Sunday, August 23, 2009

ფრანგული ენის დიპლომი "DELF-DALF"

"დილFის" გამოცდა ფრანგულ ენაში ტარდება და როგორც ვიცი, 6 დონეა. პირველი , ყველაზე მარტივი, A1, მერე A2, B1, B2, C1,C2.. ვინმეს ჩაგიბარებიათ ეს გამოცდა? მე ჩავაბარე მაისში A1 და ნოემბერში A2-ის გამოტოვებით B1-ის გამოცდაზე უნდა გავიდე ( თუ ავიღე, A1-ც მეთვლება)...
Continue Reading...

საჩუქრები ბიჭისთვის :)

საჩუქრის ჩუქნა საყვარელი ადამიანისთვის ყოველთვის პრობლემაა. გვსურს , ვიყოთ ორიგინალურები, ყურადღებიანები, გავახაროთ სასიამოვნო საჩუქრით, მაგრამ რთული საქმეა, მით უმეტეს, როცა გოგოები ვარჩევთ საჩუქარს ბიჭისთვის... ნუ, ბიჭი თუ ვერაფერს მოიფიქრებს, სუნამოს და ყვავილებს მაინც უყიდის საყვარელ ქალს ან მეგობარს.. :D ჩვენ კი... მინდა შემოგთავაზოთ ბიჭებისთვის საჩუქრების რამდენინმე იდეა :) იმედია გამოგადგებათ...
Continue Reading...

Saturday, August 22, 2009

ფრენისთვის...

ის დღე არაფრით გამიორჩეოდა სხვებისგან. რიჟრაჟისთანავე ჩემმა ტვინის ხვეულებმა სიგნალი მომცეს, რომ გაღვიძების ჟამმა მოაწია. რაკი სხვა გზა არ მქონდა, წამოვწიე თავი და ჯინსებში წავყავი ფეხი, თხელი მაისური გადავიცვი, ზურგჩნთა მოვიგდე, ყურსასმენები გავირჭე ყურში და ოჯახის წევრებისთვის ხმის გაუცემლად გავყევი სკოლის მრავალგზის გავლილ გზას, რომელიც იმდენად მომყირჭდა, მზად ვიყავი სხვა ქუჩებით მევლო და მარშრუტი დამეგრძელებინა...არა რა, რა მაგარი იქნებოდა ახლა ესპანეთში! სადმე ღია ცის ქვეშ, ჩემს ესპანელ მეგობრებთან...
Continue Reading...

ჩვენს პატარას სცივა..

ჩვენს პატარას ცივა.დილის 5 საათია, ცას სანახევროდ ვარდისფერი შეეღვარა. თხელი მოსასხამი შემოვიცვი და აივანზე გავედი. იდაყვები მოაჯირს დავაყრდენი, თავი გადავხარე, მარცხენა თვალთან ჩამოყრილი თმა მარჯვენა ხელით გავისწორე და შენ გადმოგხედე. ისევ მშვიდად წევხარ ლოგინში, ნათურის შუქი შენს შუბლს ანათებს. საწოლთან კოხტად ჩალაგებული ჩემოდანი დევს , ზიზღით შევხედე. საერთოდ, გიყვარს სიკოხტავე, ჩემსავით. ოთახშიც ყველაფერი მოწესრიგებულია, წიგნების გარდა... სად, რომელ კუნჭულში არ ნახავს კაცი მომეფანტულ წიგნებს.....
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon