1992 წელს ESM-Avignon-ის პარტნიორობით თბილისში დაარსდა ბიზნესის სკოლა - ESM თბილისი. იგი არის ერთ-ერთ პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია მენეჯმენტის განვითარებაზე სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში. იმავე წელს სკოლა გახდა ევროპის სკოლათა ფედერაციის (FEDE) წევრი და გაიხსნა ბიზნესის მართვის პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ანიჭებს.
1993 წელს ხელი მოეწერა Berufsakademie-სთან (გერმანია) თანამშრომლობის ხელშეკრულებას. 1994 წელს ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა სასწავლო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს წარმოების მენეჯერის სპეციალობით. 1999 წელს გაიხსნა ბიზნესის მაგისტრატურა. 2003 წელს Berufsakademie-სთან თანამშრომლობა გაფართოვდა და დაიწყო ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს სპეციალიზაციით საბანკო საქმე. 2007 წელს ფრანკფურტის კონვენციაზე 56 ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად საქართველოდან მხოლოდ ბიზნესის სკოლამ (ESM) მიიღო B.I.D.-ს (Business Initiative Directions) ჯილდო "International Arch of Europe for Quality and Technology." 2007 წელს ბიზნესის სკოლა (ESM) თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა. 2009 წელს განახლდა MBA პროგრამა - შეიქმნა ახალი კურიკულუმი, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები წარმატებული ბიზნესმენები. სამაგისტრო პროგრამა მთლიანად ბიზნესის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული - ამ მიზნით შეიქმნა ბიზნესის პრაქტიკუმის სასწავლო პროექტი, რომელიც განახლებული სამაგისტრო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. პროექტის მონაწილე MBA სტუდენტები, თავისუფალი უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ქმნიან რეალურ ბიზნესს საქართველოში და რეალური ბიზნესის კეთებით სწავლობენ საქმეს.
სკოლის დეკანი:
სიმონ ქადაგიძე
დაარსდა
1992 წელს
აკადემიური პერსონალი
82 ლექტორი
პროგრამები:
ბაკალავრიატი - ბიზნესის ადმინისტრირება
ბაკალავრიატი - საბანკო საქმე
სამაგისტრო პროგრამა - განახლებული MBA
ხარისხი:
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი
დასაქმება:
ბაკალავრიატი - კურსდამთავრებულთა 96%; მაგისტრატურა - კურსდამთავრებულთა 98%; დანარჩენი სწავლას განაგრძობს საზღვარგარეთ
ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულთა ასოციაცია.
აკრედიტაცია:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინსტიტუციური აკრედიტაცია; ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის IQA აკრედიტაცია (CEEMAN);
საკონტაქტო ინფორმაცია:
თავისუფალი უნივერსიტეტი
ბიზნესის სკოლა (ESM)
ე.ბედიას ქუჩა; ნუცუბიძის პლატო; I მიკრორაიონი
თბილისი 0183; საქართველო
ტელეფონი: 2009 - 01; 2009 - 03
http://www.esm.freeuni.edu.ge/
P.S.მეც ამ სასწავლებელში მინდა ჩაბარება :D იმედია ავიღებ საკმარის ქულებს, აქ მოხვედრა არც ისე მარტივია..