Thursday, April 9, 2009
წვიმიანი დღის ჩანაწერები
წვიმა ყოველთვს მიცვლით გუნებას...განსაკუთრებით, როცა მარტო ვარ. ფლეილისტში რაცჰაელ ყამაგატა-ს ბე ბე ყოურ ლოვე-ა. მოკლედ, ამინდმა და მუსიკამ კომედიურ-რომანტიკული პოსტის მიქსი შექმნა :D ზაფხული გამახსენდა. ომამდე ჯერ კიდევ, ჯაბა და მე ერთად რომ ვიყავით.ყველაზე სულელური გადაწყვეტილება ალბათ, რაც მიმიღია ის იყო, რომ ე.წ. "დაბრო" მივეცი :D რა თქმა უნდა, არ მყვარებია. რაღაც მომენტში მესიმპათიურებოდა. სანამ სიყვარულში გამომიტყდებოდა, მანამდე ერთი წლით ადრე გავიცანი, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთი მაგრად გვეკიდა, უბრალოდ ნაცნობები ვიყავით. აი, სკოლა რომ დამთავრდა და უსაქმურობისგან ორივე მთელი დღეები გარეთ რომ ვეგდეთ, შემთხვევით შემეჩეხა რამდენიმე თვის უნახავი ჯაბა. გამიხარდასავით ძველი ნაცნობის ნახვა.თან ნახვას ხომ გააჩნია :Dლევანიკოსთვის გამორთმეული ველოსიპედით დავქროდი, როცა ქუჩაში ჯაბა ვნახე. ნელა ჩავიარე, იდეაში უბრალოდ გაღიმებას და თავის დაქნევას ვგეგმავდი მისასალმებლად, მაგრამ ნურას უკაცრავად :D რადგანაც ნელა მივდიოდი, ხელით გააჩერა ველოსიპედი. რა გზა იყო, ჩამოვფოფხდი ველიკიდან, გადავკოცნე, მოვიკითხე. ვიღაც უროდ ძმაკაცთან ერთად იყო:D მოკლედ, წავედი-მეთქი რომ ვუთხარი, დაქალი მელოდებოდა, მთხოვა, გამოარეო მალეო, დავსი***იო ჩემს ძმაკაცთან მარტო დგომით, ცოტა წავილაპარაკოთო :D კარგი, ბაზარი არაა მეთქი, მაგრამ ისე არ დავბრუნებულვარ, როგორც ბაბუაჩემი არ მობრუნდება საიქიოდან :D2-3 დღის მერე კიდევ შევხვდი, ისევ შემთხვევით. სასტიკად მისაყვედურა, რომ იმ დღეს პირობა არ შევასრულე. ნუ, მე მაგრად მეკიდა:D ოდნავ მოგვიანებით, მე და ჩემი დაქალი კინოსთან რომ ვიყავით და ვიღაცას ველოდებოდით, ჯაბა გამეჩითა (მანდვე ცხოვრობს) ცოტა ხანს ვლაპარაკობდით, მერე კინოში დამპატიჟა, 6 საათიან სეანსზე. კარგი, მოვალ-მეთქი. ჩემი დაქალი არ გამომყვა, მე კიდევ ჯაბასთან ერთად მარტო წასვლა მეზარებოდა, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი ტიპია, აი, ზედმეტად სერიოზული როჟები რომ იჩითებიან ეგეთი :უსერ: ეგეც დავიკიდე და არ მივედი :მზე: სამი-ოთხი დღე იქნებოდა გასული, სმს მომდის... ჯაბა ვარო, მომიკითხა და დამიბრეხვა, ერთ ჩემს ძმაკაცს მოეწონე და უნდა გაგაცნოო. ნუ, რა საკითხავია, მივხვდი რანაირ ძმაკაცზე იყო საუბარი, მაგრამ დავიკიდე, არ შევიმჩნიე. მოკლედ ბოლოს და ბოლოს შევხვდი ჯაბას ... სიყვარულის ახსნები ი ვსაკიე ბლაბლაბლა:D მოკლედ, 5 დღეში უნდა მეთქვა, დაბროს მივცემდი თუ არა.ორი აზრი არ არსებობს, რომ ჯაბა არ მიყვარდა :D მაგრამ სიმპათიის მაგვარი რაღაც გამიჩნდა:D იმ დღეს მე და ჩემი ორი დაქალი "პონტში გავიჩითეთ", როგორც იტყვიან :D ისე მოხდა, რომ ჯაბას უბანში იყო ის, სადაც ჩვენ მივდიოდით:D ჯაბამ დამირეკა, გამოდიო, გელოდებიო. მეთქი ხუთ წუტში მანდ ვარ..მაგრამ ძალიან მეზარებოდა და 50 წუთის მერე გავედი:D აქ შეჩერდით და წარმოიდგინეთზაფხულის საღამოა... ოდნავ ცრის. ხელოვნურსაფარიანი მოედნის ცენტრში გოგო და ბიჭი ზის. გოგო სადღაც იყურება და ეღიმება. ბიჭი გოგოს უყურებს და დაბნეულად რაღაცას ელააპარაკება :D ირგვლივ ხეები, განათებები, ვარსკვლავები და წვიმა :რამანწიკა: მოკლედ, ჯაბას დავთანხმდი შეყვარებულობაზე. მახსოვს, ეგ რომ ვუთხარი, წამოდგა და მთელ ხმაზე დაიღრიალა YEEEEEEშ-ო :D მერე ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე, მენახა. ზარებიტ და მესიჯებით ტვინი გაბურღა:-სმერე ვნახე..პირველი პაემანი იყო :უსერ:აქედან დაიწყო ჯაბას ტანჯვა-წამება:Dარ ვიცი, რა მეტაკა, რომ ვნახე საოცარი სიძულვილი ვიგრძენი და ზიზღი..ახლაც არ ვიცი რატომ.სასეირნოდაც კი არ გავყევი, სახლში წამოვედი და გაცილების ნებაც არ მივეცი (მაგრამ 20 მეტრის უკან მოდიოდა ცალკე და მაინც მაცილებდა:D) იმ დღის მერე გავკაპასდი, არ ვნახულობდი, არ ვწერდი, არ ვპასუხობდი ზარებზე.სერიოზულად მაღიზიანებდა და დაშორება მინდოდა, მაგრამ რატომღაც არ ვეუბნებოდი ამასაც.სტადიონზე შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ ქალაქიდან წავედი...და გავიცანი თოკო:)) ჯაბა უკვე აღარც მახსოვდა;D სულ თოკოსთან ვიყავი და უკვე როცა აშკარა გახდა, იმასაც გაუჩნდა გრძნობები ჩემს მიმართ, მე ნაგლმა გამარჯობა როგორ ხარის გარეშე, პირდაპირ მივახალე ჯაბას სმს-ით არ მიყვარხარ და უნდა დავშორდეთ მეთქი (შეყვარებულობის 3 კვირის მერე:D) ზეიდიოტური ფრაზა, მეგობრებად დავრჩეთ-იც მივაყოლე..აზრზე არ ვარ რატომ:D საწყალმა მომწერა რაღაც გულსაკლავი წერილი,მაგრამ აღარ გამიცია პასუხი :Dეს იყო ყველაზე ხანმოკლე რომანი რაც მე ან ჩემს დაქალებს ოდესმე გვქონია:Dმერე მე დამპალი თოკოსთან ვიხსენებდი ხოლმე სიცილით ამ ამბავს:)))
blog comments powered by Disqus
Subscribe to:
Post Comments (Atom)