Sunday, August 23, 2009

ფრანგული ენის დიპლომი "DELF-DALF"





"დილFის" გამოცდა ფრანგულ ენაში ტარდება და როგორც ვიცი, 6 დონეა. პირველი , ყველაზე მარტივი, A1, მერე A2, B1, B2, C1,C2.. ვინმეს ჩაგიბარებიათ ეს გამოცდა? მე ჩავაბარე მაისში A1 და ნოემბერში A2-ის გამოტოვებით B1-ის გამოცდაზე უნდა გავიდე ( თუ ავიღე, A1-ც მეთვლება)

Continue Reading...

საჩუქრები ბიჭისთვის :)




საჩუქრის ჩუქნა საყვარელი ადამიანისთვის ყოველთვის პრობლემაა. გვსურს , ვიყოთ ორიგინალურები, ყურადღებიანები, გავახაროთ სასიამოვნო საჩუქრით, მაგრამ რთული საქმეა, მით უმეტეს, როცა გოგოები ვარჩევთ საჩუქარს ბიჭისთვის... ნუ, ბიჭი თუ ვერაფერს მოიფიქრებს, სუნამოს და ყვავილებს მაინც უყიდის საყვარელ ქალს ან მეგობარს.. :D ჩვენ კი... მინდა შემოგთავაზოთ ბიჭებისთვის საჩუქრების რამდენინმე იდეა :) იმედია გამოგადგებათ :D

1. ვერცხლის ბეჭედი.


რაიმე სადა , სუფთა ვერცხლის ბეჭედი , ჩემი აზრით, კარგი საჩუქარი იქნება. თან მუდამ ხელზე ეკეთება და ყოველთვის შენ გაახსენდები, როცა თვალში მოხვდება :D

2. საფულე.

მე ჩემს მეგობარს ვაჩუქე დაბადების დღეზე და ძალიან გამოადგა. შეგიძლიათ მომბაძოთ :)

3. დიდი პოსტერი.

რატომღაც ეს იდეა ძალიან მომწონს... შეუკვეთეთ ძალიან დიდი პოსტერი საყვარელი სელებრითის გამოსახულებით და დარწმუნებული ვარ, გაახარებთ მეგობარს, ან შეყვარებულისთვის იდეალური იქნება, გააკეთოთ უზარმაზარი ზომის ფოტო,რომელზეც თქვენ და ის ხართ აღბეჭდილები :D

4. ფოტოალბომი.

უბრალო ფოტოალბომი კი არა! :D შეყვარებულისთვის შესაძლებელია გააკეთოთ ალბომი, რომელიც თქვენი ფოტოებით იქნება სავსე და რამე ლამაზი წარწერებით დაამშვენოთ , მეგობრისთვსაც შეიძლება ანალოგიური , ახლო სამეგობრო წრის ფოტოებით :)

5. საათი.


რამე გემოვნებიანი დიზაინის საათი მშვენიერი საჩუქარია, თუ ფინანსები გყოფნით, ცნობილი ბრენდის საათს თუ აჩუქებთ, ამას რა სჯობს :)

6. სასმელი.


იშVიათი და ძვირიანი სასმელის თუნდაც ერთი ბოთლი გადასარევი საჩუქარია ბიჭისთვის... იმჰო.. :D


პ.ს. აუცილებლად დაწერეთ, რომელი იდეა მოგეწონათ :)
Continue Reading...

Saturday, August 22, 2009

ფრენისთვის...

ის დღე არაფრით გამიორჩეოდა სხვებისგან. რიჟრაჟისთანავე ჩემმა ტვინის ხვეულებმა სიგნალი მომცეს, რომ გაღვიძების ჟამმა მოაწია. რაკი სხვა გზა არ მქონდა, წამოვწიე თავი და ჯინსებში წავყავი ფეხი, თხელი მაისური გადავიცვი, ზურგჩნთა მოვიგდე, ყურსასმენები გავირჭე ყურში და ოჯახის წევრებისთვის ხმის გაუცემლად გავყევი სკოლის მრავალგზის გავლილ გზას, რომელიც იმდენად მომყირჭდა, მზად ვიყავი სხვა ქუჩებით მევლო და მარშრუტი დამეგრძელებინა...არა რა, რა მაგარი იქნებოდა ახლა ესპანეთში! სადმე ღია ცის ქვეშ, ჩემს ესპანელ მეგობრებთან ერთად ვიჯდე, გიტარაზე აწყობულ ესპანურ ცეცხლოვან მელოდიებს ვუსმენდე...მერე ეგ ცეცხლი ჩემს თვალებში აირეკლებოდა , ჩემი თვალებიდან კი - ცაზე და ვარსკვლავებად გამოჩნდებოდა... ნელი სიო დაუბერავდა, ჩემი დატალღული თმის ბოლოებს აშლიდა და ალერსიანი შეყვარებულივით ნაზად მომეფერებოდა ტუჩებზე...
ვინ გაცდის ოცნებას, ჩემმა ძმაკაცი შემაჯანჯღარა და საოცარი აღტყინებით მკითხა:
- უყურე გუშინ "ჩეს"? ( ოოოოხ, დათო შენი დაგეტოვებინე ჩემს ესპანეთში)
- აა,იმას, ჩე გევარაზეა რომაა? ბენისიო დელ ტორო თამაშობს ხოომ?
- კი, კი, ეგა. არ უყურე?
უკვე მეორე კვირა იყო, რაც ამ ფილმით ტვინს ბურღავდა...აი, მე არადა ცალ ფეხზე მეკიდა ეგ კუბელი ექიმი.
- ხოო...რავიცი...რას შვები შენ?
- რავიცი, ძმამ თხილამურები უნდა ჩამომიტანოს მალე გერმანიიდან...
- ვა, შენ რა მაგარი ძმა გყავს, ამას წინად ტამტამიც ხომ გაჩუქა
მეც მინდა ასეთი დედმამიშვილი...მაგრამ ძმა საერთოდ არ მყავს..დედაჩემს თავის შეწუხება აღარ უნდოდა.. თორემ რა იცი, რა ხდება, იქნებ ჩემი ძმა ესპანეთში წასულიყო საწავლებლად, ვინ იცის...


კლასში შევედი, ჩემს მერხთან ბიჭების ბირჟა ბუზღუნით დავშალე და კუთვნილი ადგილი დავიკავე. ჩანთიდან ჩემი საყვარელი ბლოკნოტი ამოვიტანე. თითქმის ჩემი ყველა ოცნება დანაკუწებულ-დაჭრილი აქ იყრიდა თავს... ეს 40 ფურცელი ჩემი პატარა ესპაენთს წარმოადგენდა... ალერსიანი თვალებით გადავშალე პირველი გვერდი, აი,ისეთი მზერით, ჩვილ ბავშვს რომ დასქცერის ახალბედა დედა, თან რომ ეშინია, არ გავაღვიძოო...უცებ ყველაფერი აბრჭყვიალდა, დაბზრიალდა, ერთმანეთში აირია და აიგლისა...გონს რომ მოვეგე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, რაღაც გრილსა და რბილზე ვიწექი... ხელები რომ ჩავწიე, კვეთრმა ნათებამ მომჭრა თვალი... მზე იყო. წამოვდექი. ირგვლივ სიმწვანე და მთები გახლდათ...ტბის პირას ვიდექი. ნაპირთან ახლოს დიდი ქვა ეგდო, ცალი ფეხით შევახტი და მზერა მიმოვატარე ლანდშაფტს. ნამდვილად ის არის! კოვანდონგას ტბა. საიდან ვიცანი? ჩემს ბლოკოტში ზუსტად ეგ სურათი მეკრო პირველ გვერდზე... ჩემდა უნებურად გამეღიმა. ხელებით ღვთაებრივ სითხეს შევეხე, კოვადონგას წყალს! მერე ეგ სითხე ჩემს ტუჩებს, თვალებს და შუბლსაც ვაზიარე...
მსუბუქი სირბილით ბილიკს გავყევი და მალე ტრასამდეც მივაღწიე. მალე ალვარო გამოივლის, ჩემი მამობილი ქალაქიდან სოფელში მოდის... აი, უკვე ვხედავ მის ლურჯ მანქანას... ჩვეული ღიმილით ხელს მიქნევს და თავს ჰყოფს მანქანიდან:
- ¿cómo está usted, mi querido
- muy feliz papá y tú?
- He te espera desde hace mucho tiempo querida
- ahora estamos juntos
სიხარულისგან ღიმილი მაქსიმალურად მეწელება სახეზე... მამობილს ვეხუტები და წინა სკამზე ვთავსდები
- ესტელა ჩვენს თეთრ სახლში გველოდება, ჩემო გოგონა! ძალიან დიდხანს გვალოდინე, 17 წელს ეხუმრები?
სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ და ხარბად ვისუნთავ ცხელ ჰაერს.


მალევე შევედით სოფელში. აქ იცით როგორი გზებია? ვიწრო, ქვაფენილებით მოკირწყლული და აღმართ-დაღმართოვანი. ქვებით ნაგები სახლებია ჩამწკრივებული ძალიან კოხტად... სოფლის სიღრმეში, ერთ პატარა,მაგრამ ძალიან ლამაზი სახლი დავლანდე. რა თქმა უნდა, მაშინვე ვიცანი. ამ სახლში ხომ მე, ალვარო და ესტელა ვცხოვრობთ. ახლა ესტელა ალბათ სამზარეულოში დგას, საყვარელ მელოდიას ღიღინებს და პაელას ამზადებს. იცის, რომ ეგ ჩემი საყვარელი კერძია, თანაც მსოფლიოში ვერავინ ამზადებს პაელას ესტელაზე გემრიელად, იმიტომ რომ ორივეს ერთი სამშობლო აქვთ, ეს ვალენსიაა. ალვარო მანქანას ამუხრუჭებს თეთრ ჯებირთან, მე მსუბუქად ვაწვები თეთრ გალავანს და ეზოში შევდივარ. 3 წლის რომ ვიყავი, ესტელამ აქ ბევრი პალმის ხე დარგო, ერთი ტერასასთან, ერთი კართან, დანარჩენები მთელ ეზოშია მიმმოფანტული. არ მომიტყუებიხართ, ჩვენი სახლი მართლა ლამაზია. კედლები თეთრია, სანახევროდ ქვისაა, სანახევროდ - შელესილი. ვარდისფრად შეღებილ ფანჯარას ღია ცისფერი ფარდები ლამაზად ეხამება , ფანჯრის ქვეშ დიდი ქოთანი დგას და შიგ ყვავილებიანი კატქუსი გაუხარებია ესტელას. სახლის თეთრ თაღებზე წვრილად მიიკლაკნებიან სუროს ფოთლები , იქვე საქანელა დგას... სახლის წინ აუზია, ცისფერი კედლებით , კუთხეებში დიდი საყვავილეები დგას... ჩემი საყვარელი შეზლონგი უცვლელად მხვდება.
ესტელამ როგორც ჩანს, კარის ჭრიალის ხმა გაიგო, ჩემთან მოირბინა და გულში ჩამიხუტა
- როგროც იქნა, როგორც იქნა, ჩემო გოგო!
მინდოდა, რამე მეთქვა...რამე კი არა, ძალიან ბევრი რაღაც მსურდა , მაგრამ სიხარულის ცრემლებმა ლაპარაკის უნარი წამართვეს, თავი ესტელას თბილ მკერდს მივადე და ისე ავქვითინდი, 5 წლის გოგო რომ ატირდება ხელიდან დავარდნილი ნაყინის გამო. ესტელა თითებს თმაში მიცურებდა და ნაზად მკოცნიდა თავზე. დედობრივი სიყვარული სუნი მძაფრად მცემდა და ნესტოები სიამოვნებისგან მებერებოდა. ალვარო შეუმჩნევლად მოგვეპარა, ხელი მოგვხვია და ოთახში შეგვიძღვა.
ესტელა პაელას მიუბრუნდა, დროდადრო ალერსია მზერას აპარებდა ჩემკენ, ალვარო საქმიანად ეძებდა კასეტას.
- აი,ვიპოვე, ჩვენი ქორწილის ვიდეო, - სახე გაუნათდა მამობილს.
- როგორ მაინტერესებს, ჩართე რა! - ვთხოვე.
ესტელამ გაიცინა და ისე აიქნია ხელი, კახელმა გლეხის ქალებმა რომ იციან.
ეკრანზე კადრები გამოჩნდა. ფართო მოედანი, ხალხით სავსე... გრძელი , ოვალური კიბე და კიბის წინ შადრევანი.. მაღლა ტაძარი მოჩანს... ესტელას ოქროსფერი თმა გორგალივით აუხვევია და დაუმაგრებია, სადა, მაგრამ ლამაზი თეთრი კაბა აცვია..ალვაროს მისი ხელი მუჭში აქვს მომწყვდეული და სიყვარულით სავსე თვალებით შესქცერის... ისეტი ამინდია, ისეთი ღრუბლები, ფრენას მოგანდომებს...ესტელაც ისეთი ჰაეროვანია,თითქოს ეს-ესაა, მაღლა აიწევსო. ვუყურებ ამ კადრს, მოჯადოებულივით ვარ..თითქოს ტრანსში..პაელას სურნელი, ესტელას ღიღინი,ალვაროს ჩემს მხარზე ჩამოდებული თავი და მათი ქორწილის კადრი რაღაც საოცარ სინთეზს ქმნის...

უცებ ზურგზე ვიღაცის ხელი მეხება. ეს ვინღაა?

- ეეეეე,სად დაფრინავ, ზარი დაირეკაა, იუჰუუუუ, კიდევ რამდენ ხანს უნდა უყურო მაგ ბლოკნოტს? - დათო ჩამყვირის ყურში...
- აუ, შემეშვი რა! ფრენა არა კონგლომერატი, დამანებე თავი!- შევუბღვირე ჩემს მტერს
- ჰო კაი, უი იმ teen.ge-ლმა გიორგიმ დაგისკანერა ეგ ფოტო, ვიღაცის ქორწილი როა გადაღებული სადღაც კიბეებთან, რაში გინდოდა ისე?
- ფრენისთვის...
Continue Reading...

ჩვენს პატარას სცივა..

ჩვენს პატარას ცივა.
დილის 5 საათია, ცას სანახევროდ ვარდისფერი შეეღვარა. თხელი მოსასხამი შემოვიცვი და აივანზე გავედი. იდაყვები მოაჯირს დავაყრდენი, თავი გადავხარე, მარცხენა თვალთან ჩამოყრილი თმა მარჯვენა ხელით გავისწორე და შენ გადმოგხედე. ისევ მშვიდად წევხარ ლოგინში, ნათურის შუქი შენს შუბლს ანათებს. საწოლთან კოხტად ჩალაგებული ჩემოდანი დევს , ზიზღით შევხედე. საერთოდ, გიყვარს სიკოხტავე, ჩემსავით. ოთახშიც ყველაფერი მოწესრიგებულია, წიგნების გარდა... სად, რომელ კუნჭულში არ ნახავს კაცი მომეფანტულ წიგნებს.. გახსოვს, ალბათ, როგორ გვიყვარდა ლამაზი ყვავილების მოძებნა და მერე მათი გახმობა. წიგნებში იმ ფურცლებს შორის ვდებდით ხოლმე, რომლებზეც დაბეჭდილი სტრიქონები ყველაზე მეტად გვამახსოვრდებოდა. ახლაც იმ გამხმარ ყვავილებს ვეძებდი, ყველა წიგნი გადავქექე, რომ მეპოვნა..თითქმის ყველა ვნახე...თითქმის.

ჩვენს პატარას ცივა.
მუცელზე მჭიდროდ შემოვიხვიე ხელები,რომ გავათბო. შენც ასე მხვევდი ხოლმე ხელებს იქამდე... იქამდე სანამ ის გამოჩნდებოდა და ჩვენს ბავშვს თავის კუთვნილ სითბოს წაართმევდა. გახსოვს, როგორ ვიხსედით ამ აივანზე? მე შენს მხარზე ჩამოვდებდი თავს, შენ მუცელზე შემომაწყობდი თითებს , ჩემი თმის ბოლოებს კბილებში მოიქცევდი და უაზროდ ბევრს მეტიტინებოდი, როგორ ააგებდა ჩვენი პატარა პლასტმასის სათლებით ქვიშის კოშკებს, როგორ მოირბენდა ატირებული და ბუნჩულა თითებით გაკაწრულ მუხლს როგორ დაიფარავდა, როგორ ჩაბღუჯავდა ორივე ხელით ბამბის კანფეტს, როგორ მიუსკუპდებოდა გაბადრული სახით მერხს პირველ სექტემბერს.. მე მეღიმებოდა ხოლმე და თმას გიჩეჩავდი, შენი ხასიათივით ურჩ თმას.


ჩვენს პატარას ცივა.
გუშინ რომ გამომიცხადე, სახლიდან მივდივარო, გული შემეკუმშა. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და თავი ჩავღუნე. ვერაფერი გითხარი, ვერაფერი, იმიტომ რომ თავში აზრები არ მომდიოდა. მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, ბოლოს ისევ შენ გამომაფხიზლე, თავზე ხელი გადამისვი და პატიება მთხოვე. მერე ჩემოდანს დაავლე ხელი. აი,მახსენდება და ცრემლი დაუკითხავად , ცელქი ბავშვივით მორბის ჩემს ლოყაზე. მაგრამ არ ვიტირებ. შენ ისევ აქ ხარ , აღარ წახვალ. რატომღაც ახლა მომინდა, დაგხატო. შავ კალამს ვიღებ და შენი გამოსახულება ფურცელზე გადამაქვს. ისეთი აღგბეჭდე, შენ რომ ხატავდი ანიმეს გმირებს.

ჩვენს პატარას ცივა.
სულ მალე..სულ მალე მოევლიება ამ სამყაროს. იცი,ექიმმა თქვა, სამ დღეშიო. რა კარგია, რომ არ გაგიშვი, რომ აქ ხარ. სამი დღეც და მე,შენ და ჩვენი პატარა ერთად გავფრინდებით. იქ, სადაც არ არის სიცივე, იქ, სადაც ბევრი ლამაზი ყვავილია, იქ, სადაც ჩვენი პატარა ხშირად გაიცინებს, შენ ხშირად მოიმწყვდევ ჩემი თმის ბოლოებს კბილებშუა მე კი ხშირად აგიჩეჩავ თმას. ცივი დილაა, ისეთი ცივი, როგორიც ჩემ მიერ ჩარჭობილი დანა შენს გულში...

ჩვენს პატარას ცივა.



Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon