Tuesday, April 7, 2009

დღეს დილით…


რაღაც ჩამესმა… ა , ჰო, ჩემი სახელი.. “არ ადგები? უკვე 12-ის ნახევარია” მაცალეთ ძილი!… მეორე გვერდზე გადავბრუნდი…

“რაა? 12-ის ნახევარი? უიმე!”
12-ზე ქართული მაქვს:| რა ვუთხარი ამ მთავრობას, აბიტურიენტობას და ცხოვრებას, ეჰ!.. წამოვდექი და კაბა გადავიცვი, სასწრაფოდ აბაზანაში შევვარდი, წიგნებს დავტაცე ხელი… მმმმმმმ, გრამატკის დავალების დაწერა დამვიწყნია…
მაგიდას მივვარდი, უკვე თორმეტს 15 აკლია…
აჰა, ერთს მოვრჩი, ახლა მეორე..
ვიღაც აკაკუნებს. მეზობელი…
(ოღონდ ეს არა)
- გვანცი, გცალია?
- (ნაძალადევად ვიღიმები) იცით, 12-ზე ქართული მაქვს…
- სულ 2 წამის საქმეა…
- კარგით.
როგორც ყოველთვის, ინტერნეტთან დაკავშირებით აქვს პრობლემა.
- ოპერა დავხურე და ვეღარ ვხსნი.
ჰმ, სულ არ არის გაუგებარი რა დახურა და რა ვერ გახსნა…
წითელ ემბლემას დავაწექი… ჩემდა გასაოცრად, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე გაიხსნა. ამ დროს მივხვდი, მეილში შესვლა უნდოდა…
- მადლობა, შვილო.
არაფრის-მეთქი, მივაძახე, მაგრამ უკვე ჩემი სახლისკენ მივრბოდი. დავალებას მივუჯექი, 12-ს წუთები აკლია… ნეტა დედაჩემი არ მოვიდოდეს, ბებიამ უკვე დამაყარა ქოქოლა.
აჰა, ბოლო წინადადებაც და მორჩა!
დედა მოვიდა… არადა, მხოლოდ ორი სიტყვა იყო დარჩენილი.
მშვენიერი სიტყვებით შემამკეს…
პალტო შემოვიცვი, კაშნე მოვიგდე და უსწრაფესი ნაბიჯებით გავუტიე მასწავლებელთან…
blog comments powered by Disqus
 

Finding Neverland Copyright © 2009 Girlymagz is Designed by Bie Girl Vector by Ipietoon