მახსოვს, მესამე კლასში ვიყავი, მე და დედა რუსთაველზე ვსეირნობდით. დედას ძალიან უყვარდა ეს სეირნობები, განსაკუთრებით წიგნების თვალიერება. ერთხელ ერთი პატარა, თხელი წიგნი შემომაჩეჩა, რომელზეც ოქროსფერთმიანი, ხუჭუჭა ბიჭი იყო დახატული და მითხრა, რომ ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა გახდებოდა. გადავათვალიერე, მივჩიჩქნ-მოვჩიჩქნე ფურცლები, მაგრამ უინტერესოდ მეჩვენა, თან სულ რამდენიმე ნახატით იყო ილუსტირერბული, ისინიც აბდა-უბდად ჩავთვალე და უკმაყოფილოდ გავუწოდე, რომ ჩანთაში შეენეხა.სახლში მისულმა მოთხრობა მაინც წავიკითხე , მაგრამ ამ პატარა წიგნის კითხვა ისე გავაჯანჯლე, ლამის მტელ თვეს მოვუნდი )) წიგნების თაროში ღრმად შევჩურთე...
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. თეთრბაფთიანი მერვეკლასელი, კლასის სანიმუშო მოსწავლე ერთმა შემთხვევამ კვლავ დამამეგობრა პატარა უფლისწულთან. ერთ-ერთ გაკვეთილზე ლიტერატურის მასწავლებელმა გაოცებულმა ჰკითხა ჩემს დაქალს, "როგორ, შენ "პატარა უფლისწული" არ წაგიკითხავს?" სახლში მისულმა მთელი თარო დავაცარიელე, რომ ის პატარა, სადღაც სქელტანიან რომანებს შორის შეჩურთული წიგნი მეპოვნა. გადავშალე და იქვე ჩავჯექი, დიდ გაყინულ ოთახში "პატარა უფლისწულის" კითხვაში რამდენიმე საათი ისე გავატარე, არც მიგვრძნია, როგორ გამეპარა დრო.
იმ დღეს ახდა დედაჩემის წინასწარმეტყველება.
მას მერე ვინ მოთვლის, რამდენჯერ წავიკითხე პატარა ბიჭუნაზე ეს ისტორია , რომელიც სულაც არ არის პატარებისთვის. ნაწარმოების არსი რომ გაიგო, ბავშვის აზროვნება, დამერწმუნე, არ გეყოფა. "ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა" ასე იწყება ისტორია. პატარა უფლისწული ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა ესწავლებინა ავტორისთვის სიყვარული. შეამეცნებინა უმაღლესი ადამიანური ღირსებები და მერე უთხრა, რომ წასვლის ჟამი დაუდგა. უფლისწული დაიღუპა ტანჯვით, ტკივილით და ისევ თავის შორეულ პლანეტას დაუბრუნდა. თუმცა, იგი ეგზიუპერის გულში სამარადჟამოდ დარჩა.
მოთხრობის სულს რომ ჩასწვდე, უნდა აზროვნებდე მოზრდილის გონებით,მაგრამ გულში უნდა იყო ბავშვი, რომელსაც შეუძლია დაინახოს მახრჩობელა გველი, რომელიც სპილოს ჩაუყლაპავს. ეგზიუპერი, რომლმაც ჩვენს ცხოვრებაში შემოიყვანა პატარა უფლისწული, სწორედ ასეთი ადამიანი იყო:) ის, ყველა დიდის მსგავსად, მუშაობდა, რომ ეშოვა ფული , პრესტიჟი და დიდება - იყო პილოტი, აწყობდა თვითმფრინავებს, ეხმარებოდა გასაჭირში ჩაცვენილ პილოტებს. მაგრამ, ამავდროულად აკეთებდა ის რაღაცებს, არსაც აკეთებენ პატარები - ხატავდა სურათებს, გულში ჰქონდა სიყვარული, იზიარებდა მწუხარებას, იწერდა გიჟურ სიტყვებს ფურცლებზე.
ერთხელაც მან ასეთი გიჟური სიტყვები ჩაიწერა სადღაც - Le petit Prince (პატარა უფლისწული).
დამიჯერეთ, ეს არ არის უბარლოდ წიგნი.
იმდენ რამეს ისწავლით, იმდენ რამეს შეიგრძნობთ.
დაინახავთ მთავარს:
უნდა გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს.ეს მოთხრობა, 100 გვერდი ძლივსაა.
მაგრამ ჯადოსნური ასი გვერდია!
როცა სასოწარკვეთა შემიპყრობს, ვუყურებ ცას და ვცდილობ გავცე იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა დასვა:
"ახედეთ ზეცას და ჰკითხეთ თქვენს თავს: "შეჭამა თუ არა ბატკანმა ვარდი?" და ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი
მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან, რა მნიშვნელოვანია ეს!"საყვარელი ციტატები:
"ცრემლების ქვეყანა იდუმალებით მოცული სამყაროა"
"პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ"
"როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს"
"ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც შეუძლია. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონერებას უნდა ემყარებოდეს"
"საკუთარ თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი გამოუტანო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები"
"ვარსკვლავები იმიტომ კიაფობენ, რომ ადრე თუ გვიან, ყველამ იპოვოს თავისი ვარსკვლავი"
"“Mais les yeux sont aveugles. Il faut chercher avec le cœur… -თვალი ბრმაა,ადამიანი გულით უნდა ხედავდეს"Таким был прежде мой Лис. Он ничем не отличался от ста тысяч других лисиц. Но я с ним подружился, и теперь он — единственный в целом свете.
წაიკითხე ახლავე..