Friday, October 16, 2009

Last.fm - მელომანების ვირტუალური სამოთხე

The Social music Revolution





წარმოუდგენელია დღე მუსიკის გარეშე... ერთგვარი კატალიზატორია საყვარელი სიმღერის, შემსრულებლის თუ ალბომის მოსმენა. დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოვაჩინე ამჟამად ჩემი უსაყვარლესი მუსიკალური ქომიუნითი ლასთ ეFემი...

ეს არის ერთგვარი ინტერნეტ-რადიო. ახლა 30 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული იუზერი ჰყავს და იყენებენ 200-ზე მეტ ქვეყანაში. მიზეზები, თუ რატომ უნდა შექმათ დაუყოვნებლივ თქვენი ექაუნთი:
1. აუდიოსქრობლერი აღნუსხავს ყველა იმ ტრეკს , რომელსაც უსმენთ და ადგენს რა თქვენს საყვარელ მუსიკალურ მიმდინარეობებსა და ჟანრებს, გაძლევთ რეკომენდაციებს. მაგალითად, თუ გიყვართ ნიუ ჯაზი, ლასტ.ფმემი შემოგთავაზებთ მრავალ მუსიკოს, რომელიც ამ ჟანრში მოღვაწეობს და დიდი შანსია, აქამდე არაფერი გსმენიათ მის შესახებ,მაგრამ ლასტ.ფმის წყალობით ძალიან ბევრ ახალ მუსიკოსს იპოვით, მოუსმენთ და შეიყვარებთ, ისევე, როგორც მე. :)
2. ლასტ.ფმ-ს აქვს უნიკალური რადიო, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ ფასიანი გახდა :( (რამდენიმე თვის წინ უფასო იყო :შ ) მიუთითებთ საყვარელ შემსრულებელს ან ჟანრს და რადიო ავტომატურად გთავაზობთ ახალ-ახალ ტრეკებს შესაბამისად. ვინამფისა და სხვა ფლეიერების ჩართვაც არ გიწევთ :)
3. მომხმარებლები ქმნიან ძალიან საინტერესო ჯგუფებს, სადაც ნებისმიერს შეუძლია გაწევრიანება. წევრები საუბრობენ საყვარელ სტილსა თუ მუსიკოსზე, უზიარებენ სიახლეებს და ბევრ კარგ რაღაცას გაიგებთ მოკლედ.
4. ლასტ.ფმ-ით შეგიძლიათ შეიტყოთ ახალ-ახალი ივენთების შესახებ..


ახლა უფრო ახლოს გავიცნოთ ლასტ.ფმ-ი:

1. შედიხართ ამ მისამმართზე : www.last.fm
2. არეგისტრირებთ ექაუნთს.
3. იწერთ სპეციალურ პროგრამას, (http://www.last.fm/download) რომლის დაინსტალირების შემდეგ ლასტ.ფმ აღნუსხავს ყველა ტრეკს, რომელსაც მოუსმენთ და გამოაქვეყნებს თქვენს პირად გვერდზე.
4. შემდეგ დააედითეთ თქვენი პროფილი

ჩემი ექაუნთია: http://www.last.fm/user/Moloko_Child
შეგიძლიათ დამამატოთ ფრიენდ ლისთში :)

პ.ს. ბლოგერებისთვის ლასტ.ფმ-ს ერთი მშვენიერი ვიჯეტი აქვს, ჩემს ბლოგს დააკვირდით და აღმოაჩენთ )))
blog comments powered by Disqus
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon