უნდა იყოს სიყვარული, მეგობრობა, სილამაზე… საჭიროა, ერთმანეთს ისე დავუახლოვდეთ და ვემეგობროთ, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ. ყველაზე ღირებული ამ სამყაროში არის სითბოსა და სიყვარულის გაზიარება.
Continue Reading...

10 ყველაზე პოპულარული ქალური პროფესია საქართველოში

1. პიარ მენეჯერი 


მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ახალია, მას უკვე ბევრი "მიმდევარი" გამოუჩნდა. დღეს პრაქტიკულად ვერ იპოვი ვერც ერთ ყველაზე პატარა კერძო ფირმასაც კი, რომელსაც საკუთარი პიარ მენეჯერი არ ჰყავს.
ამ პროფესიის ადამიანს, როგორც წესი, კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და უცხო ენების ცოდნა მოეთხოვება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, დღეისთვის საქართველოში პიარ მენეჯერის ხელფასი 500-2000 ლარამდე მერყეობს გამოცდილებისა და სამუშაო ადგილის გათვალისწინებით.

2. ჟურნალისტი

ამ პროფესიის ლიდერთა სამეულში მოხვედრა დღეს საქართველოში ინფორმაციაზე არსებულმა საოცარმა მოთხოვნილებამ განაპირობა. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული ტელეკომპანია, უფრო მეტი რადიო და კიდევ უფრო მეტი ჟურნალ-გაზეთია. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სამსახურებში ყოველთვის სჭირდებათ განათლებული, ნიჭიერი, ობიექტური და ოპერატიული ჟურნალისტები.
ჟურნალისტების ხელფასი 200-დან 2000 ლარამდე გახლავთ. ტელეჟურნალისტის ხელმასი პრესისა და რადიოს ჟურნალისტის ხელფასთან შედარებით დაახლოებით 2-3 ჯერ მეტია.

3. მოდელი


მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერულ ასაკში თითქმის ყველა გოგონა მოდელის თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს, სამწუხაროდ, ეს ის პროფესიაა, რომელის შესასწავლადაც მარტო მონდომება არ კმარა. ამ შემთხევაში გადამწყვეტ როლს მაინც გარეგნობა ასრულებს. 
მართალია, დღეს საქართველოში დამწყები მოდელი ამ პროფესიით თავს ვერ ირჩენს, მაგრამ გამოცდილ მოდელებს ერთ ჩვენებაში დაახლოებით 150-200 ლარს უხდიან მისი პროფესიონალიზმისა და პოპულარობის გათვალისწინებით.

4. ტანსაცმლის დიზაინერი



თბილისში დიზაინერის პროფესია არათუ პოპულარული, არამედ ყველაზე მოდურიც იყო. კვირა არ გავა, რომელიმე რესტორანში ან კლუბში რომელიმე დიზაინერის ჩვენება არ გაიმართოს. გარდა სპეციფიკური განათლებისა, ამ პროფესიის ადამიანებს გემოვნება და მსოფლიო მოდის ტენდენციების ცოდნაც მოეთხოვებათ. რაც შეეხება ანაზღაურებას, პირველ ეტაპზე ამაზე ოცნებაც არ ღირს. რადგან თავიდან ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე შემოსავალი. თუმცა წარმატების შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად იცვლება. 

5. ფსიქოლოგი



დღეს ამ პროფესიის ადამიანებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა. მათი ერთი ნაწიილი - ფსიქოთერაპევტები დღევანდელი ,ზედმეტად აქტიური ცხოვრებით აღგზნებულ ადამიანებს ამშვიდებს. ხოლო მეორე - ატარებს სხვადასხვა სახის კვლევას, მონაწილეეობს კადრების შერჩევაში, მუსაობს უკვე შერჩეულ კადრებთან და ა.შ. მინიმუმ ერთი ფსიქოლოგი ასევე თითოეულ საშუალო სკოლას და ხშირ შემთხვევაში სხვა სასწავლო დაწესებულებებსაც ჰყავს. ფსიქოთერაპევტთან ერთი ვიზიტი დაახლოებით 40-50 ლარი ღირს, ხოლო რაც შეეხება ორგანიზაციულ კვლევებში ჩართულ ფსიქოლოგებს, მათი ანაზღაურება ძირითადად დამქირავებელთან არის შეთანხმებული.

6. ადვოკატი

ამ პროფესიას, როგორც წესი, მოწესრიგებული, განათლებული და დისციპლინირებული გოგონები ირჩევენ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან კრიტიკისთვის, თავდაცვისთვის და თუ საჭიროა, თავდასხმისთვისაც. დღეს, რა თქმა უნდა, ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას საკუთარი ადვოკატი ჰყავს.
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატის ხელფასი დაახლოებით 700-დან 3000 ლარამდე მერწყეობს. რაც შეეხება სისხლის სამართლის ადვოკატს, მისი ანაზღაურება მთლიანად ჰონორარზე, ანუ კონკრეტულ საქმეზე დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული

7. მსახიობი
ეს პროფესია განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსახიობი ნიჭიერია, ეს საკმარისი არ არის. მას გამართლებაც სჭირდება. იქნებ სწორედ ამიტომ თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მხოლოდ ნახევარი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას.
რაც შეეხება ანაზღაურებას, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ქართული კინო და თეატრი, სამწუხაროდ, თავისი განვითარების მწვერვალზე არ არის, მსახიობის შემოსავალს ძირითადად რეკლამები და სატელევიზიო სერიალები განსაზღვრავს. ამის გამო კონკრეტული თანხის დაზუსტება ძნელია.

8. ფინანსისტი ( ცემი მომავალი პროფესია :D )

მიუხედავად იმისა, რომ როგორც რომანტიკული ქალები მიიჩნევენ, "სხვისი ფულის დათვლა ქალების საქმე არ არის", მათი თქმით, ფულის ხარჯვით უფრო დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე თუნდაც საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვით, ფინანსისტის პროფესია დღეს მაინც ძალიან პოპულარულია. მით უმეტეს, რომ პროოფესიონალი ფინანსისტის შრომა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. უფრო ზუსტად კი, ამ პროფესიის ადამიანების ხელფასი 1000 ლარიდან იწყება.

9. კოსმეტოლოგი

თუ ადრე საქართველოში ამ პროფესიას თითო-ოროლა ადამიანი ფლობდა, დღეს უკვე ყველა სილამაზის სალონსს თავისი კოსმეტოლოგი ჰყავს. სხვათა შორის, ამ პროფესიის ქალებს, როგორც წესი, განათლება საზღვარგარეთ (რუსეთში ან საფრანგეთში) აქვთ მიღებული. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადრე ამ საქმიანობის შესწავლა აქ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ანაზღაურებას, დღეს კოსმეტოლოგთან ვიზიტი 50-დან 150 ლარამდე ღირს.

10. ექიმი

ამ პროფესიას მხოლოდ ის გოგოონები ირჩევენ, რომელბმაც იციან, რომ ეს საქმე ნამდვილად უყვართ. საბედნიეროდ, წინა წლებთან შედარებით ექიმის შრომას მეტ-ნაკლებად ფასი დაედო, მაგრამ ჩვენი ექიმები თავიანთ ევროპელ კოლეგებს ხელფასით ნამდვილად ჩამორჩებიან..



Continue Reading...

დედაჩემი VS მამაჩემი


დღევანდელმა თავხედამხობა-კივილ-წივილმა საბოლოოდ დამანახა, რომ დედაჩემთან ცხოვრებას აშკარად მამასთან ჯობს.

1. მამაჩემი სახლში საღამოობით მოდის და სკოლა-მეცადინეობების დეტალების გამოკითხვით არ მიწვრილებს გულს;
2. მამაჩემი იშვიათად მიბრაზდება, თუ გაბრაზდა, მართალია მტრისას, ისე მრისხანებს, მაგრამ შეფარდება 175641764:1-თან არის დედაჩემის და მამაჩემის გაბრაზებათა რაოდენობის.
3. მამაჩემი ყოველთვის პირველი დგამს შესარიგებელ ნაბიჯს, განსხვავებით დედაჩემისგან, რომლისგანაც ამგვარი საქციელი არათუ იშვიათი, არამედ პარადოქსულიც კი არის;
4. მამაჩემთან გაერთობა მაინც ადამიანი, ზოგჯერ გულიანად მაცინბს ხოლმე, დედაჩემს კი რთულია მოსთხივო ამგვარი რამ, 24 საათი კვირაში 7 დღე დამჟავებული გამომეტყველებით და მოშხამული ხასიათით დადის ( ლოლ, დედაჩემი იმოა? :უსერ:) ;
5. მამაჩემმა სმს-ების კითხვა არ იცის, ამიტომ საფრთხე იმისა, ჩემი ინბოხი გადაქექოს, ნულია :> განსხვავებით დედაჩემისგან, რომელიც მაშინვე შემოსულ სმს-ს მივარდება, თუკი მობილური მარტო დაიგულა.
6. მამაჩემი გაცილებით მეტ თავისუფლებას მომცემს , ვიდრე დედაჩემი. ეს კარგია, იმიტომ რომ ბოროტად არასდროს ვიყენებ;
7. მამაჩემს სუპერმარკეტებიდან მოაქვს ხოლმე გემრიელობები :წუბ: დედაჩემი კი სახლში ბოსტნეულით და სუპებით მაზიზღებს ჭამას : ს 
8. დაბოლოს, მამაჩემი სკოლაში სამოსანი იკო და სინდისი არ უზამს, სწავლაზე შენიშვნა მომცეს :ბეეკ:
დედაჩემი ფრიადოსანი იყო, ამიტომ წაიღო ტვინი და მეთერთმეტე წელია უმაღლეს შეფასებებზე მიწევს სწავლა :D

ამ რვა პუნქტიდან გამომდინარე, აშკარაა, რა ბედნიერი ვიქნებოდი, მე და მამა მარტო რომ ვცხოვრობდეთ, დედაჩემი კი სადმე წავიდეს უცხოეთში და წელიწადში ერთხელ , ჰა-ჰა ორჯერ მნახოს :უსერ:

P.შ. ვეცადე ერთი პუნქტი მაინც შემეტანა დედაჩემის სასარგებლოდ, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე

:D

Continue Reading...

Sunday, April 19, 2009

Street Style




















ქუჩის მოდამ გამტაცა ამ ბოლო დროს. ჩემი სტილი ვიპოვე :D გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს

Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon