Saturday, October 17, 2009

ყველაზე ვარდისფერი პოსტი

რამდენიმე წლის წინ ერთი ინდური ქალაქის, აურანგაბადის მმართველებმა მიიღეს ორიგინალური გადაწყვეტილება: ყველა მნნიშვნელოვანი შენობა გადაეღებათ ვარდისფრად. და მისი ხორცშესხმაც დაიწყეს. კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ დასახლებას ამდენი თანხის გაღება რაღაც გაუგებარ პროცედურებში, მათ მარტივად უპასუხეს: მათ სურდათ, 2 მილიონი მაცხოვრებლისთვის განწყობის ამაღლებული შექმნა, რომლებიც დაიღალნენ ამ ადგილას გამეფებული ძალადობით. უცნობია, ქალაქის თავებს კოლორისტიკა ჰქონდათ შესწავლილი თუ ინტიუიციამ უკარნახა,მაგრამ ჭეშმარიტება ერთია: ისინი არ ცდებოდნენ! ვარდისფერი ფერი მართლაც აწყნარებს, მშვიდობიან განწყობაზე აყენებს ადამიანს. აურაგაბადის მმართველები ამტკიცებენ, რომ ფერს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე და საჭიროა, მეტი სიფრთხილით ავირჩიოთ გარემომცველი ფერთა გამა :)

ეს ფერი იშვიათად ასოცირდება რაიმე სერიოზულთან :D "ვარდისფეი სათვალე", "ვარდისფერი ოცნებები", "ბარბის ვარდისფერი სამყარო" - თითქოს ეს ფრაზები იმას მოწმობენ, რომ სერიოზულ ზრდასრულ ქალს ვარდისფერი არ შეეფერება, უფრო პატარა გოგონებისთვისაა. რეალურად კი რამდენიც გნებავთ იმდენი ქალის (ზოგჯერ მამაკაცისაც) გარდერობი არის სავსე ჟოლოსფერი ნივთებით. და მერე რა? ისინი მეოცნებე ადამიანები არიან, რომლებიც არ არიან რეალობას მოწყვეტილნი,მაგრამ აქვთ უფრო ლამაზი საკუთარი სამყაროც, სადაც უფრო ლაღად გრძნობენ თავს, ხოლო რეალობაში უფრო დაუცველობის შეგრძნება აქვთ. ისინი არიან შეუდარებლად თბილი ადამიანები, მზრუნველი მეგობრები,მაგრამ ძირითადად, მებრძოლი სულის ადამიანები არ არიან...

თითქმის ყოველთვის "მეოცნებეთა ფერი" მოქმედებს დამამშვიდებლად, რაც, გასაკვირია,რადგან მომდინარეობს ყველაზე ენერგიული ფერისგან, წითლისგან. მაგრამ მაინც, ზუსტად ვარდისფერი ფერით გვირჩევენ ფსიქოლოგები, მოვაწყოთ ოთახი ბავშვებისთვის, რადგან ასეთ ოთახში ყველაზე აგრესიული პატარაც კი შედარებით მშვიდი ხდება.. იგივეა უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც. თუმცა რეკომენდირებულია, მოზრდილებმა მარტო ამ ფერში არ მოაწყონ ინტერიერი, შეიტანონ სხვა ფერის შტრიხებიც, რადგან ზედმეტმა ვარდისფერმა შეიძლება აპათია გამოიწვიოს

ისე კი, ქალებისთვის სასურველია, შეიტანონ ხოლმე ვარდისფერი შტრიხები ჩაცმულობაში.. და თუ თქვენ არ მოგწონთ ტრადიციული თეთრი საქორწინო კაბა, თამამად შეიკერეთ ნაზი ფერის ვარდისფერი , ის თქვენ ძალიან მოგიხდებათ! :)

აი, მე ნამდვილი Pink Addict-ი ვარ :D ჩემს გარდერობში 60% ვარდისფერია...
ვარდისფერი თაროები და უჯრებიც მაქვს კარადაში :D




ძალიან მიყვარს ჩემი ვარდისფერი ყულაბა, რომელიც 5 წლის ვიყავი, "თოვლის ბაბუამ" რომ მაჩუქა.


ესეც ჩემი ვარდისფერი სურათის ჩარჩო..

ვარდისფერი დღიური :X

ღია ვარდისფერი ოთახი :)
blog comments powered by Disqus
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon