Showing posts with label მეგობრები. Show all posts
Showing posts with label მეგობრები. Show all posts

Saturday, January 2, 2010

My New year :D

ერთ საახალწლო პოსტს მეც გამოვაცხობ :)

31 დეკემბრის ღამისთვის ბევრი შემოთავაზება მქონდა..მაგრამ დედაჩემის წყალობით ყველაფერი ჩამეშალა...აქაოდა, ახალ წელს სახლში უნდა შეხვდე, რა გინდა სხვის ოჯახშიო ( ლოლ! :D ) , არ გამიშვეს არსად და მომიწია, 12 საათის შესრულებას სახლში დავლოდებოდი.. იდიოტური ახალი წელი იყო. 4-მდე ფორუმზე ვპოსტავდი, მერე დავიძინე :)))
მეორე დღეს სად აღარ ვიყავი..
ჯერ მაკოსთან გავზქურე , სააკაძეზე . გზაში ერთ-ერთმა ფორუმელმა დამირეკა, სადმე გავიდეთო . მაკოს გავუარე, მერე ნიკამაც გამოგვიარა მანქანით და წყნეთში ავედით ლუდებით და ჩიპსებით :)) მაღლა რომ ავდიოდით, როგორც ყოველთვის, ცუდად გავხდი, გული ამიჩქარდა.. საერთოდ, ამ ბოლო დროს ხშირად მიხდება გული ცუდად და ეტა ნე კ დაბრუ :შ (ახლა ნოდომ გვერდითა ოთახში ისე გადაიხარხარა, გული გამისკდა:D )
ავედით სადღაც მაღლა, ძალიან ლამაზი ადგილი იყო.. მანდ ვიყავით 1 საათით, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ და ცამოვედით:) გზაში მაკომ მოინდომა მანქანაზე დაჯდომა :შ მე გული გადამიქანდა, სადმე არ გადაგვჩეხოსთქო,მაგრამ გადავრჩით :)
მერე ყვავამ მამცნო, რომ სადღაც ფართის გაკეთებას აპირებდნენ და მეც ავსულიყავი.. თან მეზარებოდა, თან რა მეკეთებინა არ ვიცოდი და ბოლოს გადავწყვიტე, ავსულიყავი. მაკოს წაყვანაც მინდოდა,მაგრამ დემემ დაურეკა და წავიდა :ს ნიკა გავიყოლე და წავედით სადღაც ტრ""ში , კერძოდ, სოფელ გლდანში :D გზაში კლასელებმა დამირეკეს, ვიკრიბებით და მოდიო.. ცოტა ხანში საბამაც დამირეკა, კაფეში ვიქნებით 9-ზე და მოდითO :D
ჯერ ავედი (თ) გლდანში :შ მანდ პირველად ვიყავი და საერთოდ ცივილიზაცია თუ იყო არ მეგონა (კიარადა არც არის:D) იქ რომ მივედით, პირველი ( ნუ ყვავას მ ერე) რაღაც უზარმაზარი ძაღლი შემოგვეგება :შ ვერ ვიტან ცხოველებს :( ცოტა ხანი ვიყავი, ჩაი დავლიე ))))))) არაყზე სასტიკი უარი განვაცხადე და წამოვედი :D
მაკოს გავუარე , ბიჭები უნდა გვენახა,მაგრამ გლდანიდან ჩამოსვლა შემაგვიანდა და თურმე უკვე სახლებში წასულან :შ საბას დავურეკე, გამოგვიარეთქო... ვიყინებოდით გარეთ, სპორტის სასახლესთან:D
როგრც იქნა, საბაც მოვიდა და წერეთელზე წავედით, საბას კაფეში.
იქ რაღაც საშინელება დაგვხვდა.. :D წინა ღამის ნასუფრალი მაგიდები, ჭუჭყის გუბეებიანი სამზარეულო, მოკლედ საღორე :D
მე , მაკომ, საბამ და კიდევ ბიჭებმა დავალაგეთ შეძლებისდაგვარად.. :D
ცოტა ვიმზარეულეთ კიდეც :))
მე Fილეების შეწვა ვიკისრე, მაგრმა მერე დამეზარა და საბას გადავაბარე :D
და რა თქმა უნდა, კაცებს არაფერი უნდა ანდო..ზეთიანი ტაფა ღუმელში ჩატოვა და ხანძარი გააჩინა)) დათო მვიარდა და ლიმონათით აქრობდა:D ნუ..რაღაც არანორმალური ღამე იყო.. :D
Continue Reading...

Sunday, December 13, 2009

გამარჯობა, პატარავ!


გამარჯობა, პატარავ!


ახლა ალბათ სახლის კიბეზე ჩამოსკუპებული ფერად-ფერად კაბებს უკერავ შენს ბარბის, დროდადრო ჩამოყრილ ქერა კულულებს ისწორებ, აწეწილ-დაწეწილი რომ არის ხოლმე. მერე დედა დაგიძახებს, მოდი, ჭამეო.. შენ დაიჭყანები და გამობუშტული ტუჩებითა და ბუზღუნ-ბუზღუნით მიუჯდები მაგიდას და მრისხანე მზერას ესვრი. ის კი საქმიანად გამოიწვდის ჩანგლიან ხელს, რომ პაწია ტუჩები გახსნა და ჩაყლაპო ლუკმა...
ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან, სიცივისგან მობუზული და შენს გახსენებაზე მეღიმება... ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს მომენატრებოდი,მაგრამ ახლა ძალიან მენატრები, პატარავ.
გახსოვს, ძალიან რომ წვიმდა... შენ გოგოებთან ერთად გინდოდა მარიკას სახლში ვიდეოკასეტებისთვის გეყურებინა,მაგრამ დედა არ გიშვებდა, ფეხებს დაისველებო. მაშინ მაიკომ აგიყვანა და ასე ხელში ატაცებული მიჰყავდი, ხვნეშითა და გაჭირვებით, ფეხი რომ აუსრიალდა და დაეცა. შენი გაადარჩენის მცდელობისას საშინლად იტკინა მუხლი, გაეჭრა და ახლაც ამჩნევია ის ნაიარევი.

გახსოვს, როგორ ბერავდა მთელი სამეზობლო შენს გასაბერ აუზს, რომელშიც მარტო შენ ეტეოდი,მაგრამ მაინც ყველა ბავშვს ერთი სული ჰქონდა, როდის გაიბერებოდა...

გახსოვს, როგორ ტიროდი, გოგოები რომ წავიდოდნენ სასეირნოდ და შენ დედა არ გიშვებდა, ისინი დიდები არიან , რა გინდა მათთანო.. აქვითინებული შევარდებოდი შენს ოთახში და ხელისგულებში თავჩარგული იცრემლებოდი. დედა დანანებით ამბობდა, რა ცუდია, უბანში შენხელა არავინაა, ყველა დიდიაო.

გახსოვს, ყოველ დღე ფანჯრიდან ლიანდაგებს რომ უყურებდი და იქ სიარულზე ოცნებობდი,მაგრამ არ გიშვებდნენ ხოლმე...

იცი, ამას წინად მე და მაიკო ვიყავით იმ ლიანდაგებზე და ვიხსენებდით..
ნინოს უკვე ანანო ჰყავს, მალე მეორე პატარაც ეყოლება... მონიკა ფოთში გაგვითხოვდა..ქრისტინა "მერიოტში" მუშაობს... ნანა საბერძნეთში წავიდა... მარტო მე და მაიკო შემოვრჩით უბანს..მაგრამ მალე , 5 თვეში მეც გავფრინდები ბუდიდან.. გტოვებთ შენ და მაიკოს..


ბიბლიოთეკაში ის სურათი აღარ ჰკიდია, ბორჯომში რომ დაგხატა ერთმა ბიძიამ.. ქერა , გაწეწილი თმა, ლურჯი კომბინიზონი და შავი ყელსახვევი რომ გიკეთია..

იცი , მე და შენ საერთოდ აღარ ვგავართ ერთმანეთს..
მე აღარ ვარ ქერა,
მე აღარ ვთამაშობ ბარბებით,
მე აღარ ვოცნებობ დიზაინერობაზე,
მე აღარ მგონია ბებია ბოროტი კუდიანი...
მე აღარ მინდა, სკოლაში ყველა ბიჭზე ძლიერი ვიყო, რომ ვისი ცემაც მინდა, ყველასი შემეძლოს.
მე აღარ ვარ შენ,
მაგრამ აბა , მამაჩემს ჰკითხე?!
Continue Reading...
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon