ჩვენზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, ორივე არანორმალურები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდან ბოლომდე არანორმალურია: ) აქამდე ყოველთვის ვუკრძალავდი ჩემს თავს გამეკეთებინა დაუფქრებელი საქციელი, გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ბიჭთან ურთიერთობაში ყოველთვის. როცა მინდოდა,, ძალიან მარტივად ვთოკავდი ემოციებს. მაგრამ
იმ დღეს ცხოვრებასი პირველად დავიკიდე ფეხებზე ყველაფერი და იმ დღიდან დაწყებული ამ წუთმდე ვაკეთებ იმას, რაც მომინდება, მომაფიქრდება და , ჩემდა გასაოოცრად, არ მიქმნის არანაირ პრობლემას, პირიქით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ ვიცი, თავიდანვე სიყვარული იყო თუ აარა ეს,მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, იმ დღეს, თავი ძალიან თავისუფლად ვიგრძენი, მივხვდი, რომ შენს გვერდით რაც არ უნდა მეკეთებინა, უბრალოდ ხმის ამოუღებლად რომ ვმჯდარიყავი, მაინც სასიმოვნოდ ვატარებდი დროს.. ახლა ჩემს ოთახში ლოგინის კიდეში წამომჯდარს საღებავის სუნი მცემს, მონიტორის შუქი თვალებში მჭყიტინებს და მეღიმება. მეღიმება, იმიტომ რომ მახსენდება, ჩვენი სულელური და სასაცილო საუბარი, მერე ვითომ გაბრაზებულმა რომ გამოგიცხადე, წავედი მეთქი. შენ იჯექი და ელოდი, რომ გამოვბრუნდებოდი , მე კი მივაბიჯებდი და ველოდი, როდის ადგებოდი და წამომეწეოდი. ასეც მოხდა, ადექი და სწრაფი ნაბიჯით დამეწიე და რომ გავიფიქრე, ახლა ხელს დამავლებს და წამიყვანს მეთქი, უცებ ხელში ამიტაცე, იმაზე ძალიან გამეცინა, ახლაც ძალიან მეცინება, რომ მახსენდება. სულ მეშინოდა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ისევე სწრაფად არ დამთავრდეს-მეთქი. ზუსტად ამ წამს მომწერე, მიყვარხარო და მე მივხვდი, რომ საშიში არაფერია : )