Friday, April 10, 2009

Coffee and Cigarettes




ფილმის შესახებ:
დასახელება: ყავა და სიგარეტი 
ორიგინალური დასახელება: Coffee And Cigarettes
გამოშვების წელი: 2003
ჟანრი: კომედია,დრამა

რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში
როლებში: Jack White & Meg White (The White Stripes)/ Iggy Pop / Cate Blanchett / GZA & RZA(Wu-Tang Clan)/ Bill Murray / Steve Buscemi / Alfred Molina / Roberto Benigni და სხვა..

ფილმის აღწერა:
ჯიმ ჯარმუშის ფილმი Coffee And Cigarettes . ფილმი რომელიც შესდგება 11 პატარა ნოველისგან რომელის გადაღება ცნობილმა რეჟისორმა 17 წლის წინ დაიწყო.. როცა იგი გატაცებული იყო თავისუფალი კინომატოგრაფიით.. პირველი ნოველა 1986 წელს გადაიღო რომელშიც 7 წუთიან მონაკვეთში ხვდებოდნენ - იტალიელი(რობერტო ბანინი) და ამერიკელი (სტივენ რაიტი) ისინი სვავდენ ყავას და ეწეოდნენ სიგარეტს, ბოლოს ერთი მეორეს ჩუქნის კბილის ექიმთან წასასვლელ ტალონს. რეჯისორს ძალიან მოეწონა რეზულტატი და გადაწყვიტა გაეგრძელებინა გადაღება..

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 
ფილმი შესდგება დიალოგებისგან, ყველაფერი უნდა იყოს შავ-თეთრი(შავი,როგორც ყავა და თეთრი,როგორც სიგარეტი) ფილმში ყველა პერსონაჟი ცნობილი ფიგურაა ...

http://site.offline.ge/2008/12/09/coffee-and-cigarettes-bbbb-bb-bbbbbbbb-dvdrip-rus.html"]Coffee and Cigarettes

Continue Reading...

Future Sound of London


ძალიან სერიოზული ბენდი :P
The Future Sound of London არის ბრიტანული electronic music band რომლის წევრები არიან Garry Cobain და Brian Dougans. შეიქმნა 1988 წელს და დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას :)


First recognized as the dance duo behind the club hits “Stakker” (as Humanoid) and “Papua New Guinea,” Future Sound of London later became one of the most acclaimed and respected international experimental ambient groups, incorporating elements of techno, classical, jazz, hip-hop, electro, industrial, and dub into expansive, sample-heavy tracks, often exquisitely produced and usually without easy precursor.

Notoriously enigmatic and often disdainful of the press, the group’s Garry Cobain and Brian Dougans worked their future-is-now aesthetic into a variety of different fields, including film and video, 2- and 3-D computer graphics and animation, the Internet, radio broadcast, and, of course, recorded music. Although they usually disdain their earlier work as play-for-pay club fare not representative of their later musical vision, many of the thematic concerns of their earlier 12”s and their first, heavily dance-oriented LP, Accelerator, followed them into their later work. Usually filed under ambient, that work is often much more than that, drawing from the history of experimental electronic music with a relentlessness that has helped to push the calmer elements of that genre’s reputation into decidedly more difficult directions.

The pair also grew in repute as remixers, obliterating tracks by Curve, Jon Anderson, David Sylvian and Robert Fripp, and Apollo 440, and rebuilding pieces of almost majestic complexity with the remnants.

დისკოგრაფია:

(1989) Global (as Humanoid)
(1991) Accelerator
(1992) Earthbeat
(1993) Tales of Ephidrina (as Amorphous Androgynous)
(1994) Lifeforms
(1994) ISDN
(1996) Dead Cities
(2002) The Isness (as Amorphous Androgynous, except in the U.S.A.)
(2003) Eurotechno (as Stakker)
(2003) Sessions 84-88 (as Humanoid)
(2005) Alice in Ultraland (as The Amorphous Androgynous)
(2006) Teachings from the Electronic Brain
(2007) From the Archives Vol. 1
(2007) From the Archives Vol. 2
(2007) From the Archives Vol. 3
(2007) Zeebox 1984-1987 Vol. 1 (as Zeebox)
(2007) Zeebox 1984-1987 Vol. 2 (as Zeebox)
(2007) Hand-Made Devices (as Polemical)
(2007) 4 Forests (as Part-Sub-Merged)
(2007) The San Monta Tapes (as Heads Of Agreement)
(2007) Environments
(2007) Your Body Sub Atomic (as Humanoid)
(2007) By Any Other Name (as FSOL, Mental Cube, Indo Tribe, Dope Module, Yage and Smart Systems)
(2008) The Pulse EPs (as FSOL, Indo Tribe, Smart Systems, Yage and Mental Cube)
(2008) From the Archives Vol. 4
(2008) The Peppermint Tree and Seeds of Superconsciousness (as The Amorphous Androgynous)
(2008) The Woodlands of Old (as Yage)
(2008) From the Archives Vol. 5
(2008) Environments II
(2008) A Monstrous Psychedelic Bubble Exploding In Your Mind: Volume 1 (as The Amorphous Androgynous)

http://www.link.ge/file/234031/future-sound-of-london---papua-new-guinea.mp3.html 

თუ ვინმეს გაუჩნდება მოსმენის სურვილი, დაპოსტოს რომელი ტრეკი უნდა და დავდებ: D
ისე ატვირთვა მეზარება ტყუილად არავინნ თუ არ გადაიწერა :უსერ:
Continue Reading...

ჩემი მე-17 დაბადების დღე...

ამას წინად ჩემი მე-17 დაბადების დღე იყო.
ყველაზე საზიზღარ პერიოდში, ზამთარში დავიბადე! ხასიათიც შესაბამისი მაქვს: საზიზღარი, აუტანელი, ჭირვეული, ნერვების მომშლელი! მარტო მიყვარს სეირნობა. ჩავიცვამ ჩემს საყვარელ პალტოს, კაშნეს შემოვიხვევ და დავბოდიალობ ასე... თითები მეყინება, თვალები მიცრემლიანდება, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ მერე რა? მაზოხიზმია ესეც ერთგვარი. რაღაც ასპექტში ყველანი მაზოხისტები ვართ. ყურსასმენებს გავირჭობ და მივხეტიალობ ქუჩებში, ხან ბორდიურზე ჩამოვჯდები სიგარეტის კვამლში გახვეული და მიმავალი მანქანების მძღოლების სახეებს ვაკვირდები და დავცინი. ჰმმ.. ცინიზმი მეტნაკლებად ახლობელია ჩემთვის. მერე ძვლებს სიცივის სუნი რომ აუვათ, სახლისკენ გავწევ. შესასვლელში ძალაუნებურად სარკეში ჩამეხედება.
ო, როგორ ვერ ვიტან ჩემი თავის შეხედვას! არ მომწონს, ძალიან არ მომწონს! მაგრამ ჩემი თვალები მიყვარს.. მე რომ მკითხოთ, ყველაზე ლამაზი თვალები მაქვს მსოფლიოში.. ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა..თუმცა ვისთვის როგორ. მე მაინც ჩემი ნაცრისფერი თვალები მიყვარს და მხიბლავს.. ტირილისას ტაძარში დანთებულ სანთლებს რომ ემსგავსებიან. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ უცოდველები არიან..
მაგრამ გული? გული სულ სხვაა.. ბევრს ისრუტავს ძალიან. სიყვარულსაც და სიძულვილსაც, წყენასაც და სითბოსაც, ცოდვსაც და სიკეთესაც..
პანდორას ყუთიცაა და ჯინის ლამპარიც.
იბერება ეს ბაყაყი,როცა წვიმს..ან თოვს.. იმიტომ რომ ვერ იტანს.
ამინდის პროგნოზს შევავლე თვალი. პლაზმურ ეკრანზე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი მოსალოდნელ წვიმაზე საუბრობდა. ზიზღით დამებრიცა ტუჩები და გაღიზიანებულმა გამოვრთე ტელევიზორი. გვერდზე ვისკის ბოთლმა მომტაცა მზერა... 
"ჯანდაბას! დღეს ჩემი დაბადების დღეა, არაფერი დაშავდება, მეც რომ დავბრუვდე ალკოჰოლით," - გამიელვა თავში
ყოველგვარი გრაციოზულობის გარეშე მოვიყუდე ბოთლი და მალე ისტერიული ხარხარი ამიტყდა.
Continue Reading...

Thursday, April 9, 2009

ძველი ქუჩა

კვამლივით აკლაკნულა მთაწმინდის აღმართი
ქალი მიუყვება დაღლილი ცხოვრებით
თვალებზე დასტყობია თეთრი ღამეები
რომ გაუთევია ფერადი ოცნებით.

ქუჩი ბოლოს კი სკამია თეთრი
ლამაზი გოგო ზის თვალებანთებული
იმ გოგოს ბიჭი უყურებს ერთი
ვისთვისაც სამყაროა ერთად აღებული

ჩაუვლის ქალი, შეავლებს თვალებს
წყვილი შეპარვით უცქერს ერთამენთს
ის კი იგონებს ბედნიერ წამებს
როცა თავადაც დასთმობდა ყველაფერს


მეც ვიცი რომ დებილობაა,მაგრამ ჩემი დაწერილია და მიყვარს
:D

Continue Reading...

რიგითი რაიანის გადასარჩენად


უძლიერესი, უსერიოზულესი, უმაგრესი ფილმი...
საერთოდ, მეორე მსოფლიო ომზე ფილმები ჩემი სისუსტეა, მაგრად მიყვარს. მაგრამმ ეს იყო რაღაცა ძალიან ძალიან მაგარი
მსახიობები ნუ არ ვიცი :love: ტომ ჰენკსი და მეტ დეიმონი მარტო უმაგრესები :love: და დანარჩენებიც..
5 ოსკარი აიღო ფილმმა
სპილბერგი ნომერ პირველია!
Continue Reading...

წვიმიანი დღის ჩანაწერები

წვიმა ყოველთვს მიცვლით გუნებას...განსაკუთრებით, როცა მარტო ვარ. ფლეილისტში რაცჰაელ ყამაგატა-ს ბე ბე ყოურ ლოვე-ა. მოკლედ, ამინდმა და მუსიკამ კომედიურ-რომანტიკული პოსტის მიქსი შექმნა :D ზაფხული გამახსენდა. ომამდე ჯერ კიდევ, ჯაბა და მე ერთად რომ ვიყავით.ყველაზე სულელური გადაწყვეტილება ალბათ, რაც მიმიღია ის იყო, რომ ე.წ. "დაბრო" მივეცი :D რა თქმა უნდა, არ მყვარებია. რაღაც მომენტში მესიმპათიურებოდა. სანამ სიყვარულში გამომიტყდებოდა, მანამდე ერთი წლით ადრე გავიცანი, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთი მაგრად გვეკიდა, უბრალოდ ნაცნობები ვიყავით. აი, სკოლა რომ დამთავრდა და უსაქმურობისგან ორივე მთელი დღეები გარეთ რომ ვეგდეთ, შემთხვევით შემეჩეხა რამდენიმე თვის უნახავი ჯაბა. გამიხარდასავით ძველი ნაცნობის ნახვა.თან ნახვას ხომ გააჩნია :Dლევანიკოსთვის გამორთმეული ველოსიპედით დავქროდი, როცა ქუჩაში ჯაბა ვნახე. ნელა ჩავიარე, იდეაში უბრალოდ გაღიმებას და თავის დაქნევას ვგეგმავდი მისასალმებლად, მაგრამ ნურას უკაცრავად :D რადგანაც ნელა მივდიოდი, ხელით გააჩერა ველოსიპედი. რა გზა იყო, ჩამოვფოფხდი ველიკიდან, გადავკოცნე, მოვიკითხე. ვიღაც უროდ ძმაკაცთან ერთად იყო:D მოკლედ, წავედი-მეთქი რომ ვუთხარი, დაქალი მელოდებოდა, მთხოვა, გამოარეო მალეო, დავსი***იო ჩემს ძმაკაცთან მარტო დგომით, ცოტა წავილაპარაკოთო :D კარგი, ბაზარი არაა მეთქი, მაგრამ ისე არ დავბრუნებულვარ, როგორც ბაბუაჩემი არ მობრუნდება საიქიოდან :D2-3 დღის მერე კიდევ შევხვდი, ისევ შემთხვევით. სასტიკად მისაყვედურა, რომ იმ დღეს პირობა არ შევასრულე. ნუ, მე მაგრად მეკიდა:D ოდნავ მოგვიანებით, მე და ჩემი დაქალი კინოსთან რომ ვიყავით და ვიღაცას ველოდებოდით, ჯაბა გამეჩითა (მანდვე ცხოვრობს) ცოტა ხანს ვლაპარაკობდით, მერე კინოში დამპატიჟა, 6 საათიან სეანსზე. კარგი, მოვალ-მეთქი. ჩემი დაქალი არ გამომყვა, მე კიდევ ჯაბასთან ერთად მარტო წასვლა მეზარებოდა, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი ტიპია, აი, ზედმეტად სერიოზული როჟები რომ იჩითებიან ეგეთი :უსერ: ეგეც დავიკიდე და არ მივედი :მზე: სამი-ოთხი დღე იქნებოდა გასული, სმს მომდის... ჯაბა ვარო, მომიკითხა და დამიბრეხვა, ერთ ჩემს ძმაკაცს მოეწონე და უნდა გაგაცნოო. ნუ, რა საკითხავია, მივხვდი რანაირ ძმაკაცზე იყო საუბარი, მაგრამ დავიკიდე, არ შევიმჩნიე. მოკლედ ბოლოს და ბოლოს შევხვდი ჯაბას ... სიყვარულის ახსნები ი ვსაკიე ბლაბლაბლა:D მოკლედ, 5 დღეში უნდა მეთქვა, დაბროს მივცემდი თუ არა.ორი აზრი არ არსებობს, რომ ჯაბა არ მიყვარდა :D მაგრამ სიმპათიის მაგვარი რაღაც გამიჩნდა:D იმ დღეს მე და ჩემი ორი დაქალი "პონტში გავიჩითეთ", როგორც იტყვიან :D ისე მოხდა, რომ ჯაბას უბანში იყო ის, სადაც ჩვენ მივდიოდით:D ჯაბამ დამირეკა, გამოდიო, გელოდებიო. მეთქი ხუთ წუტში მანდ ვარ..მაგრამ ძალიან მეზარებოდა და 50 წუთის მერე გავედი:D აქ შეჩერდით და წარმოიდგინეთზაფხულის საღამოა... ოდნავ ცრის. ხელოვნურსაფარიანი მოედნის ცენტრში გოგო და ბიჭი ზის. გოგო სადღაც იყურება და ეღიმება. ბიჭი გოგოს უყურებს და დაბნეულად რაღაცას ელააპარაკება :D ირგვლივ ხეები, განათებები, ვარსკვლავები და წვიმა :რამანწიკა: მოკლედ, ჯაბას დავთანხმდი შეყვარებულობაზე. მახსოვს, ეგ რომ ვუთხარი, წამოდგა და მთელ ხმაზე დაიღრიალა YEEEEEEშ-ო :D მერე ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე, მენახა. ზარებიტ და მესიჯებით ტვინი გაბურღა:-სმერე ვნახე..პირველი პაემანი იყო :უსერ:აქედან დაიწყო ჯაბას ტანჯვა-წამება:Dარ ვიცი, რა მეტაკა, რომ ვნახე საოცარი სიძულვილი ვიგრძენი და ზიზღი..ახლაც არ ვიცი რატომ.სასეირნოდაც კი არ გავყევი, სახლში წამოვედი და გაცილების ნებაც არ მივეცი (მაგრამ 20 მეტრის უკან მოდიოდა ცალკე და მაინც მაცილებდა:D) იმ დღის მერე გავკაპასდი, არ ვნახულობდი, არ ვწერდი, არ ვპასუხობდი ზარებზე.სერიოზულად მაღიზიანებდა და დაშორება მინდოდა, მაგრამ რატომღაც არ ვეუბნებოდი ამასაც.სტადიონზე შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ ქალაქიდან წავედი...და გავიცანი თოკო:)) ჯაბა უკვე აღარც მახსოვდა;D სულ თოკოსთან ვიყავი და უკვე როცა აშკარა გახდა, იმასაც გაუჩნდა გრძნობები ჩემს მიმართ, მე ნაგლმა გამარჯობა როგორ ხარის გარეშე, პირდაპირ მივახალე ჯაბას სმს-ით არ მიყვარხარ და უნდა დავშორდეთ მეთქი (შეყვარებულობის 3 კვირის მერე:D) ზეიდიოტური ფრაზა, მეგობრებად დავრჩეთ-იც მივაყოლე..აზრზე არ ვარ რატომ:D საწყალმა მომწერა რაღაც გულსაკლავი წერილი,მაგრამ აღარ გამიცია პასუხი :Dეს იყო ყველაზე ხანმოკლე რომანი რაც მე ან ჩემს დაქალებს ოდესმე გვქონია:Dმერე მე დამპალი თოკოსთან ვიხსენებდი ხოლმე სიცილით ამ ამბავს:)))
Continue Reading...

Wednesday, April 8, 2009

ბიჭების 7 ტიპი

1. რომანტიკოსი

სჯერა გულწრფელი გრძნობების. საყვარელ ქალს ყვავილებსა და შოკოლადებს ჩუქნის. არ ივიწყებს დაანთოს სანთლები რომანტიკულ ვახშამზე. ყოველთვის პოულობს დროს, რომ გამოხატოს გრძნობები


2. თავდაჯერებული

ის სრულიად დარწმუნებულია საკუთარ თავში. მის გარშემო ძალაუფლების აურააა. მას არავისი შურს, რადგან სჯერა, რომ ქალები ყოველთვის "ნამდვილ მაჩოებს" ანიჭებენ უპირატესობას.

3.არტისტული

იგი თვითნებურია, შეუძლია, ცხოვრება ნამდვილ ფეიერვერკებიან დღესასწაულად აქციოს. ის ყველა თავის უნარს იყენებს, რომ მოხიბლოს ქალი. იგი უმღერის სერენადებს და ლექსებს უძღვნის მას :crazy:


4. უცხოელი (ეს ცალკე ტიპი რატოა ვერ მივხვდი :D )

ის ჩამოვიდა შორეული ქვეყნიდან. მას აქვს უჩვეულო აქცენტი და უნიკალური სამყაროს აღქმის უნარი. ამ კატეგორიაში რომ მოხდე, საჭიროა იყო ექსტრაორდინალური, იპყრობდე განსაკუთრებულ ყურადღებას

5. თავისუფალი (ე.წ. Bad Boy)


ის ჩნდება იქ, სადაც არის ქარი, სტიქია, სადაც არ არის მოსაწყენი წესები და პასუხისმგებლობები. ის ეძებს თავგადასავლებს და სძულს ერთფეროვნება. ის ყველაფერს აკეთებს როცა უნდა, დაუფიქრებლად, მისთვის მთავარია ადრენალინი 
:flirt:

6. ინტელიგენტი

ის მუდამ საინტერესო საუბარს ამბამს და ყურადღებიანი მსმენელია. აქვს ბრწყინვალე იუმორის გრძნობა. მას შეუძლია პოლიტიკაც კი საინტერესო თემა გახადოს. მასთან შეგიძLია საათობით ილაყბო და ყოველთვის მოგეჩვენოს, რომ მცირე დრო გაატარე მის გვერდით.

7. ყურადღებიანი

ის ქალს უღებს მანქანის კარს, იხდის სადილის ფულს , არ ავიწყდება დესერტის შეკვეთა. იგი არასოდეს აყენებს ქალს უხერხულ სიტუაციაში, მუდამ პოულობს საჭირო სიტყვებს, რომ დაამშვიდოს როცა ის აღელვებულია. მას შეუძLია, ყოველთვის გაუგოს ქალს..
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon